ნაფ 20მლ ორალ/სპრეი

96870
მარაგშია
55.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები ჯენერიკიSodium fluoride გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
55.00 

ნაფ (NaF)სპრეი

შემადგენლობა

ნატრიუმის ფტორიდი (NaF ), ქსილიტოლი.

 

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება  / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაფ (NaF)სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეიa, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას.

ნატრიუმის ფტორიდი (NaF):ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:

ü  ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს;

ü  მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში;

ü  ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ;

ü  ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს.

ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალია  საკვები შაქრის იდენტური გემოთი.

ü  სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან;

ü  ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის;

ü  ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას;

ü  სხვა შაქრებისგან განსხვავებით  არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის  პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას.

 

ჩვენება

  • კბილის ამოჭრის დაგვიანება;
  • კბილის კარიესი;
  • კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა;
  • თმის ცვენა და მტვრევადობა.

 

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

2 კვირიდან – 2 წლამდე ასაკში: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-);

2-4 წლის ასაკში: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-);

4 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 4 გაფრქვევა დღეში  (1 მგ F-).

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.  

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ.

 

გამოშვების ფორმა

ორალური სპრეი 20 მლ, შაქრის არომატით.

 

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე.

 

მწარმოებელი

Biotrading,  მარსალა, იტალია        

კომპანია

ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი