ენტეროლი 250მგ #10კაფს

7519
მარაგშია
12.62 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები ჯენერიკიSaccharomyces boulardi გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.62 

ენტეროლი 250 კაფსულები

შემადგენლობა

ენტეროლი 250 კაფსულის შემცველობა:

აქტიური ნივთიერება: საფუარა Saccharomyces boutardii CNCM I 745 (ლიოფილიზებული უჯრედები) 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, (E171).

ფარმაკოლოგიური  ჯგუფი:ანტიდიარეული მიკროორგანზიმები.

ათქ კოდი:  A07FA02

გამოყენება

Saccharomyces boutardii CNCM I 745   პრობიოტიკია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმია.

ნაწლავური ფლორა შედგება მილიარდობით მიკროორგანიზმისგან. მისი ბალანსი საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (სმტ) ზოგიერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შენარჩუნებისთვის, როგორიცაა საჭმლის გადამუშავება, ინფექციური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლა, იმუნური დაცვის სტიმულაცია და გაძლიერება.

თუმცა ეს წონასწორობა სუსტია და შეიძლება დაირღვეს მრავალი ფაქტორით, როგორიცაა ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები, ზოგიერთი პრეპარატით, მაგალითად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა; კვებითი ჩვევების ცვლილება, რომელმაც შეიძლება გამოწვიოს საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემები, როგორიცაა დიარეა.

ენტეროლი 250 კაფსულები ნაწლავური ფლორის ე. წ. “ჩამნაცვლებელი ფლორა” პრეპარატია, რომელიც იძლევა ნაწლავური ფლორის გარდამავალი დისბალანსის კომპენსირების საშუალებას.

ჩვენება

  • მწვავე დიარეული ინფექცია ბავშვებში და ზრდასრულ პაციენტებში;
  • მწვავე და ქრონიკული ენტერიტები და ენტეროკოლიტები;
  • ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია;ვანკომიცინი/მეტრონიდაზოლი მკურნალობის დანამატის სახით Clostridium difficile დაავადებების რეციდივების პროფილაქტიკა;
  • ნაწლავური დისბაქტერიოზი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ზონდით ხანგრძლივ კვებასთან დაკავშირებული დიარეა.

უკუჩვენება

ენტეროლი 250, კაფსულების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია Saccharomyces boutardii CNCM I 745   ან პრეპარტის სხვა რომელიმე ინგერდიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
  • ცენტრალური ვენური კათეტერიზაციისას (იხილეთ სიფრთხილის ზომები);
  • დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ან ჰოსპიტალიზებული პაციენტები (სერიოზული დაავადებით ან შეცვლილი/დასუსტებული იმუნური სისტემით).

სიფრთხილის ზომები

  • კოლონიზაციის თავის არიდების მიზნით, კაფსულების გახსნა რეკომენდებული არ არის იმ პაციენტების გარემოცვაში,  რომლებსაც უდგათ ცენტრალური ვენური კათეტერი,  განსაკუთრებით ხელის ვენური კათეტერის შემთხვევაში. ცენტრალურ ვენურ კათეტერიზებულ პაციენტებში, იმათშიც კი, რომლებიც არ იყვნენ ნამკურნალები Saccharomyces boutardii CNCM I 745-ით, აღინიშნა ფუნგემიის ძალიან იშვიათი შემთხვევები (საფუარის შეჭრა სისხლში); აღნიშნული გართულება ყველაზე ხშირად იწვევდა ცხელებას  და Saccharomyces-ზე დადებით სისხლის კულტურას.  ყველა ამ შემთხვევაში გამოსავალი იყო გამოყენება დამაკმაყოფილებელი ანტიფუნგური მკურნალობის შემდეგ და თუ საჭირო იყო კათეტერის მოხსნის შემდეგ.
  • დამატების სახით მკურნალობისას საჭიროა შემდეგი დიეტური წესების დაცვა:
  • დიარეით განპირობებული სითხის დანაკარგის შესავსებად, უხვი, მარილიანი ან დამტკბარი წყლით რეჰიდრატაცია (წყლის საშუალო დღიური რაციონი ზრდასრულებში   2 ლიტრია);
  • ონკრეტული პროდუქტები, კერძოდ ხილი, მწვანე ბოსტნეული, ცხარე საკვები, ასევე გაყინული საკვები და სასმელი უნდა გამოირიცხოს.
  • ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
  • მკურნალობიდან 2 დღის განმავლობაში გაუმჯობესების არ არსებობისას;
  • ცხელების, ღებინების შემთხვევაში;
  • განავალში სისხლის ან ლორწოს არსებობისას;
  • ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შემთხვევაში: ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციის დასწყისზე, რაც ნიშნავს დიარეის შედეგად სითხის მნიშვნელოვან დაკარგვას. ექიმი გადაწყვეტს, რეჰიდრატციის საჭიროებას ორალური ან იტრავენური გზით. 

სხვა მედიკამენტები და ენტეროლი 250, კაფსულები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, იღებთ ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.

არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი სხვა ორალურ ანტიფუნგურ პრეპარატებთან ერთად (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები).

ენტეროლი 250 კაფსულები საკვებთან და სასმელთან ერთად

მოცემული პრეპარატი შეიცავს ცოცხალ უჯრედებს. ამიტომ მისი შერევა არ შეიძლება ცხელ (50°C-ზე მაღალი ტემპერატურის) ან ყინულიან ან ალკოჰოლურ სასმელთან და საკვებთან, ვინაიდან ამ პირობებში შესაძლებელია საფუარას განადგურება.

ორსულობადალაქტაცია

საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს.

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმვათ ბავშვის გაჩენას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ენტეროლი 250 კაფსულებიშეიცავსლაქტოზისმონოჰიდრატს

მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია თანდაყოლილი გალაქტოზემიის, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის ან ლაქტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე დაეკონტაქტეთ თქვენს ექიმს.

ენტეროლი 250, კაფსულების მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი, რომელიც უფრო მეტად ადაპტირებულია პატარა ბავშვებისთვის.

მკურნალობის რეკომენდებული პერიოდი:

  • მწვავე დიარეის მკურნალობა: 3-5 დღე;
  • დისბაქტერიოზის, ქრონიკული დიარეის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა: 10-14 დღე;
  • ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეის და ფსევდომემბრანული კოლიტის პრევენცია და მკურნალობა:

ენტეროლი 250 კაფსულები მიიღება ანტიბიოტიკებთან ერთად დღეში 2 კაფსულა, ანტიბიოტიკების პირველი მიღებიდან მოყოლებული.

პრეპარატა ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია თანმხლებ ინფორმაციაში ან როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ.

მიღების წესი და გზა

ორალური

კაფსულების მიღება ხდება ჭიქა წყალთან ერთად.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში კაფსულის მიღება რეკომენდებული არ არის ფარმაცევტული ფორმის გამო.

დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭირო არ არის რაიმე სახის ღონისძიებების გატარება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა ინდივიდში.

იშვიათად (აღინიშნება 1000-დან ერთ ადამიანში): შებერილობის რამდენიმე შემთხვევა.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10000-დან ერთ ადამიანში): სისხლში საფუარების შეჭრა (ფუნგემია).

არის შეტყობინებების ზოგიერთი შემთხვევები ალერგიის, ქავილის, ურტიკარიის, კანის გამონაყარის და ანგიოდემის სახით. აღნიშნა ანაფილაქსიური რეაქციების და შოკის ცალკეული შემთხვევებიც.

უცნობია სიხშირით: ყაბზობა და სისხლის სერიოზული ინფექციები (სეფსისი), მძიმე ან იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში

თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი.

შენახვის წესი

ეს წამალი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ მუყაოს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

არ გადააგდოთ არანაირი წამალი გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოიშოროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასცვისკენ.

გარეგნული სახე და შეფუთვა

გაუმჭვირვალე თეთრი კაფსულები, რომლებიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს, საფუარის დამახასიათებელი სუნით. 10 თეთრი კაფსულის შემცველი შუშის ფლაკონში, პოლიეთილენის სახურავით, მოთავსებულია ყუთში.

გაცემის ფორმა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

BIOCODEX

1 avenue Blaise Pascal,

60000 Beauvais

FRANCE

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

BIOCODEX

7 avenue Gallieni

94250 GENTILLY

FRANCE