სიმბიკორტი 80/4.5მკგ120დ(თურქ)

96646
არ არის მარაგში
33.10 
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბრონქოლიზური პრეპარატები ჯენერიკიFormoterolum+Budesonidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
33.10 

 

სიმბიკორტი® პედიატრიული (6-12) ტურბუჰალერი® 80/4.5 მკგ/დოზის საინჰალაციო ფხვნილი

გამოიყენება სასუნთქი გზების საშუალებით

  • მოქმედი ნივთიერება: ბუდესონიდი, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი
  • დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (შეიცავს რძის პროტეინებს -მიღებულია  მსხვილფეხა რქოსანიდან).

 

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა დაბალიდოზა არ მიიღოთ.

 

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®?
  2. სიმბიკორტ® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® შენახვა

 

1. რა არის და რისთვის გამოიყენება სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®?

სიმბიკორტი®პედიატრიული ტურბუჰალერი® არის ინჰალატორი, შეიცავს ორ განსხვავებულ წამალს:ბუდესონიდს და ფორმოტეროლს.

  • ბუდესონიდი ,,კორტიკოსტეროიდის’’ სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. მისი ეფექტი ფილტვებში არსებული შეშუპებისა და ჩირქოვან ანთების შემცირებით ვლინდება.
  • ფორმოტეროლი ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტების ანდა ,,ბრონქოდილატატორების’’ სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. მისი ეფექტი სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით ვლინდება, რაც ადვილად სუნთქვას უზრუნველყოფს.
  • სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® 1 ცალ ინჰატორის შემცველ შეფუთვაშია წარმოდგენილი. ინჰალატორს თეთრი ფერის კორპუსი და წითელი ფერის დოზის  ჩატვირთვის სამაჯური აქვს. ჩასუნთქვის საშუალებით სასუნთქ გზებში გატარებული ფხვნილი თეთრი ფერისაა. თითოეული ინჰალატორი 120 დოზას შეიცავს.
  • ექიმი, ამ წამალს ასთმის სამკურნალოდ გამოგიწერთ. გამოიყენება ასთმის სიმპტომების გაუმჯობესების და კონტორლის მიზნით. ასთმის მძიმე ფორმების მქონე ავადმყოფებისთვის ეს პრეპარატი არ არის შესაბამისი.

ეს წამალი ასთმის მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებისთვის არ არის განკუთვნილი.  ამ წამლის  ასთმის სამკურნალოდ გამოწერა ორი განსხვავებულუ ფორმით შეიძლება:

ა. ზოგიერთ ავადმყოფთან ასთმის ორი ინჰალატორი ერთდროულად ინიშნება: სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® და "სამაშველო ინჰალატორი".

  • ეს პიროვნებები სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერს® ყოველდღე იყენებენ, აღნიშნულის წყალობით ასთმის სიმპტომების გამოვლენა არ ხდება.
  • ,, სამაშველო ინჰალატორი’’ ასთმის სიმპტომების გამოვლენისას, სუნთქვის კვლავ გაადვილების მიზნით გამოიყენება.

ბ.  ზოგიერთ ავადმყოფთან ასთმის ინჰალატორის სახით მხოლოდ სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ინიშნება.

  • ეს პიროვნებები სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერს® ყოველდღე იყენებენ, აღნიშნულის წყალობით ასთმის სიმპტომების გამოვლენა არ ხდება.
  • ასთმის სიმპტომების შემსუბუქებისთვის დამატებითი დოზის საჭიროების შემთვევაში, სუნთქვის გაუმჯობესებისთვის ისევ სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერს® იყენებენ, აღნიშნულისთვის  ცალკე დამატებითი ინჰალატორი არ არის საჭირო.

2. სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ, ბუდესონიდის, ფორმოტეროლის ანდა წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერების- ლაქტოზის (დაბალი რაოდენობით რძის პროტეინს შეიცავს)  მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა)გაქვთ.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®   ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით  გამოიყენეთ

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®    გამოყენებამდე ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • თუ, დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი) გაქვთ,
  • თუ, ფილტვების ჩირქოვანი ანთება(ინფექცია) გაქვთ,
  • თუ, მაღალი არტერიული წნევა  გაქვთ ანდა  გულთან დაკავშირებული  პრობლემა გქონდათ(გულის ცემის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიების შევიწროება ანდა  გულის უკმარისობა),
  • თუ, ფარისებრი ჯირკვლის ანდა თირკმელზედა ჯირკვალთან დაკაშირებული პრობლემა გაქვთ,
  • თუ, სისხლში კალიუმის დონე მაღალი გაქვთ,
  • თუ, ფილტვების სერიოზული დაავადება გაქვთ

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა ამჟამად თქვენთან  ვლინდება,  თქვენს ექიმს აცნობეთ.

