ომეგაცინკი 5მლ #20ფლ

77318
-28%
მარაგშია
42.90 
30.68 
დანაზოგი: 12.22 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3+Zn+Vit.D3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
42.90 
30.68 
დანაზოგი: 12.22 ₾ (28%)

 OmegaZinc

ომეგაცინკი 

100 მლ სიროფი  ლიმონის არომატით

(ომეგა 3 + Zn + ვიტ.  D3)

 ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

#20 ერთჯერადი ჰერმეტულად დახურული  გაუმჭვირვალე კოვზის ფორმის  ფლაკონები ,  თითოეული 5 მლ.  

1 ფლაკონი ( 5მლ) სიროფი შეიცავს :

თევზის ქონი 1750მგ   (EPA 175 მგ +  DHA 280მგ) , საერთო ომეგა 3 -  455 მგ;  ვიტამინი D3  5მკგ (200IU), თუთია 1,88 მგ.

შემადგენლობა: თევზის ქონი, შაქარი, დეიონიზირებული წყალი, ემულგატორი (ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები), ლიმონის და მარწყვის არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი (ალფა ტოკოფეროლი), შემასქელებელი (ნატრიუმის კარბოქსი მეთილ ცელულოზა), თუთიის სულფატი (თუთია) 0,165%, კალიუმის სორბატი, ქოლეკალციფეროლი - ვიტამინი D3  (0,004%).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ომეგაცინკი -მაღალეფექტური  ომეგა  3 -ის  პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავების (DHA + EPA), თუთიის და ვიტამინების კომპლექსია. ომეგა – 3 პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავები, მნიშვნელოვანი კომპონენტია  ორგანიზმის განვითარებაში (DHA) წარმოადგენს თავის ტვინისა და თვალის ბადურის უჯრედოვანი მემბრანების საშენ მასალას, ხოლო (EPA) ნეირონალური ზრდის ხელშემწყობს.  DHA არის  თავის ტვინის ქერქში 15 დან  20% მდე. ხოლო ბადურაში 30-60%.   ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, აუცილებელია  მზარდი ტვინის განვითარებისთვის, მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში    ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე დამოკიდებულია DHA-ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. ორსულობის პერიოდში ომეგა 3 მიღება  ასოცირებულია  ბავშვის მაღალ IQ მაჩვენებელთან,  DHA მონაწილეობს თვალის ფოტორეცეპტორების მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში, ლაქტაციის პერიოდში დედის მიერ ომეგა 3-ის მიღებისას,  DHA  გადადის დედის რძეში და  ბავშვის ორგანიზმს მიეწოდება. ომეგა 3 აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობის ფუნქციას.

 ომეგა 3 ხელს უწყობს სახსრებში ტკივილის შემცირებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ეწინააღმდეგება  ორგანიზმში ქოლესტერინის ჩალაგებით მიმდინარე დაავადებების განვითარებას, აქვს ანტიკარცენოგენული თვისებები. ომეგა – 3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები  კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით, ანთებისა და ალერგიის ინდუქტორების პროდუქციის,  თრომბოციტების ადჰეზიის, ვაზოკონსტრიქციის, აგრეგაციის შემცირებით.

 ომეგა 3 ის ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს პროსტაგლანდინების სინთეზს, აქვეითებს თრომბოქსანის დონეს, ამუხრუჭებს ციკლოოქსიგენაზას მოქმედებას, რაც ამცირებს ლეიკოტრიენების დონეს და შესაბამისად ანთებითი და ალერგიული რეაქციების გამოვლინებას.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს, აუცილებელია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 ლიმფოკინების სინთეზზე ზემოქმედების გზით მონაწილეობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ვიტამინი D3 დაბალი დონე იწვევს რაქიტს, იმუნიტეტის დაქვეითებას,   ინსულინ რეზისტენტობას  და კარდიომეტაბოლურ დაავადებებს.
თუთია Zn  ხელს უწყობს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ზრდასა და ფორმირებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, აუცილებელია იმუნური სისტემის აქტივაციისთვის, კანის, თმის, ფრჩხილების ნორმალური ზრდისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენება  პედიატრიასა და გინეკოლოგიაში:

  • ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება
  • მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ბავშვებში
  • ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტიურობით
  • ბავშვის ინტელექტუალური მონაცემების, ქცევის, აღქმის,  მეტყველების, წერა - კითხვის უნარების გაუმჯობესება
  • ემოციური ლაბილობა და ასაკობრივი დეპრესია მოზარდებში
  • სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • ორსულთა დეპრესია , პრეეკლამფსია
  • ნაყოფის ჰიპოტროფიის, დღენაკლულობის და  უმწიფრობის პრევენცია

ჩვენება  მოზრდილებში:

  • გულსისხლძარღვთა, ნევროლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები
  • კანის დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი)
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
  • მშრალი თვალის სინდრომი, რეტინოპათიები
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები
  • აუტოიმუნური, ონკოლოგიური, ალერგიული და იმუნოდეფიციტური დაავადებების კომპლექსური მკურნალობა

 

დოზირება და მიღების წესი:

ერთი ფლაკონი (5მლ) დღეში ერთხელ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

მკურნალობის კურსი 2-3 თვე. გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.

ომეგაცინკი  გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას. 
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა:  სიროფი ერთჯერადი კოვზის ფორმის ჰერმეტულ ფლაკონებში, თითოეული 5მლ. #20 ფლაკონი, მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი:

Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.  İstanbul, Turkey  

საავტორო უფლება:

Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc. İstanbul, Turkey

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს  BIH

მსგავსი პროდუქტები