ალდობრონქიალი 2მგ/5მლ100მლ სირ

91271
-15%
მარაგშია
21.40 
18.23 
დანაზოგი: 3.17 ₾ (15%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბრონქოლიზური პრეპარატები ჯენერიკიSalbutamolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
21.40 
18.23 
დანაზოგი: 3.17 ₾ (15%)

ალდობრონქიალი სიროფი

სავაჭრო დასახელება: ალდობრონქიალი 2 მგ/5მლ სიროფი.

აქტიური ინგრედიენტი: სალბუტამოლი (სულფატი).

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება: სალბუტამოლი (სულფატი). ყოველი 5 მლ შეიცავს 2 მგ სალბუტამოლს (სულფატს).

სხვა კომპონენტები (დამხმარენივთიერებები): ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა

ალდობრონქიალი სიროფი უფერო, გამჭვირვალე სითხეა ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოდის 100 მლ-იან შეფუთვაში დოზირებული ჭიქით.

გამოყენება
ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის  აქტიური ინგრედიენტი სალბუტამოლი მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფის მედიკამენტებს.

ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის (ფილტვის სასუნთქი გზების ოკლუზია), პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან და სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებასთან ასოცირებულ სხვა პროცესებთან. აღნიშნული წარმოადგენს ფილტვების დაავადებათა ჯგუფს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, რის შედეგადაც ხდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის ბლოკირება.

უკუჩვენებები

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

−  ალერგია სალბუტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ალდობრონქიალი სიროფის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას შემდეგ შემთხვევებში:

− ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჰიპერთირეოზი);

− გულის დაავადებების ისტორია, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია;

− მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

− ასთმის მწვავე ფორმა. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის დაქვეითება, რაც შეიძლება გაუარესდეს ჰიპოქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა);

− კალიუმის დონის ვარდნა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მედიკამენტმა, ეს პრობლემა შესაძლოა გაუარესდეს ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებით.

− დიაბეტი. ამ მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე.

ბავშვები და მოზარდები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის გამოვლენილი.

გამოყენება სპორტსმენებში

ეს წამალი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  დოპინგის დადებითი ტესტის შედეგი.

სხვა მედიკამენტები და ალდობრონქიალი სიროფი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს ღებულობდით ან მომავალში აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას.

ნუ გამოიყენებთ ერთდროულად არაკარდიოსელექციურ ბეტა-ბლოკატორებთან, მაგალითად, პროპრანოლოლთან ან მსგავს მედიკამენტებთან ერთად. არაკარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის), გულის პათოლოგიური დაავადებების (არითმიის) და გულმკერდის ტკივილის (სტენოკარდიის) სამკურნალოდ; შაკიკის თავიდან ასაცილებლად და ადგილობრივად, გლაუკომის სამკურნალოდ. ბეტა-ბლოკატორები ზოგჯერ ინიშნება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ გულის შეტევა, გულის შემდგომი შეტევების თავიდან ასაცილებლად.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისას ან ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ალდობრონქიალის სიროფს არ აქვს, ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

ექიმი განსაზღვრავს რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ალდობრონქიალი სიროფი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.

ალდობრონქიალის სიროფი გახსნის შემდეგ უნდა შეინახოთ სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2 - 4 მგ), რომელიც მიიღება დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ორიდან ექვს წლამდე: რეკომენდებული დოზაა 2.5 მლ-დან 5 მლ-მდე (1-2მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

ექვსიდან თორმეტ წლამდე: რეკომენდებული დოზაა 5 მლ (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

თორმეტი წლის ასაკის ზემოთ: რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2-4 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

ექიმს შეუძლია დანიშნოს ზემოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა.

ალდობრონქიალი სიროფი შესაფერისია მოზრდილების და ბავშვებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თხევადი მედიკამენტების მიღებას.

ბავშვების, ხანდაზმულებისა და ამ პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 5 მლ ალდობრონქიალის სიროფით (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იქნას დაცული მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით და რამდენჯერ უნდა იქნეს მიღებული პრეპარატი. ნუ მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე დანიშნული გაქვთ. შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

თუ ფიქრობთ, რომ ალდობრონქიალის სიროფის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, რაც შეიძლება მალე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაიწყოს ასთმის გამწვავება და დაგჭირდეთ სხვა ტიპის წამალი.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი ჭარბად მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში (ტელ: (+34) 91 562 04 20) დააკონკრეტეთ პრეპარატის სახელი და მიღებული რაოდენობა.

ამასთანავე, თუ მიღებული დოზა დიდია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო განყოფილებას. რეკომენდებულია, რომ თან იქონიოთ ამ პრეპარატის კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია იმისათვის, რომ აჩვენოთ ჯანდაცვის წარმომადგენელს.

თუ შემთხვევით მიიღებთ რეკომენდებულ დოზაზე უფრო მეტს, არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების უფრო დიდი რისკი, როგორიცაა: გულის აჩქარება, თავის ტკივილი, კანკალი და კუნთების კრუნჩხვები (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები). რეკომენდებულ დოზაზე უფრო მაღალი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე უნდა აცნობოთ ექიმს.

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას. თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ მომდევნო დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ თუ მომდევნო დოზის მიღების დრო უკვე მოახლოვებულია, დაიცადეთ ამ დრომდე.

გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ალდობრონქიალი სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

სალბუტამოლთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1 ან მეტ პაცეინტში), ხშირი (ვლინდება ყოველი 100-დან 1-დან 10-მდე პაციენტში), ნაკლებად ხშირი (ვლინდება ყოველი 1,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში), იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე პაციენტში) და ძალიან იშვიათი (ვლინდება ყოველი 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში) იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით. ძალიან გავრცელებული, გავრცელებული და ძალიან იშვიათი მოვლენები დადგინდა კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტები მიღებულია სპონტანური ანგარიშებიდან.

იმუნურისისტემისდარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები ანგიოშეშუპების ჩათვლით (კანის რეაქციები სიწითლის თანხლებით, შეშუპებითა და ქავილით), ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი (ბრონქის კედლების შევიწროება ჰაერის ნაკადის შეზღუდვით), ჰიპერტენზია და კოლაფსი.

მეტაბოლიზმიდაკვებისდარღვევები

იშვიათად: ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე).

ბეტა-2 აგონისტებით მკურნალობამ (კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორები) შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია.

ნერვულისისტემისდარღვევები

ძალიან ხშირი − ტრემორი.

ხშირი − თავის ტკივილი.

ძალიან იშვიათი − ჰიპერაქტიურობა.

გულისდარღვევები

ხშირი: ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), პალპიტაცია.

იშვიათი: არითმიები, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლები (გულისცემის დარღვევები).

უცნობი: მიოკარდიუმის იშემია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტი სიხშირე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნოს გულმკერდის ტკივილი (გულის პრობლემების გამო, როგორიცაა სტენოკარდია). ალდობრონქიალი სიროფით მკურნალობის დროს, ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე აცნობეთ ექიმს,  მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით.

* სპონტანური ანგარიშები პოსტმარკეტინგული მონაცემებიდან, ამდენად, სიხშირე კლასიფიცირდება როგორც უცნობი.

დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ

იშვიათი: პერიფერიული ვაზოდილატაცია (პერიფერიული სისხლძარღვების დილატაცია).

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები.

ხშირი − კუნთების კრუნჩხვები.

ძალიან იშვიათად − კუნთების დაჭიმულობის შეგრძნება.

რაიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. მათ შორის, ყველა შესაძლო გვერდით ეფექტის შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი.

შენახვის წესი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ვარგისობის ვადა

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ბოთლზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.  ნარჩენი კონტეინერები და მედიკამენტები, რომელიც აღარ გჭირდებათ მოათავსეთ აფთიაქში განთვსებულ SIGRE პუნქტში. ჰკითხეთ  ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებსაც  აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მსგავსი პროდუქტები