5-ეიჩტიპი პლუსი#60კაფს

89862
მარაგშია
79.98 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიდეპრესანტები ჯენერიკიHTP,Taurin,Glycin,Inozitol,B3,C,B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
79.98 

5-ეიჩტიპი პლიუსი

5-HTP PLUS

საკვები დანამატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

შემადგენლობა

ყოველი კაფსულა

5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, Griffonia simplicifolia-ს ექსტრაქტი

200 მგ

ტაურინი

100 მგ

გლიცინი

50 მგ

ინოზიტოლი

50 მგ

ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი)

20 მგ ნიაცინის ექვივალენტი

ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა)

8 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

2 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • აუმჯობესებს გუნება-განწყობას
  • ხელს უწყობს დამშვიდებასა და განტვირთვას

ადამიანის ორგანიზმი 5-HTP-ს იყენებს სეროტონინის სინთეზისთვის - ქიმიური მესინჯერი, რომელიც უხრუნველყოფს ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსის გადაცემას. 5-HTP დადებით ეფექტებს ავლენს დეპრესიის, შფოთვისა და წონის მატებისას. 5-HTP მონაწილეობს მელატონინის სინთეზში და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ტაურინი - მოქმედებს თავის ტვინის იგივე რეცეპტორებზე, რომლებზეც მოქმედებს გლიცინი და გამა ამინობუტირის მჟავა, რითაც უზრუნველყოფს რელაქსაციას.

ინოზიტოლი - ხელს უწყობს დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქიური აშლილობების გამოვლინების შემცირებას „ბედნიერების“ ჰორმონების - სეროტონინისა და დოფამინის სინთეზის გაზრდით.

გლიცინი - ნეიროტრანსმიტერი როგორც ამგზნები, ისე შემაკავებელი მოქმედებით -იწვევს როგორც ტვინის სტიმულაცია და ნერვული სისტემის აქტივობის ზრდა, ისე -მის დამშვიდებას. აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, კოგნიტურ ფუნქციებს, გუნება-განწყობას, მადასა და საჭმლის მონელებას, იმუნურ სისტემის ფუნქციებს, ტკივილის რეცეპტორების მუშაობასა და ძილს.

ვიტამინი C- ამცირებს შფოთვას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

B-ვიტამინები - ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და არეგულირებენ გუნება-განწყობასა და ენერგიას. ხელს უწყობენ მელატონინისა და სეროტონინის სინთეზს, აუცილებელი კომპონენტებია ძილისა და გუნება-განწყობის ფორმირებაში. აუმჯობესებენ ტვინის მეტაბოლიზმს და განაპირობებენ ნეიროტრანსმიტერების ბალანსს თავის ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.

უკუჩვენებები:  შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მიღების წესი: თითო კაფსულა დღეში.

საკვები დანამატი. არ გამოიყენება ბალანსირებული დიეტის ნაცვლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზს.

შენახვის წესები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი, სოფია, პროლადენ კატ ქ. 10

საკვები დანამატი.