მირომე D3 #20კაფს

93765
-29%
არ არის მარაგში
31.49 
22.36 
დანაზოგი: 9.13 ₾ (29%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3(EPA)(DHA)+Oleum jecoris გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.49 
22.36 
დანაზოგი: 9.13 ₾ (29%)

მირომე D3
MirOme D3
საკვები დანამატი

შემადგენელი კომპონენტები 1 ტაბლეტი შეიცავს % RDA*
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) ეკვ. 2000 IU 100
თევზის ქონი 1000 მგ (EPA 18% / DHA 12%) 100


* RDA - რეკომენდებული დღიური დოზა
მოქმედების მექანიზმი: მირომე D3-ის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)) და ვიტამინი D3-ის კომბინაციით.
მირომე D3-ს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი,ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული,ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს,აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას.ომეგა 3-ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში.
ვიტამინი D3 მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები: ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმი აძლიერებს მირომე D3-ის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული მირომე D3-ის ფიბრატებთან (კლოფიბრატი,ციპროფიბრატი,ფენოფიბრატი,ეტოფიბრატი,ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება: ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები: მირომე D3-ის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
შეფუთვა: რბილი ჟელატინის კაფსულა N 20.
შენახვის პირობები: ინახება 15-25 °C ოთახის ტემპერატურაზე, არ მოათავსოთ მზის პირდაპირ შუქზე,შეინახეთ საკვები დანამატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: NatLabo UG (haftungsbeschränkt) ლანგე ენდენი 29, 13437
ბერლინი,გერმანია.
ვარგისიანობა: 08.2023

ერთად ყიდულობენ