ფეროლიპოლი #30კაფს

92161
მარაგშია
83.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიFerrous pirophosphate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
83.80 

ფეროლიპოლი

ლიპოსომური რკინა - მიკროინკაფსულირებული რკინის პიროფოსფატი მაღალი ბიოშეღწევადობით.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

30 მგ ელემენტარულ რკინას მიკროინკაფსულირებული ფორმით (რკინის პიროფოსფატი-357მგ)

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა-199მგ, კალციუმის ფოსფატები-70მგ, მაგნიუმის მარილები-4მგ, სილიკონის დიოქსიდი-2მგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფეროლიპოლის ინოვაციური ლიპოსომური კაფსულა წარმოადგენს რკინის პიროფოსფატისა და ფოსფოლიპიდებისაგან შექმნილი მიკროკაფსულის ერთობლიობას. რკინის პიროფოსფატი მოთავსებულია მიკროკაფსულის ცენტრალურ ნაწილში. რკინის სხვა მარილებისაგან განსხვავებით, იგი არატოქსიურია-არ აკატალიზებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასა და ლიპიდურ პეროქსიდაციას. წარმოადგენს ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. რკინის პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან და ხელს უწყობს მის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში. სწორედ ამიტომ, ანემიის მკურნალობა რკინის პიროფოსფატის მიღებისას ბევრად სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება.

ფეროლიპოლის ლიპოსომური მიკროკაფსულა ტრანსპორტირდება პირდაპირ ღვიძლში, სადაც ხდება მისი დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.

ფეროლიპოლის ინოვაციური კაფსულა განაპირობებს:

  •  რკინის მაღალ ბიოშეღწევადობას-ათვისება ხდება სრულად, დანაკარგის გარეშე.
  •  რკინის ტრანსპორტირება მიკროკაფსულის საშუალებით იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისგან. აქედან გამომდინარე, ფეროლიპოლი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას რკინის მცირე დოზა.
  •  ლიპოსომური რკინის სწრაფი შეწოვა და ეფექტიანობა განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, უსაფრთხოების მაღალი პროფილით.
  •  არ საჭიროებს C ვიტამინის დამატებით მიღებას ათვისების გასაუმჯობესებლად.
  •  არ ბლოკავს სხვა მინერალებისა და ვიტამინების აბსორბციას.

  •  ლიპოსომურ რკინას არ აქვს კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანთან, შესაბამისად, ფეროლიპოლს არ ახასიათებს სხვა რკინის პრეპარატებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები: გასტრალგია, გულისრევა, პირში მეტალის გემოს შეგრძნება, ექსკრემენტების შეფერილობა, არ იწვევს ყაბზობას. უსაფრთხოა ხანდაზმულ, დიაბეტიან პაციენტებში და ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

ჩვენებები:

  •   რკინადეფიციტური ანემია.
  •   სიდეროპენია.
  •   რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.)
  •   რკინის დეფიციტი გამოწვეული: ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, დონორობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, ბარიატრიული ქირუგიით (მათ შორის კუჭის რეზექციით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით.
  •   სხვადასხვა ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები.
  •   ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია)

გამოყენების ინსტრუქცია, სადღეღამისო დოზა:

მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება.

დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე, არაუმეტეს +25ºС ტემპერატურის პირობებში.

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა, საკვები დანამატი.

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: „Aconitum“, ლიტვა.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები