მემოსმარტი #30კაფს

89108
-29%
მარაგშია
61.66 
43.73 
დანაზოგი: 17.93 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები ჯენერიკიPhosphatidylserine,L-Glycin,Inozitol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
61.66 
43.73 
დანაზოგი: 17.93 ₾ (29%)

მემორსმარტი


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეირომეტაბოლური, კოგნიტური ფუნქციების მარეგულირებელი, ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური საშუალება.
ფოსფატიდილქოლინი 100მგ
ფოსფატიდილსერინი 100მგ
L - გლიცინი 100მგ
ინოზიტოლი 100მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი (E551ბ), მაგნიუმის სტეარატი მცენარეული,

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოსფატიდილსერინი - აუმჯობესებს თავის ტვინის, როგორც თეთრი ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს გუნება –განწყობას, იცავს ტვინის უჯრედებს დაბერებისგან, გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს.
ფოსფატიდილქოლინი - მონაწილეობს თავის ტვინის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირომედიატორის აცეტილქოლინის სინთეზში. აცქ - ააქტიურებს და აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. აცქ-ს ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი აქტივობის და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ვლინდება დეპრესიის დროს. Mმონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში და გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
L- გლიცინი – არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას ცნს-ში. Aამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას., აუმჯობესებს გონებრივ შრომისუნარიანობას. გააჩნია გლიცინ, გაბაერგული, ალფა 1 ადენობლოკატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიური მოქმედება. არეგულირება გლუტამატურ (NMDA) რეცეპტორების ფუნქციას, ამცირებს ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს.
ინოზიტოლს- მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. Nნერვული სიგნალის გადაცემაში. აუმჯობესებს მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების: აცეტილქოლინის, დოფამინის, ნორადრენალინის და სეროტონინის ფუნქციონირებას.
ინოზიტოლი უზრუნველყოფს 5- НТ (სეროტონინს) აქტივაციას ნერვულ უჯრედებში, რაც ამცირებს შფოთვას და შფოთვით აშლილობებს. ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტასის შენარჩუნებას. Aარის ერთერთი ზრდის ფაქტორი. ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში.

ჩვენებები:
• ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;
• ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
• ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია;
• ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია), თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
• თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
• თავის და ზურგის ტვინიზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა;
• სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), დარღვევები, რომელიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით;
• ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
• გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
• დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
• ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
• ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
• დიაბეტური რეტინოპათია.

გამოყენების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ , ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დიაპეპსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.
გამოშვების ფორმა: N#30 ვეგეტარიანული კაფსულა
შენახვის პირობები: შეინახეთ მშარალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:Nature Pharma, ესპანეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები