პანთენოლი 5% 30გ კრემი

35577
მარაგშია
14.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები ჯენერიკიDexpanthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
14.50 
პანთენოლი
Panthenol
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - dexpanthenol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5% კრემი 30 გრ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

ჩვენებები

-კანის სიმშრალე.
-დამწვრობა,ნაწოლები
-ტროფიკული წყლული,ჰერპესი
-ნახეთქები (ანალური), დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
-კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
-კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
-პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
-აბსცესები, ფურუნკულოზი.
- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
-ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის

მიღების წესები და დოზები
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა: მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია

უკუჩვენება
ჰიპერმგძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მწარმოებელი ქვეყანა - პოლონეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში
მსგავსი პროდუქტები