ალუციტი 100მლ სუსპ

96470
მარაგშია
25.85 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტაციდური საშუალებები ჯენერიკიAlgedrate+Magnesium hydroxide+Simethicon გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.85 

ალუციტი

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:ალუციტი

მოქმედი ნივთიერება(სად): ალუმინის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, სიმეთიკონი.

წამლის ფორმა:სუსპენზია 100 მლ ფლაკონებში.

შემადგენლობა

5 მლ სუსპენზია შეიცავს:  

აქტიურ ნივთიერებებს: ალუმინის ჰიდროქსიდს - 405 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდს - 100 მგ, სიმეთიკონს - 125 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: სორბიტოლი 70%, მანიტოლი, წყალბადის ზეჟანგი კონც., მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინატი, ეთანოლი 95%, მწარე პიტნის ზეთი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.

ათქ კოდი: A02AF02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ალუციტი მრავალკომპონენტიანი ანტაციდური, შემომგარსველი, მაადსორბირებელი ადგილობრივი მოქმედების საშუალებაა ალუმინისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობით. პრეპარატი იწვევს ოპტიმალურ ბუფერულ ეფექტს - ინარჩუნებს pH-ის მნიშვნელობას კუჭში 3,5-4,0 ფარგლებში. გააჩნია მაქსიმალური მჟავამანეიტრალებელი ეფექტი. პრეპარატი ახდენს პეპსინის და ნაღვლის მჟავების ადსორბციას, აძლიერებს ლორწოს წარმოქმნას და PgE2 პროსტაგლანდინების სინთეზს, გარს ეკვრის ლორწოვან გარსს და გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება, წარმოქმნის დამცავ ფენას დაზიანებულ ქსოვილზე და აძლიერებს ქვედა ეზოფაგალური სფინქტერის ტონუსს. შემადგენლობაში ჩართული ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება - სიემთიკონი ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას ფაზების გაყოფის საზღვარზე, რაც აფერხებს გაზის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და არსებულ მასაში.

სიმეთიკონი ანტაციდებთან გამოყენებისას აძლიერებს მათ შემომგარსველ ეფექტს და ამით იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან, აქრობს მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს (ტკივილი, ბოყინი ჰაერით, შებერილობის შეგრძნება, ყურყური მუცელში).

პრეპარატის წამლის ფორმა ქმნის მისი კუჭის ლორწოვან გარსზე თანაბრად განაწილების და ეფექტის გახანგრძლივების პირობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება და არ არღვევს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს.

ალუმინის ჰიდროქსიდი ანეიტრალებს კუჭში ჭარბ მარილმჟავას ალუმინის ქლორიდის წარმოქმნით. მარილმჟავას მოქმედების ქვეშ ალუმინის ქლორიდი გარდაიქმნება ალუმინის ტუტე მარილებად, რომელიც ცუდად რეზორბირდება, მაგრამ გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. ამასთან სისხლის შრატში ალუმინის იონების შემცველობა პრაქტიკულად არ იცვლება.

მაგნიუმის ჰიდროქსიდი ასევე ანეიტრალებს მარილმჟავას კუჭში, მაგნიუმის ქლორიდად გარდაქმნით. ნაწლავებში ეს მარილი წარმოქმნის ცუდად რეზორბირებად მაგნიუმის კარბონატს და არსებითად არ ცვლის მაგნიუმის იონების კონცენტრაციას სისხლში.

თირკმელების  ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში მაგნიუმის და ალუმინის იონების დონე სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს ტოქსიკურ სიდიდეებამდე მათი დარღვევით შეყვანის შედეგად.

სიმეთიკონიმოქმედებს მთელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ინერტულ ნაერთს წარმოადგენს. იგი გავლენას არ ახდენს სხვა ნივთიერებების შეწოვაზე, არ კუმულირდება და ხელს არ უწყობს კუმულაციას, არ ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის Ph-ს და ქიმიურ გარემოს და უცვლელი სახით გამოიყოფა.

პრეპარატი მოქმედებს 3-5 წუთის შემდეგ ეფექტის ხანგრძლივობით 3 საათამდე.      

ჩვენებები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია, მეტეორიზმი (ჭარბი აირწარმოქმნით ნაწლავებში).

გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიები; პეპტიური წყლული; დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარი;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • დუოდენოგასტრალური რეფლუქსი;

ასევე შეიძლება მიღება ეპიგასტრიუმში დისკომფორტისა და ტკივილის, გულძმარვის, ბოყინის დროს, რომელიც ვითარდება არასწორი კვების, ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის ჭარბად მოხმარების შედეგად.

მიღების წესი და დოზები

სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის.

მოზრდილები იღებენ 10 მლ-ს დღე-ღამეში 4-ჯერ ჭამიდან 1 საათის შემდეგ (თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული).

რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ მოკლე დროში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.

ეპიზოდურად გამოყენების დროს(დისკომფორტი არასწორი კვებისას) - ერთჯერადად 10 მლ.

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ მოზრდილების დოზის ½).

გვერდითი მოქმედება

თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში შესაძლებელია ალუმინით, მაგნიუმით ინტოქსიკაციის განვითარება. ძვალ-სახსროვანი დაავადებების და ალცჰეიმერის დაავადების გამწვავება (ხანდაზმულებში). იშვიათ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრივშესაძლოა გამოვლინდეს გემოს დარღვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა.  

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (სისხლის შრატში მაგნიუმის და ალუმინის იონების კონცენტრაციის მატების საფრთხის გამო, თირკმელებით მათი გამოყოფის შენელების მიზეზით); 10 წლამდე ასაკის ბავშვები.

წამლის ურთიერთქმედება

სამკურნალო პრეპარატებთან: ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან, ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებთან, საგულე გლიკოზიდებთან, რკინის მარილებთან, ციპროფლოქსაცინთან, ფენოტიაზინთან, იზონიაზიდონთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ინდომეტაცინთან და კეტოკონაზოლთან და სხვებთან ერთად მიღებისას პრეპარატს გააჩნია მათი თერაპიული ეფექტის შემცირების უნარი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით; ალკოჰოლიზმით და ეპილეფსიით დაავადებულებმა.

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას მიღებებს შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატს ნიშნავენ თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში - განსაკუთრებული სიფრთხილითა და მკურნალი ექიმის კონტროლის ქვეშ.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას რეკომენდებულია ფოსფორის და მაგნიუმის შემცველობის კონტროლი სისხლში.

პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შეცვლას, არ არღვევს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  

სიფრთხილით გამოიყენება

ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში; ალკოლოზმით და ეპილეფსიით დაავადებულებში; ორსულ ქალებში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის ცვლის დარღვევის ნიშნები (სისუსტე, ძვლების ტკივილი, კანის სიწითლე, არაადეკვატური ქცევა).

მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ დაუშვათ გაყინვა! მოარიდეთ ბავშვებს!

ვარგისობის ვადა:

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

ეს შპს „REMEDY GROUP“

უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, 100069, ალმაზარის რაიონი, იანგი ალმაზარის ქუჩა, 51.

ტელ./ფაქსი: + (99871) 248 02 05 

ლიცენზიის მფლობელი

„CITCO CHEMICALS LTD“, ინგლისი

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები