ომეგა-3 სუპერი 500მგ#30კაფს

92142
-28%
არ არის მარაგში
15.00 
10.73 
დანაზოგი: 4.27 ₾ (28%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOleum jecoris,Omega-3(EPA)(DHA),Vit.E * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.00 
10.73 
დანაზოგი: 4.27 ₾ (28%)

ომეგა-3

500 მგ რბილი კაფსულა

ომეგა - 3 მჟავას ეთილის ეთერები BP 500.00 მგ

შემადგენლობა

თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერს (ეიკოსაპენტაენის მჟავას BP და დოკოსაჰექსაენის მჟავას BP კომბინაცია) BP 500 მგ.

ფარმაცევტული ფორმა

 რბილი ჟელატინის კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის.

ომეგა-3 500 წარმოდგენილია ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულის სახით.

არწერა

ომეგა-3, ლიპიდების მარეგულირებელი საშუალება, მოცემულია სითხით შევსებული კაფსულების სახით პერორალური გამოყენებისთვის. ომეგა-3 ყოველი რბილი კაფსულა შეიცავს 500 მგ ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერს BP, თხევადი კონცენტრატი შედგება მინიმუმ 450 მგ ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერებისგან, რომელიც მიიღება თევზის ქონიდან. ესენი უმეტესად წარმოადგენენ ეიკოსაპენტაენის მჟავას (EPA) და დოკოსაჰექსაენის მჟავას (DHA) ეთილის ეთერის  კომბინაციას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ომეგა-3 ტრიგლიცერიდები, მათ შორის სხვა ეთერები და მჟავები.

ათქ კოდი: C10AX06

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ომეგა-3 სერიის პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები, ეიკოსაპენტაენის მჟავა (EPA) და დოკოსაჰექსაენის მჟავა (DHA) არიან ძირითადი ცხიმოვანი მჟავები. ომეგა-3-მჟავას  ეთილის ეთერი აქტიურია პლაზმის ლიპიდებზე ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (VLDL) შემცირების შედეგად,  და სუბსტანცია ასევე აქტიურია ჰემოსტაზზე და სისხლის წნევაზე. ომეგა-3-მჟავას  ეთილის ეთერი ამცირებს ღვიძლში ტრიგლიცერიდების სინთეზს, რადგან ეიკოსაპენტაენის მჟავა და დოკოსაჰექსაენის მჟავა არის ფერმენტების არასაკმარისი სუბსტრატი, რომელიც პასუხისმგებელია ტრიგლიცერიდების სინთეზზე და ინჰიბირდება სხვა ცხიმოვანი მჟავების ესტერიფიკაციით. ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების β-ოქსიდაციის გაზრდა პეროქსიზომაში ასევე ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების შემცირებას, მათი სინთეზისათვის სასარგებლო თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის შემცირებით. ამ სინთეზის ინჰიბირებით მცირდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი. ომეგა-3-მჟავას  ეთილის ეთერი ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ზოგიერთ პაციენტში ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონეს.  მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის მომატება მხოლოდ მცირეა, მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ნანახი იყო ფიბრატების მიღების შემდეგ და არ არის შეთავსებადი. ხანგრძლივი ლიპიდის-კლების ეფექტი (ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ) არ არის ცნობილი. არ არის იმის მტკიცებულება, რომ ტრიგლიცერიდების კლება ამცირებს გულის იშემიური დაავადების რისკს.  ომეგა-3-მჟავას  ეთილის ეთერით მკურნალობის დროს მცირდება თრომბოქსანი A2-ს წარმოქმნა და უმნიშვნელოდ იზრდება სისხლდენის დრო. არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი გავლენა კოაგულაციის სხვა ფაქტორებზე.

მოქმედების მექანიზმი

მოქმედების პოტენციური მექანიზმი მოიცავს acyl-CoA-ს ინჰიბირებას: 1, 2-დიაცილგლიცერინის აცილტრანსფერაზა, ღვიძლში მიტოქონდრიული და პეროქსისომული β-დაჟანგვის ზრდა, ღვიძლში ლიპოგენეზის შემცირება და პლაზმაში ლიპოპროტეინული ლიპაზას მოქმედების გაზრდა. ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერმა შეიძლება შეამციროს ტრიგლიცერიდების სინთეზი ღვიძლში, რადგან ეიკოსაპენტაენის მჟავა (EPA) და დოკოსაჰექსაენის მჟავა (DHA) სუსტი სუბსტრატებია TG სინთეზზე პასუხისმგებელი ფერმენტებისათვის და ეიკოსაპენტაენის მჟავა (EPA) და დოკოსაჰექსაენის მჟავა (DHA) თრგუნავს სხვა ცხიმოვანი მჟავების ესტერიფიკაციას.

ჩვენებები

- ჰიპერქოლესტერინემია

- ჰიპერტონია

- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა

- ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი

- თრომბოფლებიტი

- შაქრიანი დიაბეტი

- ჰიპოთირეოზი

- ჭარბი წონა

- კუნთების დისტროფია და მიოპათია.

- ასთენიური სინდრომის პრევენცია და მკურნალობა.

- დიაბეტური ანგიოპათიები

- გაფანტული სკლეროზი

- ინსულტის პრევენცია და რეაბილიტაციის პერიოდი

- შაკიკი

- უძილობა

- სმენისა და მხედველობის დაქვეითება

- ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა.

- ანემია და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები.

- მუცლის ოპერაციისთვის მომზადება და ოპერაციის შემდგომ პერიოდი.

- ორგანიზმში დაბერების პოცესების შეჩერება.

- იმუნიტეტის სტიმულირება და ადაპტაციური რეაქცია.

 

დოზა და მიღების წესი

რბილი ჟელატინის კაფსულა მიიღება პერორალურად.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში, მოზრდილებში კი 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ჭიქა წყლის მიყოლებით, საკვებთან.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გრამს. სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადი 4 გრამი დოზის მიღების სახით. პაციენტებს ვურჩევთ, რომ ომეგა-3 რბილი კაფსულა გადაყლაპონ მთლიანად. არ უნდა მოხდეს ომეგა-3 რბილი კაფსულის გახსნა ან დაღეჭვა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ ან მასში შემავალი მებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

უარყოფითი რეაქციების სიხშირეები კატეგორიზებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი(> 1/10)' ხშირი (> 1/100 - < 1/10); არახშირი (> 1/1000 - < 1/100); იშვიათი (> 1/10,000 - < 1/1000); ძალიან იშვიათი (1/10,000)

იმუნრი სისტემის დარღვევები:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:

არახშირი: ჰიპერგლიკემია, ნიკრისის ქარი

ნერვული სისტემის დარღვევები:

არახშირი: თავბრუსხვევა, დისგევზია, თავის ტკივილი

სისლძარღვთა დარღვევები:

არახშირი: ჰიპოტენზია

დარღვევები რესპირატორული, თორაკალური და შუასაყარის მხრივ:

არახშირი: ცხვირიდან სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, ბოყინი, გასტროეზოფაგურირეფლუქსდაავადება, გულისრევა ან პირღებინება).

არახშირი: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა

ჰეპატობილიარული დაღღვევები:

იშვიათი: ღვიძლის დარღვევები (ტრანსამინაზას, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას გაზრდის ჩათვლით)

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

არახშირი: გამონაყარი       

იშვიათი: ჭინჭრის ციება

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არ არსებობს ორსულ ქალებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები. არ არის ცნობილი ორსულ ქალებში ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერის მიღებამ  შეიძლება თუ არა რომ გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან გავლენა იქონიოს რეპროდუქციის უნარზე. ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერის მიღება შეიძლება ორსულობის დროს იმ შემთხვევაში თუ პაციენტის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს.

ლაქტაცია

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ომეგა-3 მჟავას  ეთილის ეთერი გამოიყოფა დედის რძეში. არ არის ცნობილი თუ რა გავლენა აქვს მის გამოყოფას მეძუძური დედის ჩვილ ბავშვზე. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც მეძუძური დედა ღებულობს ომეგა-3 მჟავას  ეთილს.

შენახვის პირობები

შეიახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

წამლის ფორმა და შეფუთვა

500 მგ რბილი ჟელატინის კაფსულა

10 კაფსულა თითოეულ ბლისტერზე & 3 ბლისტერი ერთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

DRUG INTERNATIONAL LIMITED.

252, ტონგის სამრეწველო ზონა, ტონგი,

გაზიპური, ბანგლადეში

მსგავსი პროდუქტები