ოფტან-კატახრომი 10მლ ფლ

394
-29%
მარაგშია
16.70 
11.94 
დანაზოგი: 4.76 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკატარაქტის დროს ხმარებული პრეპარატები ჯენერიკიCytochromum C+Adenosinum+Nicotinamidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.70 
11.94 
დანაზოგი: 4.76 ₾ (29%)

ოფთან კატაქრომი
თვალის წვეთები

  
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ციტოქრომი C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი

წამლის ფორმა და დანიშნულება:
გამჭვირვალე, მოწითალო, მომჟავო ხსნარი სუნის გარეშე.

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ციტოქრომი C 0, 675 მგ/მლ, ადენოზინი 2 მგ/მლ, ნიკოტინამიდი 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი
კოდი ATC  S01XA

გამოყენების ჩვენებები:

თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

გაფრთხილება
კონტაქტური ლინზები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და მათი გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებისას რეკომენდებული არ არის. პრეპარატის გამოყენებისას, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის. თუ თქვენ ორსულად ხართ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, საჭიროა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გამოყენება ბავშვებში: თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე: თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება: არავითარი არსებითი გვერდითი ეფექტები ადგილობრივი გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 10 მლ-იან პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონებში.
 
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში. ფლაკლონის გახსნიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამოუყენებელი ხსნარი გადააგდეთ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
Santen Oy / სს „სანტენ“
ნიიტტიჰაანკატუ 20
33720 ტამპერე
ფინეთი

მსგავსი პროდუქტები