ლონგიმინი 400მგ #60კაფს

97013
-29%
მარაგშია
150.00 
107.25 
დანაზოგი: 42.75 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიCurcuma longa * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
150.00 
107.25 
დანაზოგი: 42.75 ₾ (29%)

ლონგიმინი

1 კაფსულა შეიცავს:

400 მგ ველური კურკუმის (Curcuma longa) ფესვების ექსტრაქტს

შემადგენლობა: CurQLife® (ველური კურკუმის – Curcuma Longa L. ფესვების ექსტრაქტი – 95 %, 40 მგ კურკუმინოიდი), კაფსულის გარსი(ჯელატინი, გლიცერინი), ემულგატორები (პოლიეთილენგლიკოლი 200, პოლისორბატი 20) ნატურალური საღებავი (ანატოს ექსტრაქტი), არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.

ფარმაკოლოგიურიჯგუფი: საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები

 

ინფორმაცია დიეტურ დანამატ-ლონგიმინზე

ლონგიმინი-ეს არის ჯინჯერისებრთა ოჯახის მცენარის ველური (Curcuma Longa L.),  კურკუმის ფესვებისგან  უახლესი ლიპოსომური ტექნოლოგიით (HLB Technology Hydrophilic Lipophilic Balance) მიღებული პროდუქტი, აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს კურკუმინის მაღალ ბიოშეღწევადობას, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს აითვისოს ის სუფთა კურკუმინთან შედარებით 48-ჯერ უფრო ადვილად.

 

კურკუმის სასარგებლო თვისებები ცნობილია ჯერ კიდე ძველი დროიდან.

В-ჯგუფის, Е, К, С, РРვიტამინებთან, მაკრო – (კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი)და მიკროელემენტებთა (მარგანეცი, სელენი, რკინა, თუთია, სპილენძი) ერთად კურკუმა შეიცავს ბიოფლავონოიდ – კურკუმინს, რომელსაც გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიური თვისებები, გამოიყენება, როგორც ბუნებრუვიანტიდეპრესანტი.

 

მიმდინარეობს აქტიური კვლევა კურკუმინის სიმსივნისსაწინააღმდეგო აქტივობაზე.

 

მეცნიერული კვლევის მონაცემები მოწმობს, რომ კურკუმინი აქტიურად უწყობს ხელს  ყველა ორგანოსა და სისტემის ჯანმრთელობას: აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ,,მავნე“ ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, აქრობს ანთებას და ტკივილს სახსრების დაავადებების დროს, ასუფთავებს და იცავს ღვიძლის უჯრედებს ნეგატიური ფაქტორებისგან.

 

კურკუმინს  გააჩნია:

• ანთებისსაწინააღმდეგო (ანთების მედიატორებზე ახდენს მეტაბოლურ ზეგავლენას, ამცირებს ანთებით პროცესზე  პასუხისმგებელი პროსტაგლანდინების დონეს სისხლში)

• ანტივირუსული

• იმუნომოდულაციური

• სისსივნისსაწინააღმდეგო (კლავს სიმსივნურ უჯრედებს, არ მოქმედებს ჯანსაღ უჯრედებზე)

• დაჟანგვისსაწინააღმდეგო (იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან)  მოქმედება.

 

კურკუმინი ხელ უწყობს:

• ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში და სარძევე ჯირკვლებში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

• ჰორმონული ბალანსის ნორმალიზებას, ავლენს ანტიესტროგენულ ეფექტს

• ინსულინზე რეცეპტორების მგრძნობელობის მომატების გზით-სისხლში გლუკოზის შემცველობის ნორმალიზებას

• კანის ანთებითი პროცესების შემცირებას, გამოიყენება კანის ინფექციებთან საბრძოლველად, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

 

კურკუმინი ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის  დისფუნქციის, დიაბეტის, ჰიპერტონიის, ონკოლოგიური პრობლემების დროს. ამავე დროს კურკუმინი ავლენს თავის თვისებებს არა რომელიმე კონკრეტული ორგანოს, არამედ მთელი ორგანიზმის  მიმართ, ამიტომ ის ეფექტურია ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევის, ინტოქსიკაციების, ანთებისკენ მიდრეკილების დროს. კურკუმინის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების შესწავლა დღემდე გრძელდება.

 

ლონგიმინის უპირატესიბები:

 

ü  ხარისხის გარანტია (დამზადებულია აშშ-ში, GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით

ü  გაიარა კლინიკური კვლევა

ü  შეიცავს კურკუმინს CurQLife®, რომლიც ადვილად ათვისებადია

ü  წარმოების ტექნოლოგიის პატენტი (№ US 8632815 B2)

 

* ამ ფორმით საშუალებას აძლევს ორგანიზმს აითვისოს ის სუფთა კურკუმინთან შედარებით 48-ჯერ უფრო ადვილად.

 

გამოყენება რეკომენდებულია

გამოიყენება როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური დიეტოლოგიური პირობების შექმნის და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების მიზნით. სამეცნიერო კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ კურკუმინოიდები შთანთქავენ სუპეროქსიდურ რადიკალებს, ასევე ანეიტრალებენ სინლეტის ჟანგბადს, გააჩნიათ დადასტურებული მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტურობა. კურკუმინოიდებს შეუძლიათ ჰიდროქსილური რადიკალებით გამოწვეული  დნმ-ის დაზიანების შემცირება, ხელს უწყობენ გარემო მავნე ზემოქმედების (ალკოჰოლი, ვირუსები,  ულტრაიისფერი გამოსხივება, კანცეროგენული ნივთიერებები და სხვ.) მიმართ ორგანიზმის მდგრადობის მომატებას, აქვთ, ასევე, მეტაბოლური ზეგავლენა ანთების მედიატორებზე, ამცირებენ ანთებაზე პასუხისმგებელი  პროსტაგლანდინების დონეს.

 

სიფრთხილის ზომები

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გამოიყენება: 12-წლამდე ასაკის ბავშვებში, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებში. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე, თუ სახურავის ქვეშ ლუქი არ არის ან დაზიანებულია. გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

მიღების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წელზე ზევით_1კაფსულა 2-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს. დოზა შეიძლება შეიცვალოს ექიმის დანიშნულებით. მიაყოლეთ სკმარისი რაოდენობით წყალი, არ დაღეჭოთ, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

 

გამოყენების ვადები

მკურნალობის კურსის საშუალო პერიოდია 1-3 თვე. შემდგომი მიღება და განმეორებითი კურსის შესაძლებლობა შეათანხმეთ ექიმთან.

 

გამოშვების ფორმა

301ნ 60 რბილი ჟელატინის კაფსულა ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

1 კაფსულის მასა – 578მგ ±10%.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილასს, ტემპერატურა არა უმეტეს 25 °C.

 

ვარგისიანობის ვადა: დამზადების თრიღიდან 36 თვე.

 

მწარმოებელი:

Earth’s Creation USA, 18 Page Court,

Travelers Rest, SC 29690, США.

 

საბუთების მფლობელი:

ZANDRA LIFE SCIENCES PVT. LTD.,

ინდოეთი.

 

 

მსგავსი პროდუქტები