კლიპრიმი 10მგ+50მგ/გ 15გ გელი

96106
-28%
მარაგშია
29.70 
21.24 
დანაზოგი: 8.46 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილინკოზამიდების ჯგუფი ჯენერიკიClindamycinum+Benzoyl peroxidum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.70 
21.24 
დანაზოგი: 8.46 ₾ (28%)

კლიპრიმი

გელი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: კლინდამიცინი (კლინდამიცინის ფოსფატის სახით), უწყლო ბენზოილ პეროქსიდი წყლიანი ბენზოილ პეროქსიდის სახით 77%.

1გ გელი შეიცავს 10მგ კლინდამიცინს (კლინდამიცინის ფოსფატის სახით) და 50მგ უწყლო ბენზოილის პეროქსიდს წყლიანი ბენზოილ პეროქსიდის სახით 77%.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, დიმეთიკონი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დინატრიუმ ლაურილ სულფოსუქცინატი, დინატრიუმ ედეტატი, გლიცერინი, სილიციუმის კოლოიდური ჰიდრატირებული დიოქსიდი, პოლოქსამერი 182, გასუფთავებული წყალი.

 

კლიპრიმი გელის აღწერა

თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერის ერთგვაროვანი გელი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

აკნეს სამკურნალო პრეპარატების ჯგუფი.

 

ჩვენება

მსუბუქი და საშუალო ხარისხის ფერიმჭამელების (აკნე) სამკურნალოდ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

● კლინდამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც ხელს უშლის აკნეს განვითარებასთან დაკავშირებული ბაქტერიების გამრავლებას.

● ბენზოილ პეროქსიდი ამცირებს შავი და თეთრი წერტილების გამოჩენას, აგრეთვე კლავს ფერიმჭამელების ანთებაში ჩართულ ბაქტერიებს.  

ამ კომპონენტების ერთად მოქმედება კლიპრიმი გელის შემადგენლობაში 

● ავლენს აქტივობას ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ფერიმჭამელების განვითარებას;

● ხელს უწყობს შავი და თეთრი წერტილების გაქრობას;

● ამცირებს გაწითლებული და ანთებადი ფერიმჭამელების რაოდენობას.

 

უკუჩვენებები

– ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლინდამიცინზე, ლინკომიცინზე, ბენზოილ პეროქსიდზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია ზემოთ შემადგენლობაში).

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ კლიპრიმი გელის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

  •  კლიპრიმი გელი გამოიყენება მხოლოდ კანზე. მოერიდეთ თვალებთან, ტუჩებთან, პირის ღრუსთან და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
  • კლიპრიმი გელი არ გამოიყენება კანის გაღიზიანებულ უბანზე. მაგალითად, თუ გაქვთ ჭრილობა, ნაკაწრი, მზის დამწვრობა ან კანის დაზიანება.

 

შემთხვევით კონტაქტისას, საჭიროა დაზიანებული უბნის დაუყოვნებლივ დაბანა წყლით.

კლიპრიმი გელი ჭარბი რაოდენობით არ გამოიყენოთ კანის მგრძნობიარე უბნებზე.

  • მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში, პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია კანის სიწითლე და აქერცვლა. თუ აღინიშნება კანის გაღიზიანება, აუცილებელია დამატენიანებელი საშუალების გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ზეთს, კლიპრიმი გელის წასმის სიხშირის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, კანის აღდგენამდე. ამის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის განახლება. 
  • კანის მძიმე გაღიზიანების შემთხვევაში, ან თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა კლიპრიმი გელის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია (გამოხატული ერითემა, სიმშრალე, ქავილი ან წვა).
  • კლიპრიმი გელის მოხვედრას უნდა მოერიდოთ ფერად ან შეღებილ ქსოვილზე, ტანსაცმელზე, პირსახოცზე, გადასაფარებელზე, ავეჯზე და ხალიჩაზე. კლიპრიმი გელი შეიძლება იწვევდეს მათ გაუფერულებას.
  • კლიპრიმი გელი შეიძლება იწვევდეს თმის გაუფერულებას.
  • კლიპრიმი გელი შეიძლება იწვევდეს მზის სინათლისადმი მომატებულ მგრძნობელობას. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა შემცირდეს მზეზე ყოფნის დრო, უნდა მოერიდოთ სოლარიუმის გამოყენებას. კლიპრიმი გელის გამოყენების პერიოდში, უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები და ტანსაცმელი.

 

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ წარსულში გქონდათ ნაწლავის შემდეგი პრობლემები: რეგიონალური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი ან ანბიტიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი.

მუცლის სპაზმების ან ხანგრძლივი და მძიმე დიარეის შემთხვევაში კლიპრიმი გელით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს. ანტიბიოტიკები შეიძლება იწვევდეს მძიმე დიარეას და კუჭის სპაზმებს, თუმცა ეს ნაკლებად შესაძლებელია ანტიბიოტიკის კანზე წასმისას.

თუ ცოტა ხნის წინ იყენებდით კლინდამიცინის ან ერითრომიცინის შემცველ სხვა პრეპარატებს, არსებობს ალბათობა, რომ კლიპრიმი გელი არასაკმარისად ეფექტური იქნება. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ცოტა ხნის წინ იყენებდით კლინდამიცინის ან ერითრომიცინის შემცველ საშუალებებს.

 

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

 

სხვა პრეპარატები და კლიპრიმი გელი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ, ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების მიღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ თუ იღებთ:

– აკნეს სამკურნალო სხვა პრეპარატებს, კანზე წასასმელი ანტიბიოტიკების ჩათვლით;

– ამქერცლავი და მედიკამენტური საშუალებების შემცველ საპონს ან გამწმენდ საშუალებებს;

– გამომშრობი ეფექტის მქონე საპონს ან კოსმეტიკურ საშუალებებს;

– სპირტის და/ან  წებოვანი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის შემცველ საშუალებებს.

მოცემული საშუალებების კლიპრიმის გელთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს კუმულაციური, გამაღიზიანებელი ეფექტი.

კლიპრიმი გელთან ერთად  აკნეს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ეფექტურობის დაქვეითება. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება:

– ტრეტინოინის, იზოტრეტინოინის და ტაზაროტენის შემცველი პრეპარატები. თუ კომბინირებული მკურნალობა აუცილებელია, პრეპარატების წასმა საჭიროა დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს (მაგალითად, ერთი-დილით, მეორე-საღამოს).

ფერიმჭამელების საწინააღმდეგო პრეპარატების და კლიპრიმი გელის ერთად გამოყენებისას, იზრდება კანის გაღიზიანების რისკი. კანის მძიმე გაღიზიანების შემთხვევაში (გამოხატული ერითემა, სიმშრალე, ქავილი ან წვა), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. კლიპრიმი გელი არ გამოიყენება ერითრომიცინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. კლიპრიმი გელის და სულფონამიდის შემცველი ადგილობრივი საშუალებების ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია კანის და თმის ფერის დროებითი ცვლილება (ყვითელი/ფორთოხლისფერი). აღნიშნული იქნა, რომ კლინდამიცინი შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგადი ანესთეზიისთვის გამოყენებული პრეპარატების ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკერების მოქმედებაზე (გააძლიეროს). ამიტომ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგეგმება ქირურგიული ჩარევა.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე თუ ეჭვობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს, მოქმედი ნივთიერებების კომბინაციის უსაფრთხოების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. ორსულობის დროს, კლიპრიმი გელის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ დედის სარგებელისა და ნაყოფის რისკის შეფასების შემდეგ.

კლიპრიმი გელის გამოყენების შემდეგ უცნობია გამოიყოფა თუ არა კლინდამიცინი ლაქტატში, თუმცა აღინიშნა ლაქტატში კლინდამიცინის არსებობა პერორალური ან პარენტერული შეყვანის შემდეგ. თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ კლიპრიმი გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის წასმა არ შეიძლება მკერდის კანზე.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და  მექანიზმებთან მუშაობა

სანტრასპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთნ მუშაობის უნარზე გავლენის განსაზღვრისთვის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა უსაფრთხოების ზოგადი პროფილის მიხედვით, კლინდამიცინი და ბენზოილ პეროქსიდი გავლენას არ ახდენს  სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთნ მუშაობის უნარზე.