 

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   გამოყენებამდე თქვენს ექიმს მიმართეთ. თუ, ექიმი საწინააღმდეგოს არ გეტყვით, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®   არ გამოიყენოთ.
  • თუ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   გამოყენების პერიოდში ორსულობა დადასტუდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   გამოყენება არ შეწყვიტოთ, მაგრამ სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ არსებული მდგომარეობა.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების პერიოდში სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   გამოყენებამდე ექიმის კონუსტაცია მიიღეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების მოლოდინი  არ არსებობს.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® შემადგენლობაში ერთგვარი შაქარი- ლაქტოზაა წარმოდგენილი. თუ, ექიმის მოერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ წამლის გამოყენებამდე ექიმს გაესაუბრეთ. ძირითდად, ამ წამლის შემადგენლობაში არსებული ლაქტოზის რაოდენობა იმდენად დაბალია, რომ ლაქტოზის მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებს პრობლემა არ უნდა შეუქმნას.

დამახმარე ნივთიერება ლაქტოზა,რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს,  შეიცავს დაბალი რაოდენობით რძის პროტეინებს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, პრეპარატს სხვა წამლებთან ერთად იყენებთ ანდა  ბოლო პერიოდში გამოიყენეთ, გთხოვთ, აღნიშნული თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს იყენებთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ:

  • თვალის შიგა წნევის მომატების (გლაუკომა) მკურნალობისას გამოყენებული თვალის წვეთები (თიმოლოლის მსგავსი), მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკერები (ათენოლოლი ანდა პროპანოლოლის მსგავსი),
  • გულის ცემის რითმის დარღვევისას გამოყენებული წამლები (ქინიდინი),
  • გულის უკმარისობის დროს გამოყენებული წამლები (დიგოქსინის მსგავსი),
  • მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები (ფუროსემიდის მსგავსი),
  • ორალური გზით მისაღები სტეოიდები (პრედნიზოლონის მსგავსი),
  • ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ქსანტინის წამლები (თეოფილინი ანდა ამინოფილინის მსგავსი),
  • სასუნთქი გზების სხვა გამაფართოებლები (სალბუტამოლის მსგავსი),
  • დეპრესიის და შფოთვების დროს გამოყენებული  ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი და ნეფაზოდონის მსგავსი),
  • სერიზოული ფსიქიკური დაავადებების დროს გამოყენებული ფენოთიაზინის წარმოებული წამლები (ქლორპრომაზინი და პროქლორპერაზინის მსგავსი),
  • აივ ინფექციის(შიდსი) სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (პროტეაზას ინჰიბიტორი რიტონავირის მსგავსი),
  • სოკოვანის ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, კლარიტრომიცინი და  ტელიტრომიცინის მსგავსი),
  • პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები(ლევო-დოფას მსგავსი),
  • ფარისებრი ჯიკრვლის დაავადების და ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ლევო-თიროქსინის მსგავსი),
  • ანტიბიოტიკები (კლარიტრომიცინის და ტელიტრომიცინის მსგავსი),
  • ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ალკოჰოლი, ოქსიტოცინი
  • ტერფენადინი, დისოპირამიდი,
  • ბეტა- 2 აგონისტები (სალბუტამოლი, ტერბუტალინი, ინდაკატეროლი, ვილანტეროლი, ოლოდატეროლის შემცველი და ბეტა-2 რეცეპტორების მასტიმულირებელი წამლები),
  • ჰალოგენური ნახშირწყალბადის სტრუქტურის (იზოფლურანი, დესფლურანი, ქლოროფორმი, ტრიქლოროეთილენი, ჰალოტანი, ენფლურანი და სევოფლურანის მოქმედ ნივთიერებების შემცველი) ანესთეზიური წამლები.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გეხებათ ანდა  დარწმუნებული არა ხართ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  გამოყენებამდე  ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გარდა ამისა, თუ, ოპერაციისთვის ანდა სხვა სახის მკურნალობისთვის  ზოგადი ანესთეზია  გესაჭიროებათ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორგამოიყენება სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  ?

სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:

  • სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®   ყოველთვის ექიმის, ექთნის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ამ პირებიდან რომელიმეს დაუკავშირდით.
  • სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® იმის მიუხედავად, რომ ასთმის სიმპტომები არა გაქვთ, ყოველდღე,  რეგულარულად  გამოყენება..
  • ექიმი, ასთმის სიმპტომების გამოვლენას რეგულარულად  გაგიკონტროლებთ.

თუ, ასთმის სამკურნალოდ რომელიმე სტეროიდულ ტაბლეტს ღებულობთ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  გამოყენების დასაწყისში ექიმმა შეიძლება ტაბლეტის დოზა შეამციროს. თუ, ორალურ სტეროიდს ტაბლეტირებული ფორმით დიდი ხანია ღებულობთ, ექიმი პერიოდულად შეიძლება სისხლის ანალიზების გადამოწმებას მოითხოვს. ორალური სტეროიდული ტაბლეტის დოზის შემცირებისას, ზოგადად, შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, გულმკერდის მხრივ სიმპტომებმა შეიძლება იმატოს კიდეც. ასევე შეიძლება გამოვლინდეს: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება,  გამონადენი ცხვირიდან,  სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, სიწითლე ანდა ეგზემის მსგავსი პრობლემები.  თუ, ამ სიმპტომებიდან რომელიმე ძალიან შეგაწუხებთ ანდა თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება გამოვლინდება, მაშინვე ექიმს მიმართეთ. თუ, ალერგიული ანდა სახსრების ანთებასთან დაკაშირებული ნიშნები განვითარდება, სხვა წამლის მიღება შეიძლება დაგჭირდეთ. სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენების გაგარძელების საკითხთან დაკავშირებით ექიმს გაესაუბრეთ.

ექიმი, სტრესული მდგომარეობის პერიოდებში (მაგ. გულმკერდშიდა ინფექციის ანდა ოპერაციამდე) ჩვეულ მკურნალობასთან ერთად  შეიძლება სტეროიდულ ტაბლეტებს დაგიმატებთ.

ასთმის სიმპტომების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თუ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  გამოყენებისას, სუნთქვა შეგეკვრებათ ანდა ხიხინი გამოვლინდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  გამოყენება უნდა გააგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს  რაც შეიძლება სწრაფად ექიმს უნდა მიმართოთ, რადგანაც შეიძლება  დამატებითი მკურნალობა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ:

  • თუ, სუნთქვის გაძნელება  გაუარესდება ანდა ღამით ასთმის სიმპტომებით ხშირად გაგეღვიძებათ,
  • თუ, დილაობით მკერდში ზეწოლის შეგრძებას იგრძნობთ ანდა  მკერდში მოჭერის შეგრძნება  ჩვეულ დროზე მეტად გახანგრძლივდება.

აღნიშნული ნიშნები შეიძლება თქვენი მდგომარეობის  უმართავობას მიანიშნებდეს და სასწრაფოდ  სხვა ანდა დამატებითი მკურნალობა შეიძლება დაგჭირდეთ.

ასთმა

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ასთმის სამკურნალოდ ორი განსხვავებული ფორმით შეიძლება დაინიშნოს.  სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   დოზა და დროის ინტერვალი დამოკიდებულია ექიმის მიერ დაწერილ დანიშნულებაზე:

ა. თუ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®   ანდა ,, სამაშველო ინჰალატორი’’ დაგენიშნებათ ა) წაიკითხეთ სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   და გარდა ამისა სამაშველო ინჰალატორის გამოყენების შესახებ ნაწილი.

ბ. თუ, ასთმის ინჰალატორის სახით მხოლოდ მონოთერაპიის სახით სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  დაგენიშნათ, ბ)სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  მონოთერაპიის სახით გამოყენების ნაწილი წაიკითხეთ.

ა) სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® და სამაშველო ინჰალატორის გამოყენება

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ყოველდღე გამოიყენეთ. აღნიშნულის   წყალობით ასთმის სიმპტომების გამოვლინება ფერხდება.

ზრდასრულები (18 წელი და მეტი):

  •  ჩვეული დოზაა: 1-2 ინჰალაცია  2-ჯერ დღეში.
  • ექიმმა დოზა შეიძლება გაგიზარდოთ: 4 ინჰალაცია 2 ჯერ დღეში.
  • თუ, დაავადების ნიშნები კარგად გაკონტროლდება, ექიმი დოზას შეიძლება შეამცირებს-  დღეში ერთხელ მიღებამდე.

მოზარდები (12-17 წელი):

  • ჩვეული დოზაა: 1-2 ინჰალაცია  2-ჯერ დღეში.
  • თუ, დაავადების ნიშნები კარგად გაკონტროლდება, ექიმი დოზას შეიძლება შეამცირებს-  დღეში ერთხელ მიღებამდე.

6 წალამდე ასაკის ბავშვები:

  • სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენება 6 წალმდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

თქვენი ექიმი(ანდა ექთანი) ასთმასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ასთმის სიმპტომების კონტროლისთვის წამლის მაქსიმალურად ეფექტურ და  მინიმალიურ დოზას შეგირჩევთ. ექიმთან ( ანდა ექთანთან) კონსულტაციის გარეშე დოზა თავად არ შეარჩიოთ.

ასთმის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა ,,სამაშველო ინჰალატორის’’ გამოყენება. სამაშველო ინჰალატორი შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ, ამიტომ ყოველთვის თან იქონიეთ. ასთმის სიმპტომების გაუმჯოებესებისთვის გამოიყენეთ სამშველო ინჰალატორი და არა  სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®.

ბ). სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® მონოთერაპიის(მხოლოდ ერთი ინჰალატორი) სახით  გამოყენება

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ამ ფორმით მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და  12 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ყოველდღე გამოიყენეთ. აღნიშნულის წყალობით ასთმის სიმპტომების გამოვლენა შეფერხდება. შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ მოცემული დოზები:

  • დილით 1 ინჰალაცია და საღამოს 1 ინჰალაცია

და ან

  •  დილით 2 ინჰალაცია

და ან

  • საღამოს 2 ინჰალაცია

გარდა ამისა, ასთმის სიმპტომების გამოვლენისას სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ,, სამაშველო ინჰალატორი’’ .

  • თუ, ასთმის სიმპტომები გამოვლინდება, 1 ინჰალაცია მიიღეთ და რამდენიმე წუთი დაიცადეთ.
  • თუ, თავს კარგად არ იგრძნობთ, კვლავ მიიღეთ ინჰალაცია.
  • ერთჯერადად 6 ინჰალაციაზე მეტი არ მიიღოთ.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® ყოველთვის თან იქონიეთ, ასე ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხევვაში გამოიყენებთ.

ნორმალურ პირობებში, დღეში 8 ინჰალაციაზე მეტი დოზის გამოყენების საჭიროება არ არის. თუმცა,  ექიმმა შეიძლება დროებით დღეში 12 ინჰალაციამდე გამოყენების ნება დაგრთოთ.

თუ, რეგულარულად დღეში 8  ანდა უფრო მეტი ინჰალაციის საჭიროებას გრძნობთ, ექიმს გაესაუბრეთ. ამ დროს შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის შეცვლა.

24 საათში ჯამში 12 ინჰალაციაზე მეტი არ გამოიყენოთ.

თუ, ვარჯიშის დროს ასთმის სიმპტომები გამოვლინდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი® გამოიყენეთ ისე, როგორც აქ არის განმარტებული, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  ასთმის სიმპტომების გამოვლენის შეფერხებისთვის ვარჯიშის დაწყებამდე არ უნდა გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

მიცემის გზა და მეთოდი:

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® პირველად გამოყენებისთვის მომზადება

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® პირველად გამოყენების დაწყებამდე ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას გაეცანით.

  • სახურავი დატრიალების საშუალებით მოხსენით. სახურავის დატრიალებისას შეიძლება წკაპუნის ხმას გაიგონოთ.
  • ტურბუჰალერი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ დოზის ჩატვირთვის წითელი სამაჯური ქვემოთ იყოს მიმართული.
  • დოზის ჩატვირთვის წითელი  სამაჯური ერთი მიმართულებით რაც შეიძლება მაქსიმალურად დაატრიალეთ. შემდეგ მეორე მხარეს შეძლებისდაგვარად დაატრიალეთ (ჯერ რომელ მხარეს დაატრიალებთ, მნიშვნელობა არ აქვს). ამ მოქმედების დროს ერთგვარი,,კლიკის’’ ხმა უნდა გაიგონოთ.
  • დოზის ჩატვირთვის წითელი სამაჯურის დატრიალების მოქმედება კვლავ ორივე მხარეზე გაიმეორეთ.
  • ტურბუჰალერი უკვე მოხმარებისთვის მზადაა.

როგორ უნდა მიიღოთ ინჰალაცია?

ინჰალაციის მიღების ყოველი საჭიროებისას ქვემოთ მოცემული მითითებები გაითვალისწინეთ.

1. სახურავი დატრიალების საშუალებით მოხსენით. სახურავის დატრიალებისას ერთგვარი კლიკის ხმა შეიძლება გაიგონოთ.

2. ტურბუჰალერი დაიჭირეთ ვერტიკალურად ისე, რომ დოზის ჩატვირთვის წითელი სამაჯური ქვემოთ იყოს მიმართული. (ფოტო-1)

3. ტურბუჰალერის ჩატვირთვისას პირის ნაწილს არ შეეხოთ.ტურბუჰალერში დოზის ჩატვირთვისთვის დოზის ჩატვირთვის წითელი სამაჯური ერთი მიმართულებით მაქსიმალურად დაატრიალეთ. შემდეგ მეორე მიმართულებითაც მაქსიმალურად დაატრიალეთ. (ჯერ რომელ მხარეს დაატრიალებთ, მნიშვნელობა არ აქვს). ამ მოქმედების დროს ერთგვარი,,კლიკის’’ ხმა უნდა გაიგონოთ. ტურბუჰალერი მხოლოდ გამოყენების საჭიროებისას ჩატვირთეთ. (ფოტო-2)

4. ტურბუჰალერი პირისგან შორს დაიჭირეთ. მსუბუქად ამოისუნთქეთ (ისე რომ თავისუფლად იყოთ). ტურბუჰალერში არ ჩაისუნთქოთ.

5. პირის ნაწილი ნაზად კბილებს შორის მოათავსეთ. ტუჩები დახურეთ. პირით ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ძლიერად და ღრმად. ტურბუჰალერის პირის ნაწილი კბილებით არ დაკბინოთ და არ დაღეჭოთ. (ფოტო-3)

6. ტურბუჰალერი პირიდან ამოიღეთ. შემდეგ ნაზად ამოისუნთქეთ. მიღებული წამლის დოზა ძალიან მცირეა, ამიტომ ინჰალაციის შემდეგ რაიმე სახის გემო არ უნდა იგრძნოთ. თუ, მითითებები სრულად შეასრულეთ,დოზის ინჰალირებაში და წამლის ფილტვებამდე გავრცელებაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ.

7. თუ, მეორე ინჰალაციის მიღებაა საჭირო,მე- 2-6 ეტაპები გაიმეორეთ.

8.  გამოყენების შემდეგ სახურავი მჭიდროდ დაახურეთ. (ფოტო-4)

9.  დილით ანდა საღამოს დოზის მიღების შემდეგ პირის ღრუ წყლით გამოივლეთ და გადანერწყვეთ.

 

ტურბუჰალერის გაწმენდა

პირის ნაწილის გარდა სხვა მონაკვეთი კვირაში ერთხელ მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. პირის ნაწილის გაწმენდისთვის წყალი ანდა სითხე არ გამოიყენოთ.

როდის უნდა დაიწყოთ ახალი ტურბუჰალერის გამოყენება?

  • როცა ტურბუჰალერი სავსეა, დოზის მაჩვენებელ ფანჯარაში 60-დან   ანდა                 120-დან დაწყებული დარჩენილ დოზას გიჩვენებთ, (ფოტი-5)
  • დოზის მაჩვენებელი 10 დოზიანი ინტერვალითაა მონიშნული, ამიტომ თითოეულ დოზას არ აჩვენებს.
  • პირის ნაწილის ქვემოთ არსებულ დოზის მაჩვენებლის ფანჯარაში წითელი ნიშნულის პირველად გამოჩენისას, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 20 დოზაა დარჩენილი. ბოლო 10 დოზისთვის დოზის მაჩვენებლის ფანჯრის ფერი წითელია. ,,0’’ მაჩვენებელი ფანჯრის შუა ნაