ეპიდუო გელი 30გ

69074
მარაგშია
83.35 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და სხვა მოქმ. მქონე პრეპ. ჯენერიკიAdapalen+Benzoyl peroxide გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
83.35 

ეპიდუო

 ეპიდუო წარმოადგენს

შემადგენლობა: ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი

მოქმედი ნივთიერება: ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი.

1გრ გელი შეიცავს 1 მგ (0.1%) ადაპალენს და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დოკუზატი, დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, პოლოქსამერი, პროპილენგლიკოლი (E1520), სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი) და გასუფთავებული წყალი.

ამონიუმის მეტაკრილატის კოპოლიმერი ტიპი A (EUDRQGIT RL 100), ტრიაცეტინი, ბუთილის აცეტატი, ეთილის აცეტატი, აბსოლუტური სპირტი.

გამოშვების ფორმა:  მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი,  30გრ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

აკნეს სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს,

  • ადაპალენი მიეკუთვნება რეტინოიდების ჯგუფს. იგი პათოგენურად მოქმედებს  acne vulgaris-ზე. გააჩნია ძლიერი  მოდულატორული მოქმედება უჯრედთა დიფერნციაციის და კერატინიზაციის პროცესებზე. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი გამოყენებისას ადაპალენი იწვევს ფოლიკულების ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზაციას და ამ გზით ამცირებს მიკროკომედონების წარმოშობას.
  • ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, არბილებს და ქერცლავს კანის გარე ფენას.

ჩვენებები:

  • აკნეს ადგილობრივი მკურნალობა

გამოყენების მეთოდი: ეპიდუოს გელის თხელი ფენა დაიტანება დღეში ერთხელ, საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე. უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას  თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა  განისაზღვრება  ექიმის მიერ კლინიკური მაჩვენებლის მიხედვით.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: შესაძლებელია გამოყენების დასაწყისში აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება და ჰიპერემია. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოიყენოთ პრეპარატი უფრო იშვიათად ( მაგ ყოველ მეორე დღეს) ან დროებით შეაჩეროთ გამოყენება.

არ გამოიყენება ჭრილობებზე ან ეგზემატოზურ კანზე.

ეპიდუოს გელის ლორწოვან გარსებზე ან თვალზე მოხვედრისას სასწრაფოდ უნდა  ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

გამოყენების შემდეგ უნდა მოვერიდოთ მზის  სხივების პირდაპირ მოქმედებას.

ეპიდუოს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი 9 წლამდე ბავშვებში.

ეპიდუო არ უნდა შევიდეს კონტაქტში რაიმე ფერად მასალასთან, თმისა და შეღებილი ქსოვილის ჩათვლით, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მათ გაუფერულება.

გვერდითი მოვლენები: ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანის სიმშრალე, კანის ადგილობრივი გაღიზიანება , წვის შეგრძნება, სიწითლე, აქერცვლა.

არახშირი (100 დან 1 პაციენტში)   კანის ქავილი, მზით დამწვრობა. 

უცნობი სიხშირის: სახის შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება, გამონაყარი ან ქავილი, ანაფილაქსიური რეაქცია. 

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა 

გარეგანი გამოყენების  გელი,  მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოში,  30გრ.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

შენახვის ვადა 
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

გაცემის პირობები
ურეცეპტოდ

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES GALDERMA S.A (საფრანგეთი)