რადირექსი მაქსი 15მგ#10კაფს

95007
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაფაღარათო (ყაბზობის საწ)საშუალებები ჯენერიკიRea radix pulveratum * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

რადირექსი მაქსი

15 მგ ჰიდროქსიანტრაცენის წარმოებულები

გადაანგარიშებით როგორც რეინა თითო კაფსულაზე

მყარი კაფსულა

რევანდის ფესვების მშრალი სტანდარტიზებული ექსტრაქტი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია პაციენტის ფურცელ–ჩანართში ან როგორც არის მითითებული ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.

-          გთხოვთ, შეინახოთ ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეძლოთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-          თუ რჩევა ან დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, დაუკავშირდით ფარმაცევტს.

-          თუ რაიმე გვერდითი ეფექტები გამოგივლინდათ, მათ შორის, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

-          თუ გაუმჯობესება არ მოხდა ან თავს ცუდად გრძნობთ, დაუკავშირდით ექიმს.

ფურცელ–ჩანართის შინაარსი

1. რა არის რადირექსი მაქსი და რისთვის გამოიყენება იგი

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რადირექსი მაქსის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რადირექსი მაქსი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება რადირექსი მაქსი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის რადირექსი მაქსი და რისთვის გამოიყენება იგი

რადირექსი მაქსი არის მცენარეული სამკურნალო პროდუქტი ხანმოკლე გამოყენებისთვის სპორადიული ყაბზობის დროს.

მედიკამენტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას.

თუ გაუმჯობესება არ ყოფილა ან თავს ცუდად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

  1. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რადირექსი მაქსის გამოყენებამდე

როდის არ გამოიყენოთ რადირექსი მაქსი

-თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

-          თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ობსტრუქცია, სტენოზი ან ატონია, აპენდიციტი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (მაგ. კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), გაურკვეველი მიზეზის მუცლის ტკივილი, ძლიერი გაუწყლოება ელექტროლიტებისა და წყლის ჭარბი დაკარგვით.

-          12 წლამდე ასაკის ბავშვები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტები, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, ანტიარითმიულ პრეპარატებს, Q-T ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებს, შარდმდენებს, კორტიკოსტეროიდებს, ძირტკბილას ფესვს, უნდა გაესუბრონ ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული, ისევე, როგორც სხვა საფაღარათო საშუალებები, რადირექსი მაქსი არ უნდა მიიღონ ფეკალიტის მქონე და მწვავე პაციენტებმა ან აუხსნელი მიზეზის კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ჩივილების, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, არსებობისას, რადგან ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს ნაწლავის შესაძლო ან არსებული ობსტრუქციის ნიშანი.

თუ პაციენტი იძულებულია ყოველდღე გამოიყენოს საფაღარათო საშუალებები, საჭიროა  შეკრულობის მიზეზის გამოკვლევა. თავიდან უნდა იქნას აცილებული საფაღარათო პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება.

ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის დისფუნქცია და საფაღარათო პრეპარატებისადმი დამოკიდებულება. რევანდის ექსტრაქტის შემცველი მედიკამენტები უნდა იქნას მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტის მიღწევა შეუძლებელია დიეტის შეცვლით ან ადსორბენტების გამოყენებით.

თუ რადირექსი მაქსი მიიღება განავლის შეუკავებლობის მქონე პაციენტებში, ამოსაფენი უფრო ხშირად უნდა გამოიცვალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული განავალთან კანის ხანგრძლივი კონტაქტი.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი შესაძლო ელექტროლიტური დარღვევების თაობაზე.

ბავშვები და ახალგაზრდები

არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რადირექსი მაქსი და სხვა მედიკამენტები

სისხლის შრატში კალიუმის იონების ნორმაზე დაბალი კონცენტრაცია (ჰიპოკალემია), რომელიც გამოწვეულია საფაღარათო საშუალების  ხანგრძლივად  ბოროტად გამოყენებით, აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას და შეიძლება იწვევდეს ურთიერთქმედებას ანტიარითმულ საშუალებებთან, სინუსური რითმის ცვლილების გამომწვევ პრეპარატებთან (მაგ. ქინიდინი), Q-T ინტერვალის გამახანგრძლივებელ საშუალებებთან. ჰიპოკალემიის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან (მაგ. შარდმდენები, კორტიკოსტეროიდები, ძირტკბილას ფესვი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ელექტროლიტური დარღვევები.

რადირექსი მაქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიიღეთ პრეპარატი წყალთან ერთად ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

რადირექსი მაქსი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.

რადირექსი მაქსი შეიცავს ლაქტოზას.

თუ აღმოჩნდა, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

3. როგორ გამოიყენება რადირექსი მაქსი

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ჰიდროქსიანტრაცენის გლიკოზიდების 30 მგ–ს . ეს შეესაბამება რადირექსი მაქსის ორ კაფსულას.

სწორი ერთჯერადი დოზა არის უმცირესი დოზა, რომელიც საჭიროა ნაწლავის რბილი განავლით დაცლის გაადვილების ინდუცირებისთვის.

მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები:

რადირექსი მაქსის 2 კაფსულა დღეში, საღამოს.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი ეფექტი, შეუძლიათ შეამცირონ დოზა და გამოიყენონ ერთი კაფსულა დღეში, საღამოს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: არ გამოიყენოთ.

საფაღარათო მოქმედება ვითარდება 8 - 12 საათის შემდეგ.

როგორც წესი, კვირაში ორ-სამჯერ მიღება საკმარისია.

პრეპარატის მიღებისას ორ კვირაზე ხანგრძლივად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს სიმპტომები შენარჩუნებულია, უნდა მიმართოთ ექიმს.

რადირექსი მაქსის რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენება

მედიკამენტის გადაჭარბებული დოზის ან გადაჭარბებული გამოყენების ძირითადი სიმპტომებია მუცლის კოლიკა და მძიმე დიარეა სითხისა და ელექტროლიტების  თანმხლები დაკარგვით, რაც საჭიროებს აღდგენას. კერძოდ, დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის იონების დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები გულის მხრივ, კუნთებში ძალის შესუსტება, განსაკუთრებით საგულე  გლიკოზიდების, შარდმდენების, კორტიკოსტეროიდების ან ძირტკბილას ფესვის ერთდროულად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ანტრანოიდების შემცველი წამლების ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ჰეპატიტი.

რადირექსი მაქსის მიღების გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

რადირექსი მაქსის გამოყენების შეჩერება

თუ ამ მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვები გაქვთ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, რადირექსი მაქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველასთან.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები წარმოდგენილი იყო MedDRA-ს ორგანოებისა და სისტემების კლასიფიკაციის თანახმად და გავრცელების მიხედვით: სიხშირე უცნობია (არ შეიძლება დადგინდეს არსებული მონაცემებიდან). რადირექსი მაქსის  გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს:

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - სიხშირე უცნობია.

კუჭისა და ნაწლავების დარღვევები

მუცლის ტკივილი, ნაწლავების კოლიკა, წყლიანი განავალი (განსაკუთრებით ჰიპერმგრძნობიარე მსხვილი ნაწლავის მქონე პაციენტებში) - სიხშირე უცნობია.

მედიკამენტის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ- ელექტროლიტური  ბალანსის დარღვევა, პროტეინურია და ჰემატურია.

მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ლორწოვანი გარსის პიგმენტაცია (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც ჩვეულებრივ ქრება მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ყვითელი ან მოწითალო-ყავისფერი (დამოკიდებულია pH–ზე) შარდის შეფერილობა აქტიური ნივთიერების მეტაბოლიტების არსებობის გამო, რაც არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. თუ გამოვლინდა სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების  ჩათვლით, რომლებიც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება პირდაპირ ეცნობოს სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს (Al. Jerozolimskie 181 C, 02-222 ვარშავა, ტელ. +48 22 492-13-01, ფაქსი +48 22 492-13-09) ელ.ფოსტა: [email protected] ასევე შეიძლება გვერდითი მოვლენების შესახებ აცნობოთ რეგისტრაციის უფლების მქონეს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეძლებთ მეტი ინფორმაციის მიღებას თქვენი მედიკამენტის  უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება რადირექსი მაქსი

წამალი შეინახეთ 25° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ წამალი ბავშვებისათვის  უხილავ  და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ: EXP.

ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება გამდინარე წყლებთან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიცილოთ გამოუყენებელი წამლები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 რას შეიცავს რადირექსი მაქსი

1 მყარი კაფსულა შეიცავს 196.9 მგ - 371.2 მგ Rheum palmatum L. და/ან Rheum officinale Baillon ფესვის (რევანდის ფესვის) მშრალ ექსტრატს, რომელიც შეესაბამება 15 მგ ჰიდროქსიანტრაცენის წარმოებულებს, რეინაზე გადაანგარიშებით.

ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% მ/შ

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:  ლაქტოზას მონოჰიდრატი 3.8 მგ - 178,1 მგ.

სხვა ინგრედიენტებია: უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის კარბონატი, A ტიპის კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მყარი ჟელატინის კაფსულა წარწერით  (კაფსულა: რკინის ოქსიდი შავი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდის ყვითელი, ჟელატინი; მელანი: შელაკი, პროპილენგლიკოლი, ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი, კალიუმის ჰიდროქსიდი,  რკინის ოქსიდი შავი).

როგორია რადირექსი მაქსი გარეგნულად  და რას შეიცავს შეფუთვა

რადირექსი მაქსი არის ცილინდრული ფორმის მყარი კაფსულები, ზეთისხილის ფერის, წარწერით RADIREX MAX.

შეფუთვა შეიცავს 1 ან 2 ბლისტერს, თითოეულში  10 კაფსულით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის უფლების მქონე და მწარმოებელი

Wrocławskie Zakłady Zielarskie “Herbapol” SA

ul. Św. Mikołaja  65/68

50-951 ვროცლავი

ტელ .: +48 71 33-57-225

ფაქსი: +48 71 372-47-40

ელ.ფოსტა: [email protected]

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რეგისტრაციის უფლების მქონეს: ტელ. 71 321-86-04  შიდა 123

ფურცელ–ჩანართის ბოლო  განახლების  თარიღია: 25.07.2017