მაგნეო 250მგ/250მგ #50ტ

43993
-28%
მარაგშია
21.86 
15.63 
დანაზოგი: 6.23 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიარითმიული საშუალებები ჯენერიკიKalii+Magnii asparaginas გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
21.86 
15.63 
დანაზოგი: 6.23 ₾ (28%)

 მაგნეო

(მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატი +კალიუმის ჰიდროასპარაგინატი)

(17 მგ მაგნიუმის იონები+54 მგ კალიუმის იონები), ტაბლეტები

 

 

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

250 მგ მაგნიუმის ჰიდროასპარაგინატს (რომელიც შეესაბამება 17 მგ კალიუმის იონებს)

250 მგ კალიუმის ჰიდროასპარაგინატს (რომელიც შეესაბამება 54 მგ კალიუმის იონებს)

ასევე დამხმარე ნივთიერებებს:

კარტოფილის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის რაოდენობა შეფუთვაში:

50 ტაბლეტი

1. რას წარმოადგენს პრეპარატი მაგნეო და რა მიზნით გამოიყენება

მაგნეო პრეპარატია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის და კალიუმის  ელემენტებს ასპარაგინის მჟავას მარილების სახით. ისინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინის მჟავა მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში, იონური წონასწორობის, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის შენარჩუნებაში.

მაგნეო გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის დეფიციტის პროფილაქტიკისა და შევსებისათვის.

მაგნიუმი:

მაგნიუმის ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს ქსოვილები ყველაზე გაძლიერებული მეტაბოლური პროცესებით: თავის ტვინი, გულის კუნთები და ღვიძლი. მაგნიუმი კალციუმის იონებთან ერთად ქმნის ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურას.

მაგნიუმის სწორი რაოდენობა მოქმედებს:

• აგზნებადობის დაქვეითებაზე,

• აადვილებს ყურადღების კონცენტრაციას და დაძინების პროცესს

• აქვეითებს აღქმას სტრესისა და კუნთების მუშაობის დარღვევისას, რაც გამოიხატება მათი კანკალით, კრუნჩხვით და უნებლიე მოძრაობებით.

• აქვეითებს კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რითმის დარღვევის რისკს.

მაგნიუმის დეფიციტი აძლიერებს  კორონარული დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის რითმის დარღვევის რისკს.

კალიუმი:

კალიუმის იონების კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში 15-ჯერ მეტია, ვიდრე მისი კონცენტრაცია უჯრედგარე სითხეში. კალიუმის ცვლის მოშლის (გამოწვეული მაგ. კალიუმის დეფიციტით) დარღვევა სერიოზული საფრთხეა შემდეგი სისტემების სწორი მუშაობისათვის:

• ნერვული სისტემა, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის დარღვევის თვალსაზრისით (მოძრაობა, გულის მუშაობა, სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობა)

• სხვადასხვა ნივთიერებების ორგანიზმის ქსოვილების უჯრედებიდან და უჯრედებში ტრანსპორტირების დარღვევა (კვება, სუნთქვა, გამოყოფა)

• სისხლის მიმოქცევის და გამომყოფი სისტემის წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნების თვალსაზრისით (სისხლის პერიფერიული წნევის და მჟავიანობის ზღვრების დაცვა)

ასპარაგინის მჟავა წარმოადგენს ნეიროტრანსმიტერს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ასტიმულირებს ორგანიზმის აქტიურობას, არეგულირებს რა უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმის და კალციუმის კონცენტრაციას.

2. პრეპარატ მაგნეოს გამოყენება

არ შეიძლება მაგნეოს მიღება:

• პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებისადმი აუტანლობის დროს;

• თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიის(სისხლის შრატში კალიუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერმაგნიემიის (სისხლის შრატში მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია), წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის, მიასთენიის, მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტონიისას.

არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაღალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროულად(ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).

შედარებით უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატ მაგნეოს მიღებისას:

პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს. ჭარბი დოზირების რისკის გამო გამოყენების წინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სხვა პრეპარატები, რომლებსაც ვიყენებთ, არ შეიცავენ მაგნიუმს და კალიუმს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მკვეთრი გაუწყლოების, ქსოვილის დიდი ფართობის დაზიანებისას (მაგ. სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობა). ხანგრძლივი გამოყენებისას  საჭიროა მაგნიუმის და კალიუმის დონის კონტროლი.

სიფრთხილით გამოიყენება უფროსი ასაკის პაციენტებში კალიუმის გამოყოფის დაქვეითების გამო.

ორსულობა:

პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება:

საჭიროა შეატყობინოთ ექიმს ბოლო დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შესახებ, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების შესახებაც.

მაგნიუმის პერორალურად მისაღები პრეპარატები აქვეითებს პერორალურად მისაღები შედედების საწინააღმდეგო, ვარფარინის წარმოებული პრეპარატების შეწოვას.

არ შეიძლება გამოყენება ფოსფატებთან, რკინის ნაერთებთან, კალციუმის მაღალ დოზებთან, ფტორქინოლინებთან, ტეტრაციკლინებთან (ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს).

ფოსფატების, რკინის ნაერთების და კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი შეწოვის ორმხრივ დაქვეითებას.

მაგნიუმის შემცველ სხვა პრეპარატებთან (რომლებსაც აქვთ საფაღარათო ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი მოქმედება) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში.

კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატთან (მაგ. ინდომეტაცინთან) ერთად მიღება აძლიერებს ჰიპერკალემიის რისკს.

კალიუმის პრეპარატები აქვეითებს სათითურას გლიკოზიდების მოქმედებას.

3. როგორ მივიღოთ პრეპარატი მაგნეო

პერორალურად მისაღები პრეპარატი.

მოზრდილები - საშუალოდ 2-დან 6 ტაბლეტამდე დაყოფილი დოზებით დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებშიც.

გადაჭარბებული დოზით პრეპარატ მაგნეოს მიღებისას:

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

პრეპარატმა მაგნეომ, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ჭამის წინ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა.

ამ ჩანართ ფურცელში აღუწერელი სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მათ შესახებ აცნობოთ ექიმს.

5. პრეპარატ მაგნეოს შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატ მაგნეოს გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

6. სხვა ინფორმაცია პრეპარატ მაგნეოს შესახებ

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ პასუხისმგებელ სუბიექტს

შპს აფლოფარმი სამკურნალო საშუალებების ფაბრიკა

შკოლნას ქ. 31

95-054 კსავერუვ, პოლონეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები