ხოლედოკვინი #30ტ

88441
-28%
მარაგშია
44.80 
32.04 
დანაზოგი: 12.76 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰელმინთური პრეპარატები ჯენერიკიBoswellia,Foeniculum,Citrus,Cucurbita გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.80 
32.04 
დანაზოგი: 12.76 ₾ (28%)

ხოლედოკვინი / XOLIDOCVIN

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

ბოსველის ფისის ექსტრაქტი (Boswellia serrata) - 125 მგ

კამის ექსტრაქტი (Foeniculum vulgare)- 75მგ

გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი (Citrus x paradise)- 70მგ

გოგრის თესლის ექსტრაქტი (Cucurbita maxima)- 75 მგ

დარიჩინის ფოთლების ექსტრაქტი (Cinnamomum  zeylanicum) - 12,5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხოლედოკვინი მიეკუთვნება კომბინირებულ მეტეორიზმის საწინააღმდეგო, ანტიჰელმინთურ, საფაღარათო საშუალებებს. ის ეფექტურია ჰელმინთების, მათი კვერცხების და პროტოზოული ინვაზიის მიმართ. მასში შემავალი უნიკალური შემადგენლობა გარდა ანტიპარაზიტული და ანტიჰელმინთური მოქმედებისა, განაპირობებს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორულ, ნაღვლმდენ, სპაზმოლიზურ ეფექტს, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას.

ბოსველის ფისის ექსტრაქტი - ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰელმინთური, ბაქტერიციდული მოქმედება. ის თრგუნავს პათოლოგიური მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს. ბოსველის ფისის ექსტრაქტს გააჩნია ნაღვლმდენი ეფექტიც.

კამის ექსტრაქტი - გააჩნია სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და საფაღარათო მოქმედება. ის აძლიერებს პერისტალტიკას და წარმოადგენს მცენარეული ანტიბიოტიკების ბუნებრივ კონცენტრანტს. კამის ექსტრაქტში შემავალი ეთერზეთები თრგუნავენ პათოლოგიური ფლორის გამრავლებას და ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი - აქვს ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური თვისებები. გრეიფრუტის კურკებში შემავალი ბიოფლავონოიდები დამღუპველად ზემოქმედებენ პარაზიტების უჯრდეულ მემბრანაზე, აფერხებენ  მათ ზრდასა და განვითარებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ექსტაქტი ეფექტურია ლამბლიოზის  სამკურნალოდ.

გოგრის თესლის ექსტრაქტი - შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოსტერინებს, ხასიათდება ძლიერი ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, იმუნომოდულაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით. ეფექტურია ჰელმინთებით ინვაზიის დროს, არ არის ტოქსიური და არ იწვევს ალერგიას.

დარიჩინის ექსტრაქტი - დარიჩინს ახასიათებს ანტიმიკრობული, ანტიპარაზიტული, ანტიოქსიდანდური თვისება. ის აუმჯობესებს პერისტალტიკას, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს.

ჩვენებები:

•  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

•  მეტეორიზმი, დისპეპსია;

•  ქრონიკული კოლიტი;

•  ჰელმინთებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი);

•  პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი);

•  ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები (კომპლექსურ თერაპიაში).

მიღების წესი და დოზირება:

2-6 წლამდე ბავშვები - 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;

6-12 წლამდე ბავშვები - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;

12 წელზე ზემოთ და მოზრდილები - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მედიკამენტი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2 კვირას. პროფილაქტიკის მიზნით კურსი შეიძლება განმეორდეს წლის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები ტაბლეტი, ნ 30 ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:  გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: „WISE PHARM " დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: ``GRICAR CHEMICAL`` - იტალია.