კრონიზონი 500მგ #100ტ

91694
მარაგშია
69.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიMesalazine გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
69.50 

KRONIZON

კრონიზონი

500მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტები
გამოიყენება პერორალურად.
მოქმედი ნივთიერება:
თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბელტი მოქმედი ნივთიერების
სახით შეიცავს 500მგ მესალაზინს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, სილიციუმის
დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30,
მაგნიუმის სტეარატი, Eუდრაგიტ E 100, პოლიეთილენ გლიკოლი, ტალკი, ტიტანის
დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა,
Eუდრაგიტ L 100, ტრიეთილ ციტრატი და რკინის ყვითელი ოქსიდი.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ კრონიზონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ კრონიზონი

1. რას წარმოადგენს კრონიზონი და რისთვის გამოიყენება
კრონიზონის მოქმედი ნივთიერება არის მესალაზინი და თითოეული ნაწლავში ხსნადი
გარსით დაფარული ტაბელტი შეიცავს 500მგ მოქმედ ნივთიერებას.
კრონიზონი არის ყვითელი ფერის, ორივე მხარეს გლუვი, ორმხრივად ამოზნექილი,
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბელტი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი
სრულად, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
  • ექიმთან, ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • დაიცავითი მითითებები. არ მიიღოთ პრეპარატის რეკომენდებულზე უფრომაღალი, ან დაბალი დოზა.

კრონიზონი არის პრეპარატი, რომელსაც ეწოდება “ამინოსალიცილის მჟავა და მსგავსი პრეპარატები” და მიეკუთვნება “ნაწლავთა ანთების საწინააღმდეგო” პრეპარატების ჯგუფს, ნაწლავთა ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.

კრონიზონი მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, 100 ნაწლავში ხსნადი გარსით
დაფარული ტაბელტი ბლისტერზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კრონიზონი გამოიყენება:
- მსხვილი ნაწლავის (მსხილი ნაწლავი) ანთებითი დაავადების, რასაც ექიმები
უწოდებენ წყლულოვან კოლიტს, მწვავე ეპიზოდების და შემდგომი ეპიზოდების
(რეციდივი) მკურნალობა და პრევენცია.
- ნაწლავთა ქრონიკული ანთების, ე.წ. კრონის დაავადების, მწვავე ეპიზოდების
მკურნალობა
2. რა უნდა იცოდეთ კრონიზონის მიღებამდე:
არ მიიღოთ კრონიზონი
- თუ ხართ ალერგიული მესალაზინის, სალიცილის მჟავას, სალიცილატების,
როგორიც არის ასპირინი, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ
- თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის მძიმე დაავადება.
გამოიჩინებთ განსაკუთრებული სიფრთხილე კრონიზონის მიღებისას
- თუ გაქვთ ფილტვის დაავადებების ისტორია, განსაკუთრებით ბრონქული ასთმა
- თუ გაქვთ სულფასალაზინის მიმართ ალერგიის ისტორია, ნივთიერება, რომელიც
დაკავშირებულია მესალაზინთან.
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადება.
მკურნალობის პერიოდში ექიმი გაგიწევთ მჭიდრო მეთვალყურეობას და შეიძლება
დაგჭირდეთ სისხლის და შარდის ანალიზების რეგულარული ჩატარება. იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ნაწლავის რეზექცია/ნაწლავის ქირურგიული ოპერაცია ილეოცეკალურ არეში ილეოცეკალური სარქველის მოცილებით, გამოვლინდა კრონიზონის არაგახსნილი სახით გამოყოფა ნაწლავში ძალიან სწრაფი გამავლობის გამო. თუ შენიშნეთ ამგვარი გამოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. აცნობეთ ექიმს, თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებოდათ თქვენ წარსულში.
კრონიზონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიიღეთ კრონიზონი ჭამამდე 1 საათით ადრე.
ორსულობა
თუ გეგმავთ ორსულობას ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
კრონიზონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. კრონიზონი ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან პრეპარატი შეიძლება გამოიყოს დედის რძით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კრონიზონი არ ახდენს, ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო
საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრონიზონის შემადგენელ ზოგიერთ ნივთიერებაზე
კრონიზონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ (23მგ) ნატრიუმს და ასეთი
დოზისას არ არის მოსალოდნელი ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების
განვითარება.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რადგან
შეიძლება შეიცვალოს ამ პრეპარატების ეფექტი (ურთიერთქმედება):
- აზათიოპრინი, 6-მერკაპტოროპურინი, ან თიოგუანინი (გამოიყენება იმუნური
დარღვევების სამკურნალოდ).
- კონკრეტული პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ სისხლის შედედებას
(პრეპარატები თრომბოზისათვის, ან სისხლის გასათხელებლად, მაგ. ვარფარინი).
შეიძლება მაინც მართებული იყოს კრონიზონის მიღება და ექიმი მიიღებს
გადაწყვეტილებას არის თუ არა ეს თქვენთვის შესაფერისი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით სხვაპრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
3. როგორ მივიღოთ კრონიზონი;
ყოველთვის მიიღეთ კრონიზონი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ
ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფაარმაცევტს.
შესაბამისი გამოყენების და დოზირების ინსტრუქტაჟი/მიღების სიხშირე:
მოზრდილები:
თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა, კრონიზონის ჩვეული დღიური დოზა მოქმედითი
ნვითიერებით მესალაზინი შეადგენს:
კრონის დაავადების მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი ტაბლეტი
დღეში 3-ჯერ და სამი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5გ – 4.5 გ მესალაზინის ექვივალენტი
დღეში).
წყლულოვანი კოლიტის მწვავე ეპიზოდების მკურნალობისას გამოიყენება ერთი
ტაბლეტი დღეში 3-ჯერ და ორი ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (1.5გ – 3.0 გ მესალაზინის
ექვივალენტი დღეში). წყლოლოვანი კოლოტის რეციდივის
პრევენციისათვის/ხანგრძლივი მკურნალობისათვის მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში 3-
ჯერ (1.5გ მესალაზინის ექვივალენტი დღეში).
6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
ბავშვისათვის კრონიზონის ზუსტი დოზისათვის მიმართეთ ექიმს. ეს დოზა
დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ბავშვის დაავადების სიმძიმეზე.
მწვავე ეპიზოდები:
უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 30-50მგ
მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. მაქსიმალური დოზა
შეადგენს 75მგ მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში. საერთო დოზა არ უნდა
აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.
რეციდივის პრევენცია:
უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საწყისი დოზა შეადგენს 15-30მგ
მესალაზინი/კგ სხეულის მასაზე დღეში დაყოფილ დოზებად. საერთო დოზა არ უნდა
აჭარბებდეს მოზრდილებისათვის რეკომენდებულ დოზას.
40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ზოგადად რეკომენდებულია მოზრდილთა
ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი
სხეულის მასის მქონე ბავშვებში.
ზოგადად რეკომენდებულია 40კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში მოზრდილთა
ნახევარი დოზის გამოყენება და მოზრდილთა დოზის გამოყენება 40კგ-ზე მეტი
სხეულის მასის მქონე ბავშვებში
მიღების გზა და წესი
კრონიზონი მიიღება მხოლოდ პერორალურად.
ტაბლეტი მიიღება დილას, შუადღეს და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. ტაბლეტი
უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ექიმი მიიღებს
გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
კრონიზონით მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად და თანმიმდევრულად
როგორც ანთების მწვავე ეპიზოდისას, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის სახით, რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა სასურველი თერაპიული ეფექტი.
კრონიზონის რეგულარული და უწყვეტი გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მწვავე
შეტევებისას, ისე ხანგრძლივი თერაპიისას (რეციდივის პრევენცია), რადგან მხოლოდ ამ გზით მიიღწევა წარმატებული განკურნება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები ბავშვებში (6-18 წელი) პრეპარატის
ეფექტის შესახებ.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მოზრდილებისათვის ზემოთ მითითებული “დოზირება/გამოყენების სიხშირე ვრცელდება ასევე ხანდაზმულ პაციენტებზე.
განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე
პაციენტებში. თუ თირკმლის ფუნქცია გაუარესდა მკურნალობის დროს,
გათვალისწინებულ უნდა იქნას მესალაზინით გამოწვეული თირკმლის ტოქსიკურობა.
პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე
პაციენტებში.
თუ ფიქრობთ, რომ ჰრონიზონის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან სუსტია, მიმართეთ
თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ კრონიზონის ჭარბი დოზა მხოლოდ ერთხელ, განაგრძეთ მკურნალობა
დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ უფრო დაბალი დოზა.
კრონიზონის დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს .
თუ დაგავიწყდათ კრონიზონის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, შემდეგ ჯერჯე არ მიიღოთ კრონიზონის უფრო მაღალი
დოზა; მკურნალობა განაგრძეთ დანიშნული დოზირების რეჟიმით.
თუ შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება
არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შეწყვიტეთ კრონიზონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგ შემთხვევებში:
მიუხედავად იმისა, რომ ალერგიული რეაქციები იშვიათია, ყველა პრეპარატმა
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.ალერგიული გამონაყარი კანზე,
ცხელება,სუნთქვის გაძნელება.
თუ შენიშნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება,
განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს ცხელება და/ან ყელის და პირის ღრუს ტკივილი, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს . ეს სიმპტომები ძალიან იშვიათად შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი), რაც ზრდის მიდრეკილებას სერიოზული ინფექციის განვითარებისადმი.
სისხლის ანალიზი დაადასტურებს, ეს სიმტომები გამოწვეულია თუ არა მოცემული
პრეპარატის ზემოქმედებით.
ესენი არის ძალიან მძინე გვერდითი მოვლენები.
თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, მაშასადამე ძლიერ ალერგიული ხართ
კრონიზონის მიმართ. შეიძლება საჭირო იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ან ჰოსპიტალიზაცია. ეს ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად.
შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები პაციენტებში, რომლებიც
მკურნალობდნენ მესალაზინით:
ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 ადამიანში)

  • თავის ტკივილი არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1 ადამიანში)
  • ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, შებერილობა (მეტეორიზმი), გულისრევა და ღებინება
  • ძლიერი ტკივილი მუცლის არეში გამოწვეული პანკრეასის ძლიერი ანთებით
  • ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება, პანკრეასის ფერმენტების ცვლილება
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
  • თავბრუსხვევა
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, ან კიდურების შეშუპება გულზე ზეგავლენის გამო
  • სიყვითლე, ან ტკივილი მუცლის არეში ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მხრივ დარღვევების გამო
  • კანის მომატებული მგრძნობელობა მზისადმი და ულტრაიისფერი სხივებისადმი (ფოტომგრძნობელობა)
  • სახსრების ტკივილი
  • სისუსტის, ან დაღლილობის შეგრძნება ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
  • ცხელება, ყელის ტკივილი, ან ზოგადი სისუსტე სისხლის ანალიზის ცვლილებისგამო
  • გამონაყარი კანზე, ან ანთება, ალერგიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს კანზე და ცხელებას
  • მწვავე დიარეა და ტკივილი მუცლის არეში პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციის გამო
  • ხელებსა და ქვემო კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათია)
  • ქოშინი, ხველა, მსტვენავი სუნთქვა, რენტგენზე ჩრდილი ფილტვზე გამოწვეული ალერგიით და/ან ფილტვის ანთებითი მდგომარეობით
  • თმის ცვენა და სიმელოტე
  • კუნთების ტკივილი
  • თირკმლის ფუნქციის ცვლილება, ზოგჯერ კიდურების შეშუპებით და გვერდების ტკივილით
  • სპერმის გამოყოფის შექცევადი შემცირება

თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ
ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ კრონიზონი:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25 с დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენებისას ამოიღეთ ტაბლეტი ბლისტერიდან.
არ გამოიყენოთ კრონიზონი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის
შემდეგ.
გამოყენების წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II. გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
წარმოების ადგილი:

BILIM ILAC SAN. ve TIC. A.S.

GOSB 1900 Sokak No: 1904

41 80 GebZe-KOCAELiI- თურქეთი.