ტავეგილი 1მგ #20ტ

516
-32%
მარაგშია
10.34 
7.00 
დანაზოგი: 3.34 ₾ (32%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიClemastinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.34 
7.00 
დანაზოგი: 3.34 ₾ (32%)
ტავეგილი
(Tavegyl)



ქიმიური (რაციონალური) სახელწოდება: 1-მეთილ-2[2-(α-მეთილ-პარა-ქლორბენზჰიდრილ-ოქსი)-ეთილ]-პიროლიდინი (ფუმარატის სახით).

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება (სდს): კლემასტინი, CLEMASTINE

წამლის ფორმა: ტაბლეტი.

შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები: 1 მგ კლემასტინი (1.34 მგ კლემასტინის ჰიდროფუმარატს);
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

აღწერილობა. თეთრი, ბრტყელი, მრგვალი, ჩამოთლილი ნაპირებით აბი, ცალ მხარეს ნაზოლით და გრავირებით “ОТ”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი.

კოდი ATC: R06AA04

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტავეგილი არის H1-რეცეპტორების ანტაგონისტი. ის განეკუთვნება ანტიჰისტამინურ საშუალებებს ბენზჰიდრიდული ეთერების ჯგუფიდან, იგი ამცირებს კაპილარების განვლადობას, ავლენს ანტიალერგიულ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც ხასიათდება სწრაფი დასაწყისითა და მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით.
პრეპარატის ანტიჰისტამინური აქტივობა მაქსიმუმს აღწევს 5-7 საათში, ნარჩუნდება 10-12 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
შინაგანად მიღების შემდეგ ტავეგილი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ.
პლაზმის ცილებთან კლემასტინის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 95%. პლაზმიდან გამოყოფა ორფაზოვანია, ნახევრადგამოყოფის შესაბამისი პერიოდები შეადგენს 3.6+0.9 საათს და 37+16 საათს.კლემასტინი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ექვემდებარება ღვიძლში. მეტაბოლიტები ძირითადად (45-65%) გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით; უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდში ვლინდება მხოლოდ კვალის სახით. ლაქტაციის პერიოდში კლემასტინის მცირე რაოდენობას შეუძლია შეაღწიოს დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები
• ციებ-ცხელება და სხვა ალერგიული რინოპათიები;
• სხვადასხვა წარმოშობის ჭინჭრის ციება;
• ქავილი, დერმატოზები;
• მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი და წამლისმიერი გამონაყარი (როგორც დამატებითი საშუალება);
• მწერების ნაკბენები.

უკუჩვენებები

• მაღალი მგრძნობელობა ტავეგილის მიმართ.
• მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება.
• ტავეგილის, ისევე, როგორც ქოლინოლიზური თვისებების მქონე სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებისას, მათ შორის ბრონქული ასთმისას.
• ტავეგილის დანიშვნა არ შეიძლება დედებში ძუძუთი კვების პერიოდში.
• ტავეგილის (ტაბლეტები) დანიშვნა არ შეიძლება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში (1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება ტავეგილის სიროფისა და საინექციო ხსნარის გამოყენება).
• განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტავეგილის გამოყენებისას პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით, სტენოზირებადი კუჭის წყლულით, პილოროდუოდენალური ობსტრუქციით, შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციით, ასევე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით, რომელსაც თან ახლავს შარდის შეკავება. ტავეგილს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს თვალშიდა მაღალი წნევით, ჰიპერთირეოზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიით.

ორსულობის პერიოდში გამოყენება.
ორსულობის პერიოდში ტავეგილის იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ თითო ტაბლეტს (1 მგ) დილას და საღამოს. მკურნალობას რთულად დაქვემდებარებულ შემთხვევებში, დღე-ღამის დოზამ შეიძლება შეადგინოს 6 ტაბლეტი (6 მგ). ტაბლეტი ჭამამდე უნდა იქნეს მიღებული ცოტაოდენი წყლის დაყოლებით.
6-12 წლის ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 0.5-1 ტაბლეტს ვახშმობის წინ და ღამით.

გვერდითი მოქმედება
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია – ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, სედატიური ეფექტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, შენელებული მოძრაობა, მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა. იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, აღინიშნება მასტიმულირებელი მოქმედება ცნს-ზე, რომელიც გამოიხატება აგზნებადობით, ძლიერი გაღიზიანებადობით, ნევროზულობით, უძილობით, ისტერიით, ეიფორიით, კრუნჩხვებით, პარესთეზიით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია – კუჭის დისკომფორტი; იშვიათად – პირის სიმშრალე, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, ყაბზობა. აღწერილია უმადობის, გულისრევისა და დიარეის ცალკეული შემთხვევები.
საშარდე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად –ხშირი შარდვა ან შარდის გაძნელებული გამოყოფა.
სასუნთქი ორგანოების მხრივ: იშვიათად – ბრონქული სეკრეტის შედედება და ნახველის გაძნელებული ევაკუაცია, შეკუმშვის შეგრძნება გულმკერდში და სუნთქვის გართულება, ცხვირის შეგუბება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიული წნევის დაქვეითება (ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში), გულის ფრიალი, ექსტრასისტოლია.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური შოკი.

ჭარბი დოზა
სიმპტომები. ანტიჰისტამინური საშუალებების ჭარბმა დოზამ შესაძლოა ცნს-ზე მოახდინოს როგორც დამთრგუნველი, ასევე მასტიმულირებელი მოქმედება. ცნს-ის სტიმულაცია ხშირად ვლინდება ბავშვებში. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ანტიქოლინერგული მოქმედებები: პირის სიმშრალე, თვალის გუგების ფიქსირებული გაფართოვება, ჰიპერემია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულისრევა).

მკურნალობა
. თუ პაციენტს გულისრევა სპონტანურად არ დაეწყო, ის გამოწვეული უნდა იქნეს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის აზროვნება შენარჩუნებულია). თუ პრეპარატის მიღების მომენტიდან გავიდა 3 საათი ან ცოტათი მეტი დრო, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარისა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით. ასევე ნაჩვენებია სიმპტომატური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტავეგილი ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, აძლიერებს ცნს-ის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების (საძილე, სედატიური, ანქსიოლიზური), მ-ქოლინობლოკატორების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას. იგი შეუთავსებადია მაო-ს ინჰიბიტორებთან.

განსკუთრებული მითითებები
ავადმყოფებისათვის, რომლებიც იღებენ ტავეგილს, რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებათა მართვისაგან, მექანიზმებთან მუშაობისაგან, ასევე საქმიანობის სხვა სახეობებისაგან, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში, ორი ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები
ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე.

ფამარ იტალია სპა, იტალია, ნოვარტის კონსუმერ ჰელსის-ს თვის, კასე პოსტალე 269. H1260 ნიონი შვეიცარია
Famar Italia SpA, Italy, for Novartis Consumer Health SA, Case postale 269. CH1260 Nion. Switzerland
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები