ფურადონინი 100მგ #20ტ (ლატვ)

583
-28%
მარაგშია
16.68 
11.93 
დანაზოგი: 4.75 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინიტროფურანის ნაწარმები ჯენერიკიNitrofurantoin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.68 
11.93 
დანაზოგი: 4.75 ₾ (28%)

ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები

ნიტროფურანტოინი

მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით და ბოლომდე გაეცანით ანოტაციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-       შეინახეთ ანოტაცია. შესაძლოა, მომავალში დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

-       დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

-       მედიკამენტი მხოლოდ თქვენ დაგენიშნათ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ  დაავადების იგივე ნიშნები აღენიშნებათ, რაც თქვენ.

-       რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთს, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის აღწერილი. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს ეს ანოტაცია

1.    რა არის და რისთვის გამოიყენება ფურადონინი

2.    რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე

3.    როგორ უნდა მივიღოთ ფურადონინი

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.    როგორ შევინახოთ ფურადონინი

6.    შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

ფურადონინი (ნიტროფურანტოინი) წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას. ის გამოიყენება ნიტროფურანტოინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ:    მწვავე გაურთულებელი ინფექციები, მძიმე ქრონიკული განმეორებადი ინფექციები; საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.

ფურადონინის 100 მგ ტაბლეტები განკუთვნილია ზრდასრული პირებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიერ გამოყენებისთვის.

2.     რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე

-       არ მიიღოთ ფურადონინი:

-       თუ ხართ ალერგიული ნიტროფურანტოინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში);

-       თუ გაქვთ ანურია (შარდის არასაკმარისი გამომუშავება);

-       თუ გაქვთ ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება);

-       თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსით 45 მლ/წთ-ზე ქვემოთ);

-       თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

-       თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევები);

-       თუ გაქვთ ნევრიტი (ნერვის ანთება) ან პოლინეიროპათია (დაავადება, რომელიც მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს ტკივილი, ჩხვლეტა, წვის შეგრძნება და სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში);

-       თუ გაქვთ ფილტვების დაავადებები (განსაკუთრებით ფიბროზი);

-       თუ გაქვთ პიელონეფრიტი (თირკმლის ანთება) თირკმლის პარენქიმას ან პერირენალური ქსოვილის ანთებასთან ერთად;

-       თუ ხართ ორსულად;

-       თუ ძუძუთი კვებავთ;

-       12 წლამდე ასაკის ბავშვები (თითო აბში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფურადონინის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, თუ აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები:

-       ანემია;

-       დიაბეტი;

-       ელექტროლიტური დისბალანსი;

-       B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;

-       ფილტვის დაავადება;

-       თირკმლის უკმარისობა (ნიტროფურანტოინის შარდით გამოყოფის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკური ზემოქმედების რისკი);

-       პერიფერიული ნეიროპათია ან მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიის განვითარებას (ამ შემთხვევებში იზრდება პერიფერიული ნეიროპათიის რისკი).

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ დაღლილობა, კანის ან თვალების სიყვითლე, ქავილი, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი, გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი და ღია ფერის ან ნაცრისფერი განავალი.  ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები.

შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან (იხილეთ პუნქტი 4):

-       თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები (ჩხვლეტა, ტკივილი ან წვის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში);

-       ფილტვების დაზიანების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში); 

-       დიარეის შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი (მსხვილი ნაწლავის ანთება), იხილეთ პუნქტი 4 „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები“).

ნიტროფურანტოინით მკურნალობის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა ხანდაზმულ ასაკისა (65 წელზე მეტი) და ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ფურადონინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხადაზმულებში, შესაძლო თირკმლის უკმარისობის გამო.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება ფილტვის გამოკვლევა დანიშნოს.  შესაძლებელია ფილტვების ფუნქციის გაუარესება (სუნთქვის პრობლემები), განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის სრული ანალიზი და ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.  აღრიცხულია ქოლესტატიკური სიყვითლისა და ქრონიკული ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევები.

ფურადონინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა.

პაციენტებს, რომლებიც ფურადონინით მკურნალობენ, ანალიზის სპილენძის შემცირების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შარდში გლუკოზის ცრუდადებითი შედეგი გამოუვლინდეთ. შარდში გლუკოზის დონის დასადგენად ფერმენტული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, ნიტროფურანტოინის გამოყენება გავლენას არ ახდენს შედეგებზე.

აღნიშნულ მედიკამენტს შეუძლია გამიწვიოს შარდის ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობა.

ბავშვები და მოზარდები

ფურადონინის 100 მგ ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვები თითო აბში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო (იხილეთ პუნქტი 3).

ფურადონინის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

-       ანტაციდური საშუალებები და ადსორბციული ნივთიერებები ამცირებს ნიტროფურანტოინის შეწოვას, ამიტომ არ უნდა მივიღოთ ფურადონინთან ერთად;

-       პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი და სულფინპირაზონი, ამცირებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას (იწვევს სისხლში ნიტროფურანტოინის დონის მატებას, ამცირებს მედიკამენტის ეფექტურობას და იზრდება ტოქსიკურობის რისკი). აქედან გამომდინარე, მათი ნიტროფურანტოინთან ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული;

-       ნიტროფურანტოინი ამცირებს ქინოლონების (ნალიდიქსის მჟავა, ფლუოროქუინოლონები) ანტიბაქტერიულ მოქმედებას.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის, მედიკამენტების ერთდროულ გამოყენება არ უნდა მოხდეს.

-       ნიტროფურანტოინის ანტიბაქტერიული მოქმედება მცირდება შარდის ტუტე რეაქციისას.  ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნიტროფურანტოინის და იმ მედიკამენტების ერთდროული მიღება, რომლებიც შარდში pH დონის მატებას იწვევს.

ფურადონინისა და საკვებისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედება

საკვები ზრდის წამლის შეწოვას და მის ეფექტურობას.

მკურნალობის დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.  ამ მედიკამენტისა და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფურადონინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.  თუმცა, თუ პაციენტს პრეპარატის მიღებისას განუვითარდა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან სხვა სახის  ნერვული სისტემის დარღვევები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

3.     როგორ უნდა მივიღოთ ფურადონინი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.  თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან.

არ შეცვალოთ დოზა ან შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება დანიშნული კურსის დასრულებამდე.  დაავადების სიმპტომები შეიძლება გაქრეს ინფექციის განკურნებამდე და დაავადება შეიძლება გამწვავდეს, თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდა. თუ ექიმმა სხვაგვარად არ დაგინიშნათ, გამოიყენოთ შემდეგი დოზები.

მედიკამენტი უნდა მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მიღებისთანავე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.

ზრდასრულები

საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციები:  რეკომენდებული დოზა - 100 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

საშარდე გზების მწვავე ქრონიკული რეციდივული ინფექციები: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი). 3-4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.  გულისრევის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან ნიტროფურანტოინის მიღება შეწყდეს.

საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა:  რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) ძილის წინ.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტები, ხადაზმული პაციენტები

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტებში და ხადაზმული პაციენტებში დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.   თუმცა, მედიკამენტის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).  პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსთვის (კრეატინინის კლირენსით 45 მლ/წთ-ზე ქვემოთ) (იხ. „არ მიიღოთ ფურადონინი“

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეიძლება ზრდასრულებისთვის დაწესებული დოზების გამოყენება.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფურადონინის 100 მგ ტაბლეტების გამოყენება არ არის დასაშვები თითო აბში ნიტროფურანტოინის რაოდენობიდან გამომდინარე. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია შესაფერისი დოზირებული ფორმა, რომლის ერთეული დოზა უფრო მცირე რაოდენობით ნიტროფურანტოინს შეიცავს:

თუ მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

საჭიროზე დიდი რაოდენობით ფურადონინის მიღების შემთხვევაში

სიმპტომები:  გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფურადონინის მიღება

შემდეგი დოზის მიღების დროს მიიღეთ რეგულარული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფურადონინის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა დანიშნული კურსის დასრულებამდე. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

4.      შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

-       სიცხის უეცარი მატება, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილები).  ეს შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფილტვის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან დღეში შეიძლება განვითარდეს ფილტვის ინფილტრატი კონსოლიდაციით ან ექსუდაციური პლევრიტი, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. უწყვეტი თერაპიის დროს შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს ფილტვების სუბფებრილური და მწვავე რეაქციები, მათ შორის ფილტვის ფიბროზი. ფილტვის ფიბროზი შეიძლება შეუქცევადი იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა სიმპტომების გამოვლინების შემდეგ გაგრძელდება.

-       ჩხვლეტა ზედა და ქვედა კიდურებში, ტკივილი, წვის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში, კუნთების სისუსტე.   ეს შეიძლება იყოს პერიფერიული ნეიროპათიის პირველი ნიშნები (იშვიათია, შეიძლება გამოვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ში; იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);

-       სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების უეცარი შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ქავილი, ჭინჭრის ციება (მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები - ანგიონევროზული შეშუპება);

-       სანერწყვე ჯირკვლის ანთება;

-       გამონაყარი, კანის სიწითლე, ანთება, წყლულები ან ბუშტუკები კანზე, კანის აქერცვლა (ეს შეიძლება იყოს კანის მწვავე რეაქციების ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, ექსფოლიატური დერმატიტი ან მრავალფორმიანი ერითემა);

-       წითელი მგლურას სინდრომი (იხ. „იმუნური სისტემის დარღვევები“ ქვემოთ).

ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ს):

-       თავის ტკივილი

-       გულისრევა, პირღებინება, ანორექსია (სიხშირე და სიმწვავე დამოკიდებულია დოზაზე);

-       ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი).

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ს):

-       გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეგალობლასტური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დარღვევით გამოწვეული ანემია), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), გრანულოციტოპენია (გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების, ე.წ. გრანულოციტების რაოდენობის შემცირება), ან აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული შემცირება სისხლში), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ჰემოლიტური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებული დაშლით);

-       კეთილთვისებიანი შიდაქალის ჰიპერტენზია (თავის ქალის არტერიული წნევის მომატება);

-       დიარეა, პანკრეასის ანთება (იშვიათად, თუ მედიკამენტი მიიღება საკვებთან ერთად და საკმარისი რაოდენობის სითხით);

-       ღვიძლის ანთება, ქოლესტატიკური სიყვითლე (დოზისგან დამოუკიდებელი, ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);

-       თმის დროებითი ცვენა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000 ადამიანიდან 1-ს):

-       სპერმის ფორმირებისა და განვითარების დროებითი დარღვევები.

-       არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებზე დაყრდნობით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

-       წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთება, რაც იწვევს კანის დაზიანებებს;

-       ღვიძლის ანთება, იმუნური სისტემის ღვიძლის უჯრედების წინააღმდეგ მოქმედების გამო;

-       მილაკების ირგვლივ არსებული თირკმლის ქსოვილის ანთება, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები ნიტროფურანტოინის გამოყენებისას.  მსუბუქ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, საკმარისია ანტიმიკრობული საშუალების მიღების შეწყვეტა. ზომიერიდან მწვავე ფსევდომემბრანული კოლიტის დროს, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

იმუნური სისტემის დარღვევები

ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია ავტოიმუნური რეაქციები, რაც ძირითადად უკავშირდება ფილტვებისა და ღვიძლის ქრონიკულ ცვლილებებს.  წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები ვლინდება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილისა და ლეიკოციტების რაოდენობის მომატების სახით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის აღწერილი.  გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ უშუალოდ აცნობოთ წამლების სააგენტოს, მისამართზე იერსიკას ქუჩა N 15, რიგა LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების თაობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5.     როგორ შევინახოთ ფურადონინი

არ შეინახოთ 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.   შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „EXP" - ის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.

ნუ გადაყრით მედიკამენტებს ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ.  ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.     შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფურადონინი

აქტიური ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინის მონოჰიდრატს.

-       სხვა ნივთიერებებია კარტოფილის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფურადონინის გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა

მრგვალი, ბრტყელი ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის აბები დაცერებული ნაპირით და აბების ზედაპირის მცირედ უთანაბრო ფერით.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) შეფუთვის ანოტაციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „ოლაინფარმი“

რუპნიცუს ქ. 5, ოლაინე, LV-2114, ლატვია

ტელ: +371 67013705

ფაქსი: +371 67013777

ელ-ფოსტა: [email protected]

დადასტურებულია SAM-ის მიერ 28-03-2019

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ანოტაცია: გამოყენების ინსტრუქცია 

ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები

ნიტროფურანტოინი

მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით და ბოლომდე გაეცანით ანოტაციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-       შეინახეთანოტაცია. შესაძლოა, მომავალში დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

-       დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

-       მედიკამენტი მხოლოდ თქვენ დაგენიშნათ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათ  დაავადების იგივე ნიშნები აღენიშნებათ, რაც თქვენ.