 

გამოყენების წესი

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

კლიპრიმი გელის გამოყენება რეკომენდებულია წასასმელად დღე-ღამეში ერთხელ, საღამოს, კანის დაზიანებულ უბანზე.

თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის 2-5 კვირის შემდგ.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება უწყვეტად, 12 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში.

მკურნალობის რეკომენდებულ პერიოდს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

 

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

 

გამოყენების მეთოდი

მაკიაჟის მოშორება.

კარგად დაიბანეთ კანის დაზიანებული ნაწილი ნაზი გამწმენდი საშუალებით და გააშრეთ. წაისვით გელის თხელი ფენა მთელ დაზიანებულ ნაწილზე. თუ გელი კანში ადვილად არ შეიწოვება, ნიშნავს რომ ძალიან დიდი რაოდენობა გამოიყენეთ.

გელის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.

კანში გელის შეწოვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ზეთს.

 

ჭარბი დოზირება

არ წაისვათ ძალიან ბევრი გელი. გელის ჭარბი რაოდენობის ან უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს ფერიმჭამელების უფრო სწრაფ გაქრობას, ზრდის კანის გაღიზიანების რისკს. ამ შემთხვევაში გელი გამოიყენეთ უფრო იშვიათად ან რამდენიმე დღით შეაჩერეთ მკურნალობა, შემდეგ განაახლეთ.

შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. შეიძლება აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც ვითარდება ანტიბიოტიკების პერორალური მიღებისას (კუჭის მხრივ დისკომფორტი, დიარეა).

 

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. შემდეგი დოზა გამოიყენეთ რეკომენდაციების შესაბამისად.

 

პრეპარატის შეწყვეტა

ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ. კლიპრიმი გელის გამოყენება გააგრძელეთ  ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის კურსის დასრულებამდე. თუ მკურნალობას ძალიან ადრე შეწყვეტთ, შესაძლებელია რეინფექცია და ანთებითი ფერიმჭამელების განვითარება.

პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

არასასურველი რეაქციები

ყველა პრეპარატის მსგავსად, კლიპრიმი გელი შეიძლება იწვევდეს არასასურველ რეაქციებს, თუმცა  ყველას არ უვითარდება.

1) მკურნალობის დროს, შეიძლება განვითარდეს სერიოზული არასასურველი რეაქციები.

უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

– ალერგიული რეაქციები (სახის, თვალების, ტუჩების და ენის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი);

– ხანგრძლივი და მძიმე დიარეა, მუცლის სპაზმები;

– ძლიერი წვა, აქერცვლა ან ქავილი.

ასეთი არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ კლიპრიმი გელის გამოყენება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.  

 

2) სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

– ერითემა, კანის სიმშრალე, აქერცვლა.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არა უმეტეს 1 შემთხვევაში):

– თავის ტკივილი;

– წვის შეგრძნება, ფოტომგრძნობელობის რეაქცია;

– ტკივილი წასმის ადგილას.

 

ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არა უმეტეს 1 შემთხვევაში)

– ჩხვლეტა ან „ჭიანჭველების სიარულის“ შეგრძნება (პარესთეზია);

– დერმატიტი (კანის ანთება), ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, აკნეს გამწვავება.

 

უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

– კანის გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)

– რეაქცია წასმის ადგილას, კანის გაუფერულების ჩათვლით;

ნაწლავის ანთება, დიარეა, ჰემორაგიული დიარეის ჩათვლით, მუცლის ტკივილი.

 

არასასურველი რეაქციების შეტყობინება

არასასურველი რეაქციების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე. მათ შორის იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში. აგრეთვე არასასურველი რეაქციების თაობაზე ინფორმირება შეგიძლიათ უშუალოდ ნაციონალური  შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებ ცნობებიც გამოქვეყნებულია საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.rama.moh.gov.ge ან ელ-ფოსტაზე:  [email protected].

არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

 

შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაყინვა არ შეიძლება

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა და გამოშვების ფორმა

15გ გელი ალუმინის ტუბში, ფურცელ-ჩანართთან ერთად, მუყაოს კოლოფში.

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი 

შპს ფარმაპრიმი

კრინილორის ქუჩა 5, ს. პორუმბენი, კრიულენის რაიონი

მოლდოვის რესპუბლიკა, მდ-4829

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები