ადვენზა #30კაფს

95597
-29%
მარაგშია
61.60 
44.04 
დანაზოგი: 17.56 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფერმენტული პრეპარატები ჯენერიკიBromelain,Papain,Serratiopeptidase გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
61.60 
44.04 
დანაზოგი: 17.56 ₾ (29%)

ა დ ვ ე ნ ზ ა

ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო

იმუნომოდულატორი ფიბრინოლიზური და თრომბოლიზური აქტივობით

 

შემადგენლობა:

ბრომელაინი 45მგ

პაპაინი 100მგ                                                  

სერატიოპეპტიდაზა 15მგ

ქიმოტრიფსინი 2მგ

უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე

მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე;

  • შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ოთხი ძლიერმოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.

  • აინჰიბირებს ანთების მედიატორების პროსტაგლანდინების,ინტერლეიკინების  და სხვათა გამონთავისუფლებას.

ადვანზაში შემავალი მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტები (ბრომელაინი და პაპაინი), თამაშობენ უმნიშვნელვანეს როლს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში  ცილების მონელებაში,საჭმლის მომნელებელი სისტემის პროტეოლიზური ფერმენტების უმრავლესობა გამომუშავდება პროფერმენტების სახით და აქტიურდებიან ph-ის განსაზღვრულ პირობებში, რომლებისთვისაც ისინი არიან განკუთვნილნი (კუჭი თუ ნაწლავის გარკვეული სეგმენტი), მათგან განსხვავებით მცენარეული ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში, საკვებთან ერთად ხვდებიან, უკვე დასრულებული სახით, მუშაობენ ph -ის მაჩვენებლის ფართო სპექტრში. ამ კლასის ფერმენტებიდან ყველაზე ცნობილია ბრომელაინი და პაპაინი (რომელსაც ასევე ბიოლოგიურ სკალპელსაც უწოდებენ).

ბრომელაინს  ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომარეგულირებელი მოქმდება,აქვს ქსოვილების რეპარაციის უნარი, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

პაპაინი შლის ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს მარტივ მოლეკულებად, ის ბუნებრივი სკალპელია, აქვს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიჰელმინთური, სიცხის დამწევი, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება.

სერატიოპეპტიდაზა -ერთადერთი მიკრობული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტია (მიიღება არაპათოგენური ეტერობაქტერიიდან). სერატიოპეპტიდაზას ახასიათებს ანთების სააწინააღმდეგო, შეშუპების და ნეკროზის საწინააღმდეგო მოქმედება, მეორადად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

სერატიოპეპტიდაზა ახდენს ანთების დეტრიტის ელიმინაციას  ანთების კერიდან .ამ დროს მისი ანტიგენური მოქმედება მცირდება, ფერმენტულ მოქმედებას ინარჩუნებს. სერატიოპეპტიდაზა ბლოკავს პლაზმინის ინჰიბიტორებს და ავლენს ფიბრინოლიზურ მოქმედებას. ავლენს მუკოლიზურ აქტივობას, ეფექტურად ახდენს სეკრეტის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.

ქიმოტრიფსინი-კუჭქვეშა ჯირკვლის პროტეოლიზური ფერმენტია,რომელიც ანთების და ვირუსების საწინააღმდეგო  მოქმედებისაა (ცილების ყველაზე მცირე მოლეკულებამდე - პეპტიდებამდე ჰიდროლიზს უზრუნველყოფს). ქიმოტრიფსინი შლის ნეკროზულ ქსოვილებს  და ფიბროზულ წარმონაქმნებს (თრომბი,სისხლის კოლტი), ათხიერებს ბლანტ ექსუდატებს.  სისხლში შეწოვისას იგი ახდენს ცირკულირებად ფერმენტთა ინჰიბირებას, რომელთა დონე უზომოდ იზრდება პათოლოგიური მდგომარეობებისას და ქსოვილთა დამაზიანებელი დაავადებებისას. პლაზმინის ინჰიბიტორების დონის დაქვეითებით ქიმოტრიფსინი აადვილებს პლაზმინის მოქმედებას, რომელიც აუცილებელია ბლოკ-რებული მიკროცირკულაციის  აღდგენისთვის, შეშუპების დაშლისა და მკურნალობისთვის.

სერატიოპეპტიდაზა და ქიმოტრიფსინი  პროტეოლიზური ერმენტებია, აქვს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ნეკროზის დამშლელი მოქმედება, ბლოკავენ ანთების მედიატორებს, ავლენენ  ფიბრინოლიზურ მოქმედებას, შლიან ნეკროზულ ქსოვილებს და ფიბროზულ წარმონაქმნებს, აადვილებენ პლაზმინის მოქმედებას, აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.

ადვანზას კაფსულა იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში(წვრილ ნაწლავი,ამის გამო არ აღიზიანებს კუჭს), ნაწლავიდან რეზორბციის შემდეგ, კაფსულაში არსებული ფერმენტები უკავშირდებიან სისხლის სატრანსპორტო ცილებს ( ალფა -2 მაკროგლობულინი და ალფა- 1 ანტიტრიფსინი ) წარმოიქმნება დროებითი პროტეაზა-ანტიპროტეაზას კომპლექსი, ეს კომპლექსი ფერმენტების სწრაფ ტრანსპორტირებას უზრუნველყობს პათოლოგიის კერაში. ანთების კერაში ადვანზას ენზიმები ახდენენ დაზიანებული ცილების დაშლას და მონელებას, შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას, ანთებით პროცესების გაქრობას, ორგანიზმის დამცველობით რეაქციების გააქტიურებას.

ადვანზას ჩვენებები:

  • ანთებითი შეშუპების  დაშლა, ჰემატომა;
  • ტრავმა, უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული;
  • საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია;
  • მოტეხილობები, კუნთის დაზიანება, მყესების დაზიანება;
  • ·  დისკის ინტრავერტებრალური თიაქარი    (იშიაზი);
  • ნეკროზული დაზიანების შემცირება;
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას ანტიბიოტიკების პენეტრაციის გაძლიერება.

ანგიოლოგია: თრომბოფლებიტი,ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული ობლ-ტერაცია, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა,ლიმფური შეშუპება.                                                                   უროლოგია: ცისტიტი,ცისტოპიელიტი,სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები,                                            ვარიკოზი.                                                                                                                                                                                გინეკოლოგია: უროგენიტალური გზების ქრ. ინფექციები, ადნექსიტი, ჰისტოზი, მასტოპათია, ჰორმონალური მკურნალობების დროს გამოვლენილი არასასურველი გვერდითი გამოვლინებების შემცირება და გაქრობა. 

კარდიოლოგია: დაძაბულობის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით).                                                                                                   პულმონოლოგია: სინუსიტი,ბრონქიტი, პნევმონია.                                                                                                               გასტროენტეროლოგია: პანკრეატიტი, ჰეპატიტი.                                                                                                                 ნეფროლოგია: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი.                                                                                   ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური რეტინოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი.

რევმატოლოგია: შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიოართრიტი, ოსტეოართრიტი.    

დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი, აკნე.                                                                                             ქირურგია: ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ანთება, თრომბოზი, შეშუპება), პოსტრავმული და ლიმფური შეშუპებების მკურნალობა,  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ რომ არ ჩამიყალიბდეს უხეში  ნაწიბური და შეხორცებითი პროცესი ადვილად წარიმართოს. შეუხორცებელი ჭრილობები, ჩირქოვანი ჭრილობები, შეხორცებები, შეშუპება.                                                              ტრავმატოლოგია: ტრავმები, მოტეხილობები, დისტოციები, ქრონიკული პოსტტრავმული პროცესები, რბილი ქსოვილების ანთება, ტრავმები.                                                                                    ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი, ოსტეოქონდროზი.                                                                         პედიატრია: ატოპიური დერმატიტი, სასუნთქი გზების ინფექციური და ანთებითი დაავადებები. იუვენილური რევმატოიდული ართრიტი.

ოფთალმოლოგია: უვეიტი, ირიდოციკლიტი, ჰემოფთალმი, რეტინოპათია,ს/ს ოპერაციების  შემდგომი პერიოდი.

ადვენზა მარტივი და მოხერხებული დოზირებით:

1 კაფსულა 2 ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: კაფსულები # 30

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები