აზიტრომიცინი 500მგ #3ტ (ბანგლ)

69416
მარაგშია
3.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმაკროლიდების ჯგუფი ჯენერიკიAzithromycinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
3.00 

აზითრომიცინი

აზითრომიცინი USP  500 მგ

ფორმულაცია:

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აზითრომიცინს (დიჰიდრატის სახით) USP  500 მგ.

ფარმაკოკინეტიკა: აზითრომიცინი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს. საკვების მიღება ანელებს კაფსულების და არა ტაბლეტების ან სუსპენზიის შეწოვას. დოზის პერორალურად მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2-3 საათში და ინტრავენური შეყვანის შემდეგ - 1-2 საათში.  თუმცა, აზითრომიცინი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში და შესაბამისად კონცენტრაცია ქსოვილში რჩება უფრო მაღალი ვიდრე სისხლში.  სხვა ანტიბაქტერიულ საშულებებთან შედარებით პლაზმური კონცენტრაცია მცირეა. მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა ლეიკოციტებში. მცირედით ვრცელდება თავზურგტვინის სითხეში, როდესაც ტვინის რბილი გარსი ანთებითი არ არის. ცხოველებში ჩატარებული კვლელევი აჩვენებს, რომ  აზითრომიცინი კვეთს პლაცენტას.

 აზითრომიცინი მცირე რაოდენობით დემეთილიზდება ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა ნაღველის საშუალებით უცვლელი ფორმით, ასევე გამოვლინდა რამდენიმე არააქტიური მეტაბოლიტი. პერორალური დოზის დაახლოებით 6%  (სისტემურ ცირკულაციაში წარმოდგენილია რაოდენობის დაახლოებით 20%) გამოიყოფა შარდში. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 68 საათს.

ჩვენება:

აზითრომიცინი ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების  მწვავე ბაქტერიული გამწვავების დროს, მწვავე ბაქტერიული სინუსიტი,  ქლამიდია პნევმონიით განპირობებული არაჰოსპიტალური პნევმონია. ჰემოფილური ინფლუენზა, მიკოპლაზმური პნევმონია ან სტრეპტოკოკური პნევმონია, პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან შესაბამის  პერორალურ მკურნალობაზე. იგი ასევე ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ტონზილიტი, კანის და კანის სტრუქტურების გაურთულებელი ინფექციები, ურეთრიტი და ცერვიციტი, ასევე გენიტალიური წყლული.

 

დოზა და მიღების წესი:

ჩვენებები

რეკომენდებული დოზა/მკურნალობის ხანგრძლივობა

არაჰოსპიტალური პნევმონია (მსუბუქი ფორმის), ფარინგიტი/ტონზილიტის მკურნალობა (მეორე e) კანის და კანის სტრუქტურების ინფექციები (გაურთულებელი)

500 მგ ერთჯერადად პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ ერთჯერ დღეში 2-5 დღე.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების  მწვავე ბაქტერიული გამწვავება (მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის)

500 მგ ერთჯერ დღეში x 3 დღე ან 500 მგ ერთჯერადად პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ ერთჯერ დღეში 2-5 დღე.

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ ერთჯერ დღეში x 3 დღე

გენიტალიური წყლულოვანი დაავადება (რბილი შანკრი)

1 გ დოზა ერთჯერადად

არაგონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

1 გ დოზა ერთჯერადად

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

1 გ დოზა ერთჯერადად

 

გვერდითი მოვლენები:

აზითრომიცინი კარგად გადაიტანება და აღინიშნება მცირე გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში (ტკივილი/სპაზმი), დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გამონაყარი კანზე.

უკუჩვენებები:

აზითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ამ პროდუქტის ან მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.  

სიფრთხილის ზომები:

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც აზითრომიცინი მიიღება ღვიძლის ფუნქციის დარღევის მქონე პაციენტებში, რადგან აზითრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ღვიძლით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აზითრომიცინის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები. ამგვარად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც აზითრომიცინი ინიშნება ამგვარ პაციენტებში. არ შეიძლება აზითრომიცინის და ერგოტ წამოებულების ერთად მიღება.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

ანტაციდი: ალუმინის და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ამცირებენ პლაზმაში კონცენტრაციის პიკს, მაგრამ არა აბსორბციის საერთო მოცულობას კუჭში. ამიტომ, აზითრომიცინი მიიღება ანტაციდების მიღებამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

ერგოტ წამოებულები: ერგოტ წარმოებულების და აზითრომიცინის ერთად მიღება არ შეიძლება ერგოტიზმის თეორიული შესაძლებლობის გამო. საჭიროა პაციენტებზე სიფრთხილით დაკვირვება როდესაც აზითრომიცინი და ეს პრეპარატები (როგორიც არის დიგოქსინი, დიჰიდროერგოტამინის ერგოტამინი, ტერფენადინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, ფენიტოინი) მიიღება ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია:

არსებული კლინიკური კვლევებით რეკომენდებულია აზითრომიცინის გამოყენება ორსულობაში ქლამიდიური ცერვიციტის საწყისი მკურნალობისთვის. სხვა ინფექციების შემთხვევაში აზითრომიცინი მიიღება მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას. არ არის ცნობილი გადადის თუ არა აზითრომიცინი დედის რძეში.  მეძუძურ დედებში გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

სიფრთხილის ზომები:

საკვები, პრეპარატები, ხელსაწყოები და კოსმეტიკური საშუალებები გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვა: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. პრეპარატების შეიახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 36 თვე.

წამლის ფორმა და შეფუთვა: 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 3 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.                                

 

წარმოებულია Drug International Limited-ს მიერ

252, ტონგი ინდასთრიალ ეარია, ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები