ა-ფერინი ფორტე #30ტ

11267
მარაგშია
10.59 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიპირეტული ანალგეტიკები ჯენერიკიParacetamol+Chlorpheniramin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.59 
ა-ფერინი ფორტე
A-FERIN FORTE

საერთაშორისო დასახელება - paracetamol


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
# 30 ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი საშუალება. იგი ზეგავლენას არ ახდენს თრომბოციტების აგრეგაციასა და პროთრომბინის სინთეზზე.
პერორალური მიღების შემდეგ, სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი 15-30 წუთში ვლინდება.
ქლორფენირამინის მალეატი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც აქრობს ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას, ცხვირისა და ყელის ქავილს და ცრემლდენას.

მიღების წესები და დოზები
უფროსები და > 12 წლის ასაკის ბავშვები:
1 ტაბლეტი 4 ან 6 საათში ერთხელ.
დღეში 6 ტაბლეტზე მეტი არ გამოიყენება.

გამოყენების ჩვენებები:

ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები ნაჩვენებია გრიპისა და გაციებასთან დაკავშირებული ცხვირიდან გამონადენის, ცემინების, ცხვირისა და ყელის ქავილის, თავის ტკივილის, უნთების ტკივილის, ანგინის, სისუსტის, ცხელების, რინიტის, თვალებიდან ცრემლდენისა და ქავილის სამკურნალოდ.

გვერდითი მოვლენები

კანზე გამონაყარი, გაორებული მხედველობა, თავბრუ, იშვიათად კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, მოდუნება და პირის სიმშრალე.
არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება

ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ავლენენ რისკს ნაყოფისათვის, ადამიანებზე კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველებზე არსებულმა კვლევებმა გამოავლინეს უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე, თუმცა კარგად კონტროლირებულმა კვლევებმა ორსულ ქალებში ნაყოფის მიმართ რისკი არ დაადასტურეს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორსულობის დროს იგი არ გამოიყენება.
მეძუძურებში გამოყენება: პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტებით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია წამლებთან ურთიერთქმედება.

განსაკუთრებული მითითებები

ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, რამაც შეიძლება სერიოზული ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუ ტემპერატურის დაწევა და კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება და ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 7 დღეზე მეტ ხანს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს თავის ტკივილი, თავბრუ, ნევროზულობა, ჰალუცინაციები, კონვულსიები და არითმიები.
ამ დროს აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და სიმტომატური მკურნალობის დაწყება.
პირველი 16 საათის განმავლობაში გამოიყენება აქტივირებული ნახშირი ან პარაცეტამოლის სპეციფიკური ანტიდოტი, N-აცეტილცისტეინი. თუ დაგეგმილია N-აცეტილცისტეინის გამოყენება, აქტივირებული ნახშირის მოცილება აუცილებელია კუჭის გამორეცხვით, ან თუ მისი გამოყენება არ შეიძლება, შეიძლება გამოვიყენოთ ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ანტიჰისტამინურმა საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების ეფექტები.
MAO-ს ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ და გაახანგრძლივონ ანტიჰისტამინურების ანტიმუსკარინული და სედაციური (ცენტრალური დეპრესანტი) ეფექტები. არ შეიძლება მათი ერთდროული გამოყენება.
ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ალკოჰოლი ახანგრძლივებენ პარაცეტამოლის ნახევრად დაშლის პერიოდს.
ანტიკონვულსანტებმა და სტეროიდულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიონ ფერმენტების ინდუქცია ღვიძლში ხანგრძლივი გამოყენებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს პარაცეტამოლის ეფექტურობის დაქვეითება.
მეტოკლოპრამიდმა შეიძლება დააჩქაროს პარაცეტამოლის შეწოვა.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ბილიმ ფარმასიუტიკალს

თურქეთი