როვინოპროსტი #30ტ

46598
მარაგშია
57.40 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწინამდებარე ჯირკვლის ადენომისა და ჰიპერტროფიის დროს ხმარებული პრეპ. ჯენერიკიPumpkin seed+Serenoa repens+Vit.E,Se,Zn გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
57.40 

როვინოპროსტი

შემადგენლობა:

Pumpkin seed oil (გოგრის თესლის ზეთი)250 მგ

Saw Palmetto (ჯუჯა პალმა)208 მგ

Pollen (მცენარეთა მტვრიანა) 100 მგ

Arginin (არგინინი)80 მგ

Vitamin E (ვიტამინი E)36 მგ

Zinc (თუთია)22.5 მგ

Selen (სელენი)15 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: პროსტატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

როვინოპროსტი კომბინირებული პრეპარატი, ტაბლეტური ფორმით. პრეპარატის მოქმედება გაპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

Pumpkin seed oil – გოგრის თესლის ზეთის მოქმედებას განაპირობებს მის  შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: კაროტინოიდები, ტოკოფეროლები (ალფა-, ბეტა-, გამა-, სიგმა- იზომერები),

ფოსფოლიპიდები, სტერინები, ფოსფატიდები, ფლავანოიდები, ვიტამინი A, ვიტამინი E, ვიტამინი F, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი C, ვიტამინი PP, ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავები (პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის), მინერალური ნაერთები, მიკროელემენტები. ტოკოფეროლებისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობა ახდენს გამოხატულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, თრგუნავს ბიოლოგიურ მემბრანებში ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვით პროცესებს. ესენციური ფოსფოლიპიდები – უჯრედული მემბრანების და მემბრანული ორგანელების სტრუქტურული ელემენტები, არეგულირებენ მემბრანულ გამავლობას და ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებს, ხელს უწყობს მემბრანის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, გააჩნიათ ძლიერი პროსტატოპროტექტორული მოქმედება, აგრეთვე ამცირებს ანთებით პროცესებს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ლიპიდურ ცვლაში, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ცვლის რეგულაციაში, არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმში.

Saw Palmetto – (ჯუჯა პალმა) ტრადიციულად რეკომენდებულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების და იმპოტენციის დროს. დადგენილია რომ ჯუჯა პალმის ზოგიერთი კომპონენტი ეფექტურად ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის ინჰიბირებასთან, დიჰიდროტესტოსტერონი პასუხისმგებელია პროსტატის ზომების მომატებაზე. ამას გარდა ჯუჯა პალმის ექსტრაქტი ახდენს დიჰიდროტესტოსტერონის რეცეპტორების ბლოკირებას. კლინიკური კვლევები ამტკიცებს რომ ჯუჯა პალმის ექსტრაქტი ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას შემთხვევათა 90%-ში. დამტკიცებულია ჯუჯა პალმის გამოყენების ეფექტურობა ესტროგენების რეცეპტორების ბლოკირებისათვის.

Pollen – მცენარეთა მტვრიანა. ყვავილოვან მცენარეთა მამრობითი სქესის ორგანო, რომელიც აუცილებელია მცენარეთა განაყოფიერებისათვის. ფუტკრის მტვერი ითვლება ყველაზე სრულყოფილ ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, შეიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან, სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე კომპონენტს: - ცილა, 18 ამინომჟავა, 16 ვიტამინი, 18 მინერალი, 28 მიკროელემენტი, ფერმენტები და ა.შ. მტვრიანა მატებს ენერგიას, ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გახდომას, აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებების, სიმსივნის, ართრიტების და სტრესისგან. ითვლება რომ ფუტკრის მტვრის გამოყენება პერორალურად ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას.

ვიტამინი E – აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ვიტამინ E-ს გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან ანელებს რა ლიპიდების ჟანგვით პროცესებს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი E აგრეთვე მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების ფორმირებაში. ტოკოფეროლი ხელს უშლის სისხლის შედედების მომატებას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, გონადოტროპინების წარმოქმნაში. E ვიტამინის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს სათესლის ეპითელიუმის ცვლილებებს, მამაკაცის ნაყოფიერების შემირებას.

Zinc – თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში (წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის შემადგენელ ნაწილს).

სავარაუდოდ ამიტომ მისი შემცველობა ყველაზე მაღალია სათესლის და ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზის) ქსოვილებში, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის რეალიზაციასთან.

ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას (თ-ლიმფოციტების სინთეზი).

Selen – გარკვეულ როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში. შედის მრავალი ცილის, ლიპოსაქარიდის და ფერმენტის შემადგენლობაში. აქვს ძლიერად გამოხატული ანტიკანცეროგენული მოქმედება, ამასთან არა მხოლოდ ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს, არამედ აჩერებს კიდეც ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების დაცვას და მოძრაობას, მის ამ თვისებას ხშირად იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში. სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის იოდის შემცველი ჰორმონების სინთეზისათვის. ამიტომ იოდის დეფიციტთან ბრძოლა შეუძლებელია სელენური შიმშილის დროს. ყველაზე მეტად სელენი ცნობილია როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მიკროელემენტი, რადგან ის არა მარტო იცავს უჯრედულ მემბრანებს ჟანგბადის აგრესიული ფორმებით დაზიანებისაგან, არამედ აქტიურად ეხმარება ვიტამინ E-ს მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

Arginin -ახდენს სპერმატოგენეზის პროცესის სტიმულირებას და სასქესო ორგანოების ავსებას სისხლით. სათესლე სითხე შეიცავს არგინინს, ამიტომ მას იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში.

ჩვენებები:

ქრონიკული პროსტატიტი.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ადენომა (I და II სტადია)

სპერმატოგენეზის დაქვეითება. აზოოსპერმია, უნაყოფობა.

მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება.

ზრდის ფიზიკურ ძალას, ამტანობას და აქტივობას.

შარდ- სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია.

ახდენს იმუნური სისტემის ნორმალიზებას.

გამოყენების წესი და დოზირება:

როვინოპროსტი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის მხრივ რეაქციები, ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა,

სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა: როვინოპროსტი #30. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ არა უმეტეს +18-25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია “NOVATOR PHARMA” დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი " GRICAR CHEMICAL" S.R.Lვია სან ჯუზეპპე, 18/20 - Brugherio(MI) – იტალია

საკვები დანამატი