ცაინფ-ვიტ. D3 400სე/წვ 10მლ

95820
-28%
მარაგშია
27.49 
19.66 
დანაზოგი: 7.83 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
27.49 
19.66 
დანაზოგი: 7.83 ₾ (28%)

ცაინფარმა - ვიტამინი D3 400 სე საბავშვო წვეთები

საკვები დანამატი

საერთაშორისო დასახელება

ქოლეკალციფეროლი (Colecalciferolum).

შემადგენლობა

საშუალო-ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, ვიტამინი D3, ანტიოქსიდანტი ტოკოფეროლი.

1 წვეთი შეესაბამება ვიტამინი D3-ს 400 სე/10 მკგ-ს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები.

თვისებები

ვიტამინი D3 აუცილებელია ბავშვების ძვლების ზრდა-განვითარებისთვის და ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

პროდუქტის ოპტიმალური შემადგენლობა განაპირობებს მაღალ ბიოშეღწევადობასა და სწრაფ ეფექტს.

იგი შეიცავს ტოკოფეროლს ანტიოქსიდანტის სახით, რაც პროდუქტს ხანგრძლივ სტაბილურობას უნარჩუნებს.

საწვეთური უზრუნველყოფს მარტივ და სწორ დოზირებას.

აქვს ნეიტრალური გემო და სუნი.

არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

აქვს ალერგიული რეაქციების გამოწვევის მინიმალური რისკი.

მიღების წესი

მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით საპროფილაქტიკო და სამკურნალო დოზები ინიშნება 1 თვის ასაკიდან.  საკვები დანამატის მიღების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციის გარეშე  გამოიყენება საკვებთან ერთად 1 წვეთი დღეგამოშვებით 4-9 წლის ასაკში, 10 წლიდან 1 წვეთი დღეში ერთხელ. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება

საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად ექიმის კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პროდუქტს აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

მაგნიუმის სტეარატს,

ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს,

კონსერვანტებს,

გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს..

შენახვის პირობები

ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

გაცემის ფორმა

III ჯგუფი ურეცეპტო.

მწარმოებელი

ცაინფარმა, ZeinPharma Germany GmbH.

გერმანია.