რინევოაირი 3% 40მლ ნაზ/სპრეი

96289
არ არის მარაგში
39.15 
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიN-Acetylcystein+Methylsulfonylmethan გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.15 

რინევოაირი

3%-იანი ჰიპერტონული ხსნარი აცეტილცისტეინით, ჰიალურონით და MSM-მეთილსულფონილმეთანით

(გაზის გარეშე)

რინევოაირი  კომბინირებული შემადგენლობის ნაზალური სპრეია, რომელიც გამოიყენება როგორც დეკონგენსანტი, შეშუპების მოსახსნელად, სხვადასხვა გენეზის რინიტების და  სინუსიტების დროს; ასევე, როგორც დამხმარე საშუალება ცხვირის, ყურის და ყელის დაავადებების დროს, მიკრობების შემდგომი კონტამინაციის პრევენციისთვის.

შემადგენლობა

აცეტილცისტეინი  (N-Acetylcysteine), მეთილსულფონილმეთანი (Methylsulfonylmethane), ჰიალურონის მჟავა (Sodium Hyaluronate), ბეტა გლუკანი (Beta-glucan) , ნატრიუმის ქლორიდის 3% ხსნარი (sodium chloride) , ლიმონმჟავა (citric acid), წყალი(water) , ნატრიუმის ბენზოატი (Sodium Benzoate), ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი (Sodium dehydroacetate), კალიუმის სორბატი (Potassium sorbate), პოლისორბატ 20 (Polysorbate 20).

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილცისტეინი – აცეტილცისტეინი ბუნებრივი ამინომჟავა L-ცისტეინის N-აცეტილირებული წარმოებულია; იწვევს დისულფიდური ბმების დარღვევას ლორწოვანის გლიკოპროტეინებში სულფჰიდრილურ ჯგუფებთან და ავლენს მუკოლიზური ეფექტს მუკოიდურ და ლორწოვან - ჩირქოვან სეკრეტებზე. იგი სწრაფად ამცირებს სასუნთქ გზებში  დაგროვილი ლორწოს წებოვნებასა და სიმკვრივეს. გამოიყენება ბლანტი ლორწოს შემცირებისა და ცხვირის ღრუდან გამოყოფისათვის.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) – ბიოლოგიურად აქტიური გოგირდია, აფერხებს უჯრედების მიერ ჭარბი სითხის გამოყოფას. ამ გზით ხსნის შეშუპებას და აღადგენს ცხვირის გამავლობას; გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხსნის ალერგიულ და ანთებით შეშუპებას.

ჰიალურონის მჟავა – არბილებს და ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს და იცავს გამოშრობისგან, რომელიც შეიძლება განვითარდეს გაციების, ალერგიული რინიტის და სინუსიტის დროს; ასევე აღადგენს მიკროდაზიანებებს ლორწოვანზე.

ბეტა გლუკანი – ბეტა გლუკანი ნატურალური პოლისაქარიდია. ბეტა გლუკანები ყველაზე უსაფრთხო და კარგად შესწავლილი იმუნომოდულატორებია; ასტიმულირებს ფაგოციტოზის პროცესს, ადგილობრივად ზრდის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციებს  ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ; ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს – ნატურკილერებს და მაკროფაგებს.

3%-იანი ჰიპერტონული ხსნარი – ხასიათდება დეკონგესტანტური და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით. 3%-იანი მარილის ხსნარი ქმნის ოსმოსურ წნევას, რომელიც განაპირობებს ჭარბი სეკრეტის დრენირებას ცხვირის დანამატი ღრუებიდან (სინუსებიდან). აუმჯობესებს მუკო-ცილიარულ კლირენს და ცხვირის ჰიგიენას.

 

გამოყენების წესი

რინევოაირი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მოხადეთ  დამცავი თავსახური, დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად და ფრთხილად მოთავსეთ დისპენსერი ცხვირის ნესტოში. დააჭირეთ ორი თითი დისპენსერის ფუძეზე ნაჭდევებს. გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში. დააყოვნეთ რამდენიმე წამით და საჭიროების შემთხვევაში ჩაბერეთ ცხვირში გამოსასუფთავებლად. გაწმინდეთ დისპენსერი და მოარგეთ დამცავი თავსახური.

დოზირება:

რინევოაირი გამოიყენება 1-2 შესხურება თითო ნესტოში, მაქსიმუმ 3-ჯერ დღე-ღამეში, საჭიროების მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

სიფრთხილის ზომები

რინევოაირის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.  3 წლამდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას. ცხვირის ლორწოვანის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, რინევოაირის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას, თუკი აღინიშნა მსგავსი შემთხვევა, ჩამოირეცხეთ წყლით.

ვარგისია პირველი შესხურებიდან 28 დღის განმავლობაში.

რინევოაირის გამოყენება ორსულებში დასაშვებია მეორე ტრიმესტრიდან, ექიმის კონსულტაციით (არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ კომპონენტს და არ იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას).

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები

ინახება გრილ, მშრალ ადგილას,  სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. პროდუქტი არ გამოიყენება, თუ ბოთლი გახსნილი ან დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა

40 მლ ბოთლი, ნაზალური დისპენსერით.

მწარმოებელი

Shedir Pharma, იტალია

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები