ტეტრაციკლინი მალ 1% 3გ თვ(არპ)

48721
მარაგშია
1.34 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი მოქმედების ანტიმიკრობული პრეპარატები ჯენერიკიTetracyclinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
1.34 

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1%

Tetracycline

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ტეტრაციკლინი (Tetracycline)

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

მოყვითალო წაბლისფერი მალამო

შემადგენლობა

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს - 1 გ-ს;

დამხმარე ნივთიერებებს: ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი

ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბაქტერიოსტატური ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინების ჯგუფიდან. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომის შორის, რაც იწვევს ცილების სინთეზის დათრგუნვას. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureusპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumoniae), Listeia spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Bordetella pertussis, უმეტესი ენტერობაქტერიების მიმართ (EEscherichia coli, Enterobacter spp., Enterobacter aerogenes, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pestis, Bartonella bacilliformis, Vibrio cholerae, Vibrio fetus, Rickettsia spp., Borrelia burgdorferi, Brucella spp.- ჩათვლით (სტრეპტომიცინთან კომბინაციაში); პენიცილინების დანიშვნისადმი უკუჩვენებებისას - Clostridium spp., Neisseria gonorrhoeae, Actinomyces spp.;  აგრეთვე აქტიურია ვენეროლოგიური და საზარდულის ლიმფოგრანულემის გამომწვევების მიმართ, Treponema sppტეტრაციკლინისადმი მდგრადია მიკროორგანიზმები: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., სოკოების და Bacteroides spp. შტამების უმრავლესობა, ვირუსები, ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (44% Streptococcus pyogenes  შტამების და 74% Streptococcus faecalis შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა

სისტემური აბსორბცია დაბალია ადგილობრივი გამოყენებისას.

გამოყენების ჩვენება

თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.

გვერდითი რეაქციები

კანის ალერგიული რეაქციები: იშვიათად

ფოტოსენსიბილიზაცია: ტეტრაციკლინმა თვალის მალამო 1% და ამ რიგის სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრება, დიარეა. სავსებით შესაძლებლია პირის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებები როგორიცაა ანთებითი პროცესი ენის არეში, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი).

- სოკოვანი დაავადებები

- წითელი მგლურა

- ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.

- ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს

- ლეიკოპენია

- 8 წლამდე საბავშვო ასაკი.

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შესაძლებელია გამოყენება ორსულების და მეძუძური დედების მიერ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

სამკურნალო ურთიერთქმედება

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.

გამოშვენის ფორმა და შეფუთვა

3 გ ალუმინის ტუბში ხუფით სამედიცინო მალამოებისათვის. ტუბს მალამოთი და პრეპარატის გამოყენების ჩანართ-ფურცელთან ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს “არპიმედი”

სასომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ. აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, სახლი 19

ტელ.: 374 (222) 21703, 21740

ფაქსი: 374 (222) 21924