სელენ 200 #30ტ

58144
მარაგშია
30.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიSelenium გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.00 

სელენ 200

შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სელენი (ნატრიუმის სელენიტი) - 200 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:მიკროელემენტი; ანტიოქსიდანტი

ფარმაკოლოგიური თვისებები
სელენ 200 შეიცავს შეუცვლელ მიკროელემენტს – სელენს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების – სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. 

სელენ 200  წარმოადგენს ანტიოქსიდანტური ფერმენტის - სელენ დამოკიდებული გლუტათიონპეროქსიდაზას კოფაქტორს, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურად (მეტაბოლიზმის შედეგად) და ეგზოგენურად (მაიონეზებელი გამოსხივების შედეგად) წარმოქმნილ, ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს ელასტიური ქსოვილის რეგულაციას და ანელებს დაბერების პროცესებს.

სელენ 200 თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას ჰეპატიტების დროს, ხელს უშლის ნეკროზული პროცესების განვითარებას ღვიძლში და იცავს მას თავისუფალი რადიკალებისა და მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისგან.

სელენი კუნთოვანი ქსოვილის ცილების შემადგენელი კომპონენტია და მონაწილეობს კოფერმენტ Q10 –ის სინთეზში, ამიტომაც სელენ 200 ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, მიოკარდიოდისტროფია) განვითარების რისკს. 

სელენ 200 მონაწილეობს ლეიკოტრიენების, თრომბოქსანის, პროსტაციკლინების, ნუკლეინის მჟავებისა და ცილების ცვლში. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსებისა და სხვა პათოგენური გამომწვევების მიმართ (ასტიმულირებს ანტისხეულების, ლეიკოციტების, T-ქილერების, მაკროფაგების, ინტერფერონის სინთეზს და მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში).

სელენ 200 ავლენს ანტიკანცეროგენულ, ანტიმუტაგენურ, ციტოპროტექტორულ მოქმედებას. თრგუნავს აფლატოქსინს, იცავს უჯრედებს მისი კანცეროგენული მოქმედებისგან და ამცირებს ღვიძლისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. 

სელენი შედის ფერმენტ – იოდთირონინ 5 დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენ 200 არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან.

სელენ 200 ზრდის მამაკაცთა რეპროდუქციულ უნარს (სელენი შედის ჰორმონ – ტესტოსტერონის შემადგენლობაში) და რეკომენდებულია სპერმატოგენეზის დაქვეითებით გამოწვეული უშვილობის დროს.

მნიშვნელოვანია სელენ 200-ის, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტის როლი იშემიური ინსულტისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს (პარკინსონის, ალცჰაიმერის დაავადება).

სელენ 200 იცავს ორგანიზმს მძიმე ლითონების – ტყვიისა და ვერცხლისწყლის მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მათ გამოყოფას ორგანიზმიდან.

სელენ 200 ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. 

ფარმაკოკინეტიკა
სელენ 200 პერორალურად მიღებისას თითქმის სრულად აბსორბირდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან, უკავშირდება ერითროციტებს, რის შემდგომ ფერმენტების საშუალებით ხდება სელენის აღდგენა სელენ-წყალბადად.

სელენ-წყალბადი ორგანიზმში სელენის ძირითადი რეზერვუარია, საიდანაც ხდება სელენის ექსკრეცია და სელენოპროტეინული კომპლექსების წარმოქმნა. აღდგენილი სელენი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, რომელთა საშუალებით მიიტანება ღვიძლში და თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში. ჭარბი სელენ-წყალბადი მეტაბოლიზდება მეთილსელენოლად და დიმეთილსელენიდად, მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია – ტრიმეთილსელენი.
სელენ 200–ის კონცენტრაცია ორგანიზმში ქვეითდება 3 ეტაპად: Т1/2 – 16-28 სთ – პირველი ეტაპი, 7-11 დღე-ღამე – მეორე ეტაპი, 96-144 დღე-ღამე – მესამე ეტაპი.
ექსკრეცია დამოკიდებულია სელენის კონცენტრაციაზე სისხლში და სელენ 200ს მიღებულ დოზაზე. გამოიყოფა საშარდე სისტემით, საოფლე ჯირკვლებით და სასუნთქი სისტემით, მეტაბოლიტის – ტრიმეთილსელენის სახით.

ჩვენებები

ü  სელენის ლაბორატორიულად დადასტურებული უკმარისობა ორგანიზმში. სელენის დეფიციტს იწვევს: საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევა, ხანგრძლივი პარენტერალური კვება, ვეგეტარიანული დიეტა, დიალიზი, მძიმე მეტალების ზემოქმედება, ორსულობა, ლაქტაცია, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვ;

ü  ღვიძლის დაავადებები: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი (კომპლექსური თერაპია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია, ღვიძლის ალკოჰოლური, სხივური და ტოქსიური დაზიანებები;

ü  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, არითმია, მიოკარდიუმის დისტროფია,  ინფარქტის შემდგომ მიოკარდიუმის უჯრედების აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად, ათეროსკლეროზი;

ü  იმუნური სისტემის დარღვევები; დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან;

ü  მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები;

ü  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოთირეოიდიზმი;

ü  კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები: პანკრეატიტი, დიაბეტი;

ü  ონკოლოგიური დაავადებების კომპლექსური თერაპია ქიმიო- და რადიოთერაპიის პარალელურად, ან შემდგომ ანტიოქსიდანტური თერაპია;

ü  სხვადასხვა დესტრუქციული დაავადებების დროს: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეომიელიტი, ბრონქოექტაზია და სხვა;

ü   აუტოიმუნური დაავადებები: ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი და სხვა;

ü  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები: გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი და სხვა;

ü  დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე;

ü  ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი; კუნთოვანი დისტროფია;

ü  დეპრესია, სტრესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;

ü  მხედველობის დაკარგვა (მაკულოდისტროფია), კატარაქტა;

ü  ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი
სელენ 200, მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 600 მკგ-მდე (3 კაფსულა). 
დოზა და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. სელენ 200–ის მიღება გრძელდება ორგანიზმში სელენის ნორმალური მაჩვენებლის აღდგენამდე (110-140 ნგ/მლ სისხლში, 90-120 ნგ/მლ პლაზმაში)
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სელენ 200–ის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა სელენის მიმართ;
სელენით ინტოქსიკაცია;
ორსულობა და ლაქტაცია;
სელენის შემცველი პრეპარატები ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება, თუმცა სელენ 200, გამოშვების ფორმის გამო, მოცემულ შემთხვევებში არ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევაში მსუბუქი ალერგიული რეაქცია. 

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების მწვავე შემთხვევისას დამახასიათებელია ნიორის სუნი ამოსუნთქული ჰაერიდან, დაღლილობა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი. ქრონიკული ჭარბი დოზირების დროს იცვლება თმებისა და ფრჩხილების ზრდა, შეიძლება განვითარდეს პერიფერიული პოლინეიროპათია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, დიურეზული საშუალებებისა და დიდი დოზით ვიტამინ C-ს მიღება. დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სელენის ელიმინაცია დიალიზის საშუალებით

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ასკორბინის მჟავისა და სელენ 200ის ერთდროულად მიღების დროს, ქვეითდება სელენ 200–ის ბიოშეღწევადობა. სელენ 200 ზრდის “E” ვიტამინის შეწოვას.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს. არ ცვლის ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე.

გამოშვების ფორმა
200 მკგ კაფსულები, 30 კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.