-       რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთს, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის აღწერილი. იხილეთ პუნქტი 4.

რას შეიცავს ეს ანოტაცია

1.    რა არის და რისთვის გამოიყენება ფურადონინი

2.    რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე

3.    როგორ უნდა მივიღოთ ფურადონინი

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.    როგორ შევინახოთ ფურადონინი

6.    შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1.     რა არის და რისთვის გამოიყენება ფურადონინი

ფურადონინი (ნიტროფურანტოინი) წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას. ის გამოიყენება ნიტროფურანტოინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ:    მწვავე გაურთულებელი ინფექციები, მძიმე ქრონიკული განმეორებადი ინფექციები; საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა.

ფურადონინის 100 მგ ტაბლეტები განკუთვნილია ზრდასრული პირებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიერ გამოყენებისთვის.

2.     რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე

-       არ მიიღოთ ფურადონინი:

-       თუ ხართ ალერგიული ნიტროფურანტოინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 პუნქტში);

-       თუ გაქვთ ანურია (შარდის არასაკმარისი გამომუშავება);

-       თუ გაქვთ ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება);

-       თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსით 45 მლ/წთ-ზე ქვემოთ);

-       თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

-       თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევები);

-       თუ გაქვთ ნევრიტი (ნერვის ანთება) ან პოლინეიროპათია (დაავადება, რომელიც მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, ახასიათებს ტკივილი, ჩხვლეტა, წვის შეგრძნება და სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში);

-       თუ გაქვთ ფილტვების დაავადებები (განსაკუთრებით ფიბროზი);

-       თუ გაქვთ პიელონეფრიტი (თირკმლის ანთება) თირკმლის პარენქიმას ან პერირენალური ქსოვილის ანთებასთან ერთად;

-       თუ ხართ ორსულად;

-       თუ ძუძუთი კვებავთ;

-       12 წლამდე ასაკის ბავშვები (თითო აბში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფურადონინის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, თუ აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები:

-       ანემია;

-       დიაბეტი;

-       ელექტროლიტური დისბალანსი;

-       B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;

-       ფილტვის დაავადება;

-       თირკმლის უკმარისობა (ნიტროფურანტოინის შარდით გამოყოფის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკური ზემოქმედების რისკი);

-       პერიფერიული ნეიროპათია ან მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიის განვითარებას (ამ შემთხვევებში იზრდება პერიფერიული ნეიროპათიის რისკი).

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ დაღლილობა, კანის ან თვალების სიყვითლე, ქავილი, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი, გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი და ღია ფერის ან ნაცრისფერი განავალი.  ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები.

შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან (იხილეთ პუნქტი 4):

-       თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები (ჩხვლეტა, ტკივილი ან წვის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში);

-       ფილტვების დაზიანების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში); 

-       დიარეის შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი (მსხვილი ნაწლავის ანთება), იხილეთ პუნქტი 4 „კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები“).

ნიტროფურანტოინით მკურნალობის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლენილა ხანდაზმულ ასაკისა (65 წელზე მეტი) და ახალგაზრდა პაციენტებში. თუმცა, ფურადონინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხადაზმულებში, შესაძლო თირკმლის უკმარისობის გამო.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება ფილტვის გამოკვლევა დანიშნოს.  შესაძლებელია ფილტვების ფუნქციის გაუარესება (სუნთქვის პრობლემები), განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის სრული ანალიზი და ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.  აღრიცხულია ქოლესტატიკური სიყვითლისა და ქრონიკული ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევები.

ფურადონინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა.

პაციენტებს, რომლებიც ფურადონინით მკურნალობენ, ანალიზის სპილენძის შემცირების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შარდში გლუკოზის ცრუდადებითი შედეგი გამოუვლინდეთ. შარდში გლუკოზის დონის დასადგენად ფერმენტული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, ნიტროფურანტოინის გამოყენება გავლენას არ ახდენს შედეგებზე.

აღნიშნულ მედიკამენტს შეუძლია გამიწვიოს შარდის ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობა.

ბავშვები და მოზარდები

ფურადონინის 100 მგ ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვები თითო აბში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო (იხილეთ პუნქტი 3).

ფურადონინის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

-       ანტაციდური საშუალებები და ადსორბციული ნივთიერებები ამცირებს ნიტროფურანტოინის შეწოვას, ამიტომ არ უნდა მივიღოთ ფურადონინთან ერთად;

-       პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი და სულფინპირაზონი, ამცირებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას (იწვევს სისხლში ნიტროფურანტოინის დონის მატებას, ამცირებს მედიკამენტის ეფექტურობას და იზრდება ტოქსიკურობის რისკი).აქედან გამომდინარე, მათი ნიტროფურანტოინთან ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული;

-       ნიტროფურანტოინი ამცირებს ქინოლონების (ნალიდიქსის მჟავა, ფლუოროქუინოლონები) ანტიბაქტერიულ მოქმედებას.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის, მედიკამენტების ერთდროულ გამოყენება არ უნდა მოხდეს.

-       ნიტროფურანტოინის ანტიბაქტერიული მოქმედება მცირდება შარდის ტუტე რეაქციისას.  ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნიტროფურანტოინის და იმ მედიკამენტების ერთდროული მიღება, რომლებიც შარდში pH დონის მატებას იწვევს.

ფურადონინისა და საკვებისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედება

საკვები ზრდის წამლის შეწოვას და მის ეფექტურობას.

მკურნალობის დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.  ამ მედიკამენტისა და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფურადონინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.  თუმცა, თუ პაციენტს პრეპარატის მიღებისას განუვითარდა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან სხვა სახის  ნერვული სისტემის დარღვევები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

3.     როგორ უნდა მივიღოთ ფურადონინი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.  თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ მკურნალ ექიმთან.

არ შეცვალოთ დოზა ან შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება დანიშნული კურსის დასრულებამდე.  დაავადების სიმპტომები შეიძლება გაქრეს ინფექციის განკურნებამდე და დაავადება შეიძლება გამწვავდეს, თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდა. თუ ექიმმა სხვაგვარად არ დაგინიშნათ, გამოიყენოთ შემდეგი დოზები.

მედიკამენტი უნდა მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მიღებისთანავე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.

ზრდასრულები

საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციები:  რეკომენდებული დოზა - 100 მგ (1 ტაბლეტი)2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.

საშარდე გზების მწვავე ქრონიკული რეციდივული ინფექციები: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი).3-4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.  გულისრევის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ან ნიტროფურანტოინის მიღება შეწყდეს.

საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა:  რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) ძილის წინ.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტები, ხადაზმული პაციენტები

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციეტებში და ხადაზმული პაციენტებში დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.   თუმცა, მედიკამენტის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).  პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსთვის (კრეატინინის კლირენსით 45 მლ/წთ-ზე ქვემოთ) (იხ. „არ მიიღოთ ფურადონინი“).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში შეიძლება ზრდასრულებისთვის დაწესებული დოზების გამოყენება.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფურადონინის 100 მგ ტაბლეტების გამოყენება არ არის დასაშვები თითო აბში ნიტროფურანტოინის რაოდენობიდან გამომდინარე. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია შესაფერისი დოზირებული ფორმა, რომლის ერთეული დოზა უფრო მცირე რაოდენობით ნიტროფურანტოინს შეიცავს:

თუ მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

საჭიროზე დიდი რაოდენობით ფურადონინის მიღების შემთხვევაში

სიმპტომები:  გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ფურადონინის მიღება

შემდეგი დოზის მიღების დროს მიიღეთ რეგულარული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ფურადონინის მიღებას

არ შეწყვიტოთ მკურნალობა დანიშნული კურსის დასრულებამდე. ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

4.      შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

-       სიცხის უეცარი მატება, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილები).  ეს შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფილტვის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან დღეში შეიძლება განვითარდეს ფილტვის ინფილტრატი კონსოლიდაციით ან ექსუდაციური პლევრიტი, რომელიც, როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.უწყვეტი თერაპიის დროს შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს ფილტვების სუბფებრილური და მწვავე რეაქციები, მათ შორის ფილტვის ფიბროზი. ფილტვის ფიბროზი შეიძლება შეუქცევადი იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა სიმპტომების გამოვლინების შემდეგ გაგრძელდება.

-       ჩხვლეტა ზედა და ქვედა კიდურებში, ტკივილი, წვის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში, კუნთების სისუსტე.   ეს შეიძლება იყოს პერიფერიული ნეიროპათიის პირველი ნიშნები (იშვიათია, შეიძლება გამოვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ში; იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);

-       სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების უეცარი შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ქავილი, ჭინჭრის ციება (მწვავე ალერგიული რეაქციის ნიშნები - ანგიონევროზული შეშუპება);

-       სანერწყვე ჯირკვლის ანთება;

-       გამონაყარი, კანის სიწითლე, ანთება, წყლულები ან ბუშტუკები კანზე, კანის აქერცვლა (ეს შეიძლება იყოს კანის მწვავე რეაქციების ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, ექსფოლიატური დერმატიტი ან მრავალფორმიანი ერითემა);

-       წითელი მგლურას სინდრომი (იხ. „იმუნური სისტემის დარღვევები“ ქვემოთ).

ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ს):

-       თავის ტკივილი

-       გულისრევა, პირღებინება, ანორექსია (სიხშირე და სიმწვავე დამოკიდებულია დოზაზე);

-       ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი).

იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000 ადამიანიდან 1-ს):

-       გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეგალობლასტური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დარღვევით გამოწვეული ანემია), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), გრანულოციტოპენია (გარკვეული ტიპის სისხლის უჯრედების, ე.წ. გრანულოციტების რაოდენობის შემცირება), ან აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული შემცირება სისხლში), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ჰემოლიტური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებული დაშლით);

-       კეთილთვისებიანი შიდაქალის ჰიპერტენზია (თავის ქალის არტერიული წნევის მომატება);

-       დიარეა, პანკრეასის ანთება (იშვიათად, თუ მედიკამენტი მიიღება საკვებთან ერთად და საკმარისი რაოდენობის სითხით);

-       ღვიძლის ანთება, ქოლესტატიკური სიყვითლე (დოზისგან დამოუკიდებელი, ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ);

-       თმის დროებითი ცვენა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 10 000 ადამიანიდან 1-ს):

-       სპერმისფორმირებისადაგანვითარებისდროებითიდარღვევები.

-       არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებზე დაყრდნობით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

-       წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთება, რაც იწვევს კანის დაზიანებებს;

-       ღვიძლის ანთება, იმუნური სისტემის ღვიძლის უჯრედების წინააღმდეგ მოქმედების გამო;

-       მილაკების ირგვლივ არსებული თირკმლის ქსოვილის ანთება, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები ნიტროფურანტოინის გამოყენებისას.  მსუბუქ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, საკმარისია ანტიმიკრობული საშუალების მიღების შეწყვეტა. ზომიერიდან მწვავე ფსევდომემბრანული კოლიტის დროს, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

იმუნური სისტემის დარღვევები

ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია ავტოიმუნური რეაქციები, რაც ძირითადად უკავშირდება ფილტვებისა და ღვიძლის ქრონიკულ ცვლილებებს.  წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები ვლინდება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილისა და ლეიკოციტების რაოდენობის მომატების სახით.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთს, რომელიც ამ ანოტაციაში არ არის აღწერილი.  გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ უშუალოდ აცნობოთ წამლების სააგენტოს, მისამართზე იერსიკას ქუჩა N 15, რიგა LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების თაობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5.     როგორ შევინახოთ ფურადონინი

არ შეინახოთ 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.   შეინახეთ თავისივე შეფუთვაში, სინათლისა და ტენისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „EXP" - ის შემდეგ. ვარგისიანობის თარიღში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.

ნუ გადაყრით მედიკამენტებს ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ.  ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.     შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფურადონინი

აქტიური ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინის მონოჰიდრატს.

-       სხვანივთიერებებიაკარტოფილისსახამებელი, კრემნიუმისდიოქსიდი,კალციუმისსტეარატი.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფურადონინის გარეგნული მხარე და შეფუთვის შემადგენლობა

მრგვალი, ბრტყელი ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის აბები დაცერებულინაპირით და აბების ზედაპირის მცირედ უთანაბრო ფერით.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) შეფუთვის ანოტაციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს „ოლაინფარმი“

რუპნიცუს ქ. 5, ოლაინე, LV-2114, ლატვია

ტელ: +371 67013705

ფაქსი: +371 67013777

ელ-ფოსტა:[email protected]

წინამდებარე ანოტაცია ბოლოს განახლდა 03/2019-ში.

/დოკუმენტს ყველა გვერდზე ახლავს ბეჭედი/

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები