ნიტაზოდი 100მგ/5მლ 60მლ სუსპ

89499
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული მოქმედების ანტიპროტოზოული პრეპარატები ჯენერიკიNitazoxanidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნიტაზოდი

Nitazode

ნიტაზოდი (ნიტაზოქსანიდი) ტაბლეტები

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აღწერა

ნიტაზოდის ტაბლეტები და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი  შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, ნიტაზოქსანიდს, რაც  წარმოადგენს სინთეზურ ანტიპროტოზოულ საშუალებას და მიიღება პერორალურად. ნიტაზოქსანიდი არის ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილი. იგი ძნელად იხსნება ეთანოლში და პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. ქიმიურად, ნიტაზოქსანიდი არის 2-აცეტილოქსი-ნ-(5 -ნიტრო - 2-თიაზოლილი) ბენზამიდი. მოლეკულური ფორმულა არის C12H9N3O5S და წონა არის 307.3.

ნიტაზოდის ტაბლეტები შეიცავს 500 მგ ნიტაზოქსანიდს.

განზავების შემდეგ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის თითოეული 5 მლ შეიცავს 100 მგ ნიტაზოქსანიდს.

კლინიკური ფარმაკოლოგია

შეწოვა: ნიტაზოდის ტაბლეტების (ნიტაზოქსანიდი) ან პერორალური სუსპენზიის პერორალურად მიღებისას, აქტიური მეტაბოლიტების ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-4 საათის განმავლობაში. ნიტაზოქსანიდი არ ვლინდება პლაზმაში. ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მოცემულია ქვემოთ ცხრილში 1 & 2:

შესრულებულია ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის ფხვნილზე.

ცხრილი 1. საკვებთან ერთად ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის ერთი დოზის მიღებისას საშუალო (+SD) პლაზმური ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი 1-დან 11-წლამდე სუბიექტებში.

ტიზოქსანიდი

ტიზოქსანიდის გლუკურონიდი

ასაკი

დოზა

Cmax

(µგ/მლ)

*Tmax

(სთ)

AUC/

(µგ/სთ/მლ)

Cmax

(µგ/მლ)

*Tmax

(სთ)

AUC/

(µგ/სთ/მლ)

1-3 წელი

100 მგ

3.11 (2.0)

3.5 (2-4)

11.7 (4.46)

3.64 (1.16)

4.0 (3-4)

19.0 (5.03)

4-11 წელი

200 მგ

3.00 (0.99)

2.0 (1-4)

13.5 (3.3)

2.84 (0.97)

4.0  (2-4)

16.9 (5.00)

* Tmax მოცემულია როგორც საშუალო (ფარგლებში)

ცხრილი 2. საკვებთან ერთად 500 მგ ნიტაზოქსანიდის ერთი დოზის მიღებისას საშუალო (+SD) პლაზმური ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი 12 მეტი წლის ასაკის სუბიექტებში.

ტიზოქსანიდი

ტიზოქსანიდის გლუკურონიდი

ასაკი

 

Cmax

(µგ/მლ)

*Tmax

(სთ)

AUCT

(µგ.სთ/მლ)

Cmax

(µგ/მლ)

*Tmax

(სთ)

AUCr

(µგ.სთ/მლ)

12-17 წელი

 

9.1 (6.1)

4.0 (1-4)

39.5 (24.2)

7.3 (1.9)

4.0 (2-8)

46.5 (18.2)

>18 წელი

 

10.6 (2.0)

3.0 (2-4)

41.9 (6.0)

10.5 (1.4)

4.5 (4-6)

63.0 (12.3)

* Tmax მოცემულია როგორც საშუალო (ფარგლებში)

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია არ არის ნიტაზოდის ტაბლეტების ბიოექვივალენტური. სუსპენზიის ფარდობითი ბიოშეღწევადობა ცხრილთან შედარებით იყო 70%.

საკვების გავლენა: ნიტაზოდის ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღებისას,  ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის AUCTპლაზმაში თითქმის ორჯერ იზრდება და Cmax იზრდება თითქმის 50%.

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის საკვებთან ერთად მიღებისას,  ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის AUCTიზრდება 45-50% და Cmax იზრდება <10%.

კლინიკურ ცდებში ნიტაზოდის ტაბლეტები და პერორალური სუსპენზია მიიღებოდა საკვებთან ერთად, აქედან გამომდინარე, მათი მიღება საკვებთან ერთად რეკომენდებულია (იხილთ დოზა და მიღების წესი).

მრავალჯერადი დოზირება: ნიტაზოდის ტაბლეტების   ყოველ 12 საათში ერთჯერ პერორალურად მიღებისას, 7 დღის მანძილზე, არ გამოვლენილა ნიტაზოქსანიდის მეტაბოლიტების, ტიზოქსანიდისა და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის დაგროვება პლაზმაში.

განაწილება: პლაზმაში, ტიზოქსანიდი 99% -ზე მეტით უკავშირდება ცილებს.

მეტაბოლიზმი: ადამიანებში პერორალურად მიღებისას, ნიტაზოქსანიდი სწრაფად ჰიდროლიზდება აქტიური მეტაბოლიტით, ტიზოქსანიდით (დესაცეტილ - ნიტაზოქსანიდი). ტიზოქსანიდი შემდეგ გადის კონიუგაციას, ძირითადად გლუკურონიდაციით. ინ ვიტრო მეტაბოლიზმის  კვლევებმა აჩვენა, რომ ტიზოქსანიდს არ აქვს მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული გავლენა ციტოქრომ P450 ფერმენტებზე.  

ელიმინაცია: ტიზოქსანიდი გამოიყოფა შარდში, ნაღველში და განავალში, ხოლო ტიზოქსანიდის გლუკურონიდი გამოიყოფა შარდში და ნაღველში. ნიტაზოქსანიდის პერორალური დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა განავალში და ერთი მესამედი - შარდში.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

გერიატრიული პაციენტები: გერიატრიულ პაციენტებში ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.

პედიატრიული პაციენტები: 12 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის ტაბლეტების მიღებისას არ არის შესწავლილი ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა.  1 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის მიღებისას არ არის შესწავლილი ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა.

მიკრობიოლოგია

მოქმედების მექანიზმი

ნიტაზოქსანიდის ანტიპროტოზოული მოქმედება მიიჩნევა რომ განპირობებულია პირუვატის ჩარევით: ფერედოქსინის ოქსიდორედუქტაზას ფერმენტ დამოკიდებული ელექტრონ გადამცემი რეაქცია, რაც აუცილებელია ანაერობული ენერგიის მეტაბოლიზმისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ Giardia lamblia-დან, ფერედოქსინის არარსებობის შემთხვევაში ელექტრონების გადაცემით PFOR ფერმენტი პირდაპირ ამცირებს ნიტაზოქსანიდს. DNA- წარმოებული Cryptosporidium parvum-ის PFOR ცილის თანმიმდევრობა როგორც სჩანს Giardia lamblia-ს მსგავსია. PFOR ფერმენტ დამოკიდებული ელექტრონ გადამცემი რეაქციის ჩარევა შეიძლება არ იყოს ერთადერთი მეტაბოლური გზა რომლითაც ნიტაზოქსანიდი ავლენს ანტიპროტოზოულ მოქმედებას.

ინვიტრო მოქმედება

ნიტაზოქსანიდი და მისი მეტაბოლიტი, ტიზოქსანიდი ინვიტრო  აქტიურია, რომელიც თრგუნავს Cryptosporidium parvum-ის (i)  სპოროზოიტების და ოოცისტების და  Giardia lamblia- (ii) ტროფოზოიტების, ზრდას.

პრეპარატის რეზისტენტობა

 Cryptosporidium parvum-ის ან Giardia lamblia- რეზისტენტობის განვითარების პოტენციალი ნიტაზოქსანიდის მიმართარ არის შემოწმებული.

მგრძნობელობის გამოცდა:

პროტოზოა როგორიც არის Cryptosporidium parvum და Giardia lamblia, კლინიკურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში გამოყენების სტანდარტიზირებული ტესტი არ არის მოცემული.

ჩვენება და გამოყენება

Giardia lamblia-თი გამოწვეული დიარეა:

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (პაციენტები 1 წელის და მეტი ასაკის) და ნიტაზოდის ტაბლეტები (პაციენტები 12 წელის და მეტი ასაკის) ნაჩვენებია Giardia lamblia-თი გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ.

Cryptosporidium parvum -ით გამოწვეული დიარეა:

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია 1-დან 11 წლამდე ასაკში Cryptosporidium parvum -ით გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ.

ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ და ნიტაზოდის ტაბლეტებმა არ აჩვენა პლაცებოზე მეტი ეფექტი Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეის მკურნალობისას, ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის და ნიტაზოდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი

უკუჩვენება

ნიტაზოდის ტაბლეტები  და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნიტაზოქსანიდის ან მის ფორმულაციაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი: ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ამიტომ, ღვიძლის და ნაღვლის დაავადების, ასევე, თირკმლის დაავადების, თირკმლის და ღვიძლის კომბინირებული დაავადების მქონე პაციენტებში ნიტაზოქსანიდის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

ნიტაზოდის ტაბლეტები  და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია მიიღება საკვებთან ერთად. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა და მომვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ პერორალური სუსპენზიის თითოეული 5 მლ შეიცავს 1.48 გრამ საქაროზას.

წამალთშორისი ურთიერთქმედება

ტიზოქსანიდის კავშირი პლაზმის ცილებთან მაღალია (>99.9%). აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც ნიტაზოქსანიდი მიიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია ვიწრო თერაპიული მაჩვენებლით, რადგან შეიძლება მოხდეს კავშირის კონკურენცია (მაგ: ვარფარინი). ინ ვიტრო მეტაბოლიზმის  კვლევებმა აჩვენა, რომ ტიზოქსანიდს არ აქვს მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული გავლენა ციტოქრომ P450 ფერმენტებზე.  მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა ინ ვივო წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები,  ნიტაზოქსანიდის მიღებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ან მეტაბოლიზდებიან, ან თრგუნავენ ციტოქრომ P450 ფერმენტებს, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა

ხანგრძლივი კარცინოგენული კვლევები არ ჩატარებულა. ნიტაზოქსანიდი არ იყო გენოტოქსიური ჩინური ზაზუნების საკვერცხის უჯრედის ქრომოსომულ აბერაციულ სინჯში ან ვირთხის მიკრობირთვულ სინჯში. ნიტაზოქსანიდი იყო გენოტოქსიური ერთ შტამში (Ta100) ეიმსის მუტაციის სინჯში.

ნიტაზოქსანიდი არ მოქმედებს უარყოფითად მდედრი და მამრი ვირთხების  ფერტილობაზე  2400 მგ/კგ დოზის მიღებისას (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 20-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე).

ორსულობა: ტერატოგენური გავლენა

ორსულობის კატეგორია B: რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთხებში 3200 მგ/კგ დოზაზე დღეღამეში  (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 26-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე) და 100 მგ/კგ დოზაზე დღეღამეში - კურდღლებში (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 2-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე), სადაც,  ნიტაზოქსანიდმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ფერტილობის დარღევაზე და ნაყოფის ზიანზე. თუმცა, ორსულ ქალებში არ არის ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები.

მეძუძური დედები

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ნიტაზოქსანიდი ადამიანის რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა ადამიანის რძეში, მეძუძურ დედებში ნიტაზოქსანიდის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

პედიატრიული გამოყენება

ნიტაზოდის ერთი ტაბლეტი შეიცავს იმაზე მეტ ნიტაზოქსანიდს ვიდრე რეკომენდებულია პედიატრიული დოზირებისათვის, ამიტომ იგი არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის გამოიყენება უნდა მოხდეს ნიტაზოქსანიდის დოზებით (იხილეთ დოზა და მიღების წესი). ერთ წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

გერიატრიული პაციენტები

ზოგადად, ნიტაზოდის ტაბლეტების და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში გასათვალისწინებელია ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ფუნქციები და თანმხლები დაავადება, ან სხვა პრეპარატებით მკურნალობა. როგორც მითითებულია პუნქტში „სიფრთხილის ზომები“, ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

აივ ინფიცირებული ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები

არ არის შესწავლილი აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში Giardia lamblia-თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიითა და ნიტაზოდის ტაბლეტებით. ნიტაზოდის ტაბლეტებმა და ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ არ აჩვენა პლაცებოზე მეტი უპირატესობა Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეაის მკურნალობისას, აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

უარყოფითი რეაქციები

ნიტაზოდის ტაბლეტები:  ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები რომელიც აღინიშნებოდა მიუხედავად მიზეზობრიობისა იყო: მუცლის ტკივილი (6.7%), დიარეა (4.3 %), თავის ტკივილი (3.1 %) და გულისრევა (3.1 %).

უარყოფითი მოვლენები ვლინდებოდა 12 წლის და მეტი ასაკის 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელიც მოცემულია ქვემოთ:

მთელი სხეული:  ასთენია, ციებ-ცხელება, ტკივილი, ალერგიული რეაქციები, მენჯის ტკივილი, ციება, ციება და ცხელება, გრიპის სინდრომი.

ნერვული სისტემა:  თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, კანკალი, ჰიპესტეზია.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება, დისპეპსია, ანორექსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, წყურვილი.

შარდსასქესო სისტემა: გაუფერულებული შარდი, დიზურია, ამენორეა, მეტრორარგია, თირკმლის ტკივილი, სასქესო ბაგეების შეშუპება.

მეტაბოლური და კვებითი: შგპტ (SGPT) მომატება.

სისხლისა & ლიმფური სისტემა: ანემია, ლეიკოციტოზი.

კანი: გამონაყარი, ქავილი.

განსაკუთრებული შეგრძნებები: თვალის გაუფერულება, ყურის ტკივილი.

რესპირატორული სისტემა: სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვის დაავადება, ფარინგიტი.

გულსისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, სინკოპე, ჰიპერტენზია.

კუნთოვანი სისტემა: მიალგია, ფეხის კუნთების სპაზმი, ძვლის სპონტანური მოტეხილობა.

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია:

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები რომელიც აღინიშნებოდა მიუხედავად მიზეზობრიობისა იყო: მუცლის ტკივილი (7.8%), დიარეა (2.1 %), ღებინება (1.1%) და თავის ტკივილი (1.1 %). ეს მოვლენები იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის.

უარყოფითი მოვლენები ვლინდებოდა 1%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტებში, რომელიც მოცემულია ქვემოთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა,  ანორექსია, მეტეორიზმი, მადის მომატება, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება.

მთელი სხეული:   ციებ-ცხელება, ინფექცია, დისკომფორტი.

მეტაბოლური და კვებითი: კრეატინინის და შგპტ (SGPT) მომატება.

კანი: გამონაყარი, ქავილი.

განსაკუთრებული შეგრძნებები: თვალის გაუფერულება (მქრქალი ყვითელი).

რესპირატორული სისტემა: რინიტი.

ნერვული სისტემა:  თავბრუსხვევა.

შარდ-სასქესო სისტემა: გაუფერულებული შარდი.

ზრდასრულ პაციენტებში ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზით მკურნალობისას  უარყოფითი რეაქციები იყო ნიტაზოქსანიდის ტაბლეტებით მკურნალობის  მსგავსი ზრდასრულ პაციენტებში.

დოზის გადაჭარბება

ნიტაზოქსანიდის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის. მღრღნელებში და ძაღლებში ჩატარებულ კვლევებში პერორალური LD50 იყო 10,000 მგ/კგ-ზე მეტი. ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ნიტაზოქსანიდის ერთჯერადი პერორალური 4000 მგ-მდე დოზის მიღებისას არ აღინიშნა მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები.   ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა პერორალური მიღებიდან მალევე.

პაციენტებზე საჭიროა სიფრთხილით დაკვირვება,  სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობის დანიშვნა.

დოზა და მიღების წესი

ჩვენება

ასაკი

დოზა

ხანგრძლივობა

 

Giardia lamblia -თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა

1-3 წელი

-5 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ( 100მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

3 დღე

4-11 წელი

-10 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ( 200მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად.

> 12 წელი

-1  ნიტაზოდის ტაბლეტი (500 მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში ან 25მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია  (500მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად.

 

Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეას

მკურნალობა

1-3 წელი

5 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (100მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად.

 

 

 

3 დღე

4-11 წელი

10 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (200მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად.

 

12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეას მკურნალობისას, ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის და ნიტაზოქსანიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ნიტაზოდის ერთი ტაბლეტი შეიცავს იმაზე მეტ ნიტაზოქსანიდს ვიდრე რეკომენდებულია პედიატრიული დოზისათვის, ამიტომ იგი არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.

აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში Giardia lamblia-თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა, ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიით არ არის შესწავლილი. ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ არ აჩვენა პლაცებოზე მეტი უპირატესობა Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეის მკურნალობისას, აივ ინფიცირებულ, ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

აღწერა

ნიტაზოდის ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნიტაზოქსანიდს და  შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: PEG 6000, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, სახამებელი 1 500, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი ქინოლინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, HPMC E5&HPMC 2910.

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ნიტაზოქსანიდს, რაც  წარმოადგენს სინთეზურ ანტიპროტოზოულ საშუალებას და მიიღება პერორალურად. განზავების შემდეგ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ ნიტაზოქსანიდს და შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, Avicel RC 591, მარწყვის ფხვნილი, ვანილინის ფხვნილი, ნატრიუმის ბენზოატი, უწყლო  სამ-ნატრიუმის ციტრატი, უწყლო  ლიმონმჟავა, ნატრიუმის ერითროზინი, ქსანტანის გუმფისი, აეროსილი 200 da საქაროზა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შეფუთვა და შენახვა:

ტაბლეტები: 1,2,3 (Al/ თეთრი გაუმჭვირვალე პვქ/პვდქ)  ფირფიტა, თითოეულზე არის 6 ტაბლეტი, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სუსპენზია: მუყაოს კოლოფში მოცემულია 60 მლ ბოთლი განზავების შემდეგ და გამოყენების ინსტრუქცია.

შენახვა და მდგრადობა:

  • ტაბლეტები და განუზავებელი ფხვნილი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,   არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
  • განზავების შემდეგ სუსპენზია შეინახეთ მაცივარში 20-80 C ტემპერატურაზე.

ინფორმაცია პაციენტებისთვის:

ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია და ნიტაზოდის ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა იცოდენ რომ პერორალური სუსპენზია შეიცავს საქაროზას. ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია: მოამზადეთ სუსპენზია დროულად: სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა 50 მლ წყალი (ან ბოთლზე მოცემულ აღნიშვნამდე). მოხსენით ბოთლს თავი რათა თავისუფლად გადმოვიდეს ფზვნილი. დაუმატეთ განზავებისთვის საჭირო  წყლის მთლიანი რაოდენობის ნახევარი და მაგრად შეანჯღრიეთ, რათა გაიხსნას ფხვნილი. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი წყალი და ისევ მაგრად შეანჯღრიეთ. კონტეინერი უნდა შეინახოთ კარგად დახურულ მდგომარეობაში და მასში მოთავსებული სუსპენზია მიღებამდე უნდა შეანჯღრიოთ კარგად. სუსპენზიის შენახვა შეგიძლიათ 7 დღის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადააგდოთ.

ეს არის მედიკამენტი

- მედიკამენტი არის პროდუქტი რომელიც გავლენას ახდეს თქვენს ჯანმრთელობაზედა ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენება სახიფათოა თქვენთვის.

- ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები, გამოყენების მეთოდი და ფარმაცევტის მითითებები, რომელმაც გაყიდა მედიკამენტი.

- ექიმები და ფარმაცევტები არიან ექსპერტები მედიცინაში, იციან მათი სარგებელი და რისკები.

- ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი არ შეწყვიტოთ თვითნებურად.

- ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ჩაიტაროთ იგივე მკურნალობის კურსი.

- ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 აფთიაქიდან გაცემის წესი: 

ფარმაცევტული პროდუქტი, ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3  რეცეპტით. 

წარმოებულია Al Andalous For pharmaceutical Industries, ეგვიპტე-ს მიერ

მსგავსი პროდუქტები