სუპრადინი იმუნო ქიდსი#30ტ

89057
არ არის მარაგში
57.47 
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVit.A,D3,B1,B6,B9,B12,E,C,Zn,Fe გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
57.47 

სუპრადინ ქიდსი იმუნო

საღეჭი პასტილები №30

საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა. შაქარი, გლუკოზის სიროფი, ქოქოსის ზეთი, მალტოდექსტრინი, გუმმიარაბიკის შემასქელებელი, ვიტამინურ-მინერალური პრემიქსი (L-ასკორბატ კალციუმი, DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი, ნიკოტინამიდი, თუთიის სულფატი, რკინის ფუმარატი, რეტინოლის აცეტატი, ქოლეკალციფეროლი, ფოლიუმის მჟავა, ციანოკობალამინი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, ანტიოქსიდანტი: ალფა-ტოკოფეროლი და ნატრიუმის ასკორბატი, გუმმიარაბიკის შემასქელებელი. გადამზიდავი: სახამებლის ეთერი და ნატრიუმის მარილის ოქტენილანტარული მჟავა და კრემნიუმის დიოქსიდი), ქაცვის ნაყოფის ფხვნილი (მსხლის ფორმის ნაყოფები, გადამზიდავი კრემნიუმის დიოქსიდი, ასკორბინის მჟავას ანტიოქსიდანტი), მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონის მჟავა, სტაფილოსა და პაპრიკას კონცენტრატი, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდების ემულგატორი, ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი, წყალი.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის. ბავშვებისთვის 3 წლიდან - 2 საღეჭი პასტელი დღეში კვების დროს,  7 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის - 3  საღეჭი პასტელი დღეში კვების დროს. მიღების ხანგრძლივობა - 1-2 თვე.

კომპონენტების თვისებები. ქაცვი წარმოაგდენს ძლიერ ბუნებრივ იმუნომოდულატორს, აძლიერებს იმუნიტეტს. ვიტამინ C ეფექტურად ებრძვის გაციებას.

გამოყენების სფერო. მოსახლეობისთვის სარეალიზაციოდ, როგორც  საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატების -  ვიტამინ A, D, E, C, B1, B2, B6, B12-ის, ფოლიუმის მჟავის, ნიაცინის, თუთიის, რკინის დამატებითი წყარო.

უკუჩვენებები. კომპონენტების ინდივიდუალური შეუთავსებლობა.

ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა.

გამოყენების წინ აუცილებელია ექიმ-პედიატრთან კონსულტაცია, 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბად-ი ინიშნება ექიმი პედიატრის მიერ, მისი ზედამხედველობით. არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის ვადა 2 წელი.  წარმოების, ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი და სერიის ნომერი მითითებულია შეფუთვაზე.  

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C  ტემპერატურაზე.

1 საღეჭი პასტელის კვებითი ღირებულება: ნახშირწყლები - 3,9გ, მათ შორის შაქარი - 2,6გ; ენერგეტიკული ღირებულება -77,4 კჯ (18,3 კკალ).

მწარმოებელი: ფ. ხუნციკერ+კო აგ, ჰაიმშტრასე 18, CH-8953, დიტიკონი, შვეიცარია; შეფუთულია: ამაფარმ გმბჰ, დ-66539 ოქსენვალდ 3, ნოენკირხენ, გერმანია  ბაიერ კონსუმერ კერ აგ-სთვის, 4052 ბაზელი, პიტერ მერიან შტრასე 84, შვეიცარია.

მომხმარებელთა პრეტენზიის მიმღები ორგანიზაცია. სს «ბაიერი», 107113,  რუსეთი, მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა, სახლი 18, შენობა 2.

ტელ: +7 (495) 231-12-00, www.bayer.ru