გინემაქსი #7ვაგ.სუპოზ

92744
მარაგშია
34.79 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ჯენერიკიMetronidazolum+Clotrimazolum+Neomycinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
34.79 

გინემაქსი

წამლის ფორმა

ვაგინალური სუპოზიტორია.

შემადგენლობა (1 სუპოზიტორია):

აქტიური ნივთიერებები:მეტრონიდაზოლი 500მგ,  ნეომიცინის სულფატი 200მგ, კლოტრიმაზოლი 150მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატ-80, ადიპინის მჟავა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, თხევადი პარაფინი, მყარი ცხიმი.

ათქ კოდი:G01AX

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გინეკოლოგიური გამოყენების ანტიინფექციური და ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიინფექციური და ანტისეპტიკური სხვა საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გინემაქსის სუპოზიტორია წარმოადგენს მეტრონიდაზოლის, ნეომიცინის სულფატისა და კლოტრიმაზოლის კომბინირებულ პრეპარატს. მეტრონიდაზოლი და კლოტრიმაზოლი წარმოადგენს ანტიმიკრობულ ჯგუფს, რომლებსაც ეწოდება იმიდაზოლის წარმოებულები, ნეომიცინიმი მიეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს.

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ამ სამი მოქმედი ნივთიერების კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს საშოში ბაქტერიების, სოკოების და ტრიქომონადების ზრდის ეფექტურ დათრგუნვას.  

გამოყენების ჩვენებები

გინემაქსის სუპოზიტორია ნაჩვენებია ვაგინალური ინფექციის (ვაგინიტი) მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, საშოდან პათოლოგიური გამონადენი, აგრეთვე საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზები:

მწვავე ვაგინიტის დროს ინიშნება 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში ორჯერ (დილით და საღამოს), 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 1 სუპოზიტორია, საღამოს, 6-8 დღის განმავლობაში.

განმეორებითი ვაგინალური ინფექციებისას ინიშნება 1 სუპოზიტორია საღამოს საათებში, 8-10 დღის განმავლობაში.

გინეკოლოგიურ ოპერაციამდე და/ან ინვაზიურ პროცედურებამდე და მათ შემდეგ: 1 სუპოზიტორია ღამის საათებში.

გინემაქსის სუპოზიტორია გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად.  სუპოზიტორიის ვაგინაში შეყვანა ხდება ღრმად, სუფთა ხელებით, დაწოლილ მდგომარეობაში, ოდნავ მოხრილი ფეხებით. ადგომა არ არის მიზანშეწონილი სუპოზიტორიის შეყვანიდან 20-30 წთ-ის განმავლობაში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა -  საშოს ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება და წვის შეგრძნება, კანზე გამონაყარი ან  სიფერმკრთალე. ასევე შესაძლებელია პირის სიმშრალე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, გემოს დაქვეითება, მეტალის გემო პირში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ყაბზობა. ასევე შესაძლოა კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი ან სისუსტე კიდურებში; გუნება-განწყობილების დაქვეითება, უმადობა, ლეიკოპენია. ძალიან იშვიათად შესაძლებელია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, არეული აზროვნება, მეტყველების დაბინდვა.

გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არაა მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ექიმის მიერ ინიშნება შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

პრეპარატის გამოყენების დაწყება და შეწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან!

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გინემაქსის სუპოზიტორიის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხოლო მეორე და მესამე  ტრიმესტრში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, დედისა და ნაყოფის რისკი/სარგებელის ინტენსიური შეფასების შემდეგ.

გინემაქსის სუპოზიტორია  ლაქტაციის პერიოდში არ  გამოიყენება.

გამოყენება ბავშვთა ასაკში

არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

განსაკუთრებული მითითებები

არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება გინემაქსის სუპოზიტორიით მკურნალობისას ან მკურნალობის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

გინემაქსით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა ან მხედველობის დროებითი დარღვევები (როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან გაორება). მოცემული სიმპტომების გამოვლენისას არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გინემაქსის სუპოზიტორიით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მიაწოდით მკურნალ ექიმს ინფორმაცია  სხვა წამლების გამოყენების თაობაზე. კერძოდ, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითდ, ვარფარინი), დისულფირამი ალკოჰოლიზმის მკურნალობისთვის; ლითიუმის პრეპარატები ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ; ფენობარბიტალი ეპილეფსიის სამკურნალოდ; ციმეტიდინი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა

N7 სუპოზიტორია პვქ ბლისტერზე. 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში   გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ,  ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.  არ შეიძლება გაყინვა!

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

შპს ოფიცინა (საქართველო).

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

შპს ვეგაფარმ - ჯორჯია.