რეფურილი 220მგ/5მლ 60მლ სუსპ

24528
-28%
მარაგშია
11.51 
8.23 
დანაზოგი: 3.28 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინიტროფურანის ნაწარმები ჯენერიკიNifuroxazide გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
11.51 
8.23 
დანაზოგი: 3.28 ₾ (28%)

რეფურილი

სუსპენზია

 

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შემადგენლობაში შედის 220 მგ ნიფუროქსაზიდი;

დამხმარე ნივთიერებები

ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა (Avicel RC 581), კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა

(cekol-1000), ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, ბანანის არომატიზატორი თხევადი, პოლისორბატი 80 (Tween-80), აეროსილი 200, გასუფთავებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნიფუროქსაზიდი, მიეკუთვნება ნიტროფურანების კლასს და წარმოადგენს ნაწლავურ ანტიბაქტერიულ საშუალებას. რეფურილის სუსპენზიის შიგნით მიღებისას, ის მოქმედებს ადგილობრივად, აქტიურ ნივთიერებაზე მგრძნობიარე ბაქტერიებზე.

რეფურილის სუსპენზიის გამოყენება, საჭმლის მომნელებელ გზებში ინფექციის დათრგუნვის გზით, ხელს უწყობს დიარეის შეწყვეტას და ამცირებს ორგანიზმის გაუწყლოვნების სიმძიმეს და რისკს.

 

ჩვენებები

მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

-მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დიარეა;

-მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული გასტროენტერიტები და კოლიტები (დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილის ანთებითი პროცესი);

-ნაწლავური ინფექციები;

-მოგზაურის დიარეა.

უკუჩვენებები

ნიტროფურანების ან სუსპენზიის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ალერგია.

სიფრთხილის ღონისძიებები

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

რეფურილის სუსპენზია გამოიყენება მხოლოდ დიარეის დროს, რომელიც არის კეთილთვისებიანი დაავადების გამოვლინება. მაღალი სიცხით თანმხლები ხანგრძლივი და მძიმე ცხელების, ასევე განავალში სისხლის ან ლორწოს დაფიქსირების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

საკვებთან და სასმელთან გამოყენება

რეფურილის სუსპენზიის ზემოქმედება არ იცვლება და არ არის დამოკიდებული კუჭის გარემოზე ან საკვების მიღების დროზე.

ორსულობისდა ლაქტაციის დროს გამოყენება

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეფურილის სუსპენზია კარგად გადაიტანება და გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი. გამომდინარე იქიდან, რომ ნიფუროქსაზიდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლში, ის არ მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ორსულობის დროს სამკურნალო საშუალების დანიშვნის საჭიროებას ადგენს ექიმი.

რეფურილის სუსპენზია არ გამოიყენება ორსულობის დროს მაშინ, როცა მისი მიღების საჭიროება არ არის.

სუსპენზიით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდში რეფურილის სუსპენზიის ხანმოკლე კურსით დანიშვნის შემთხვევაში, ჩვილის ბუნებრივი კვება შესაძლებელია არსებული წესით, შეჩერების გარეშე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება

რეფურილის სუსპენზიის გამოყენება არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას რაიმე ურთიერთზემოქმედების მონაცემები არ არის მოწოდებული.

 

გამოყენების რეჟიმი დაწესი

თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული დოზირების სხვა რეჟიმი, რეფურილის სუსპენზია გამოიყენება ბავშვებში ქვემოთ მითითებული რეჟიმით, არაუმეტეს 7 დღე:

-2 თვემდე ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 2-ჯერ;

-2 თვიდან-1 წლამდე ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 3-ჯერ;

-1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 1 ჩაის კოვზი (5 მლ), დღეში 4-ჯერ.

ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს ან შეამციროს სამკურნალო საშუალების დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა.

 

გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ კატეგორიაში

დიარეა შესაძლებელია გართულდეს ორგანიზმის გაუწყლოვნებით, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პირებში. გაუწყლოვნების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს სისუსტე და დაღლა, ცნობიერების დარღვევა. ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის შევსება შესაძლებელია დიდი რაოდენობით სითხის, მაგალითად, მარილიანი ბულიონის ან მინერალური წყლის მიღებით.

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

პაციენტთა ამ ჯგუფში რეფურილის სუსპენზიის გამოყენების ინფორმაცია არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ რეფურილის სუსპენზიის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ჭარბი დოზით გამოყენება

სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზით მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია არ არის.

რეფურილის სუსპენზიის ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზის გამოტოვება

რეფურილის სუსპენზიის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გაორმაგებული დოზის მიღება.

 

გამოყენების შეწყვეტ

რეფურილის სუსპენზიის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, რაიმე უარყოფითი შედეგი არ არის მოსალოდნელი.

 

გვერდითი ეფექტები

რეფურილის სუსპენზიის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოქმედების განვითარების ინფორმაცია არ არის.

რეფურილის სუსპენზიის გამოყენების პერიოდში ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შენახვის წესი

რეფურილის სუსპენზიის შენახვა უნდა მოხდეს ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება მისი ვარგისობის ვადის ფარგლებში.

რეფურილის სუსპენზია არ გამოიყენებიან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

AMOUN PHARMACEUTICAL CO.

El-Obour City,

qairo, egvipte, S.A.E. 4

Headquarters&Factory: El Obour City, Cairo Egypt.

ტელ.: (+202) 461 401 00 (10 Lines)/012 243 0000

ფაქსი: (+202) 461 401 98

საექსპორტო დეპარტამენტი:

ტელ.: (+202) 461 029 29

ფაქსი: (+202) 461 004 15

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.amoun.com

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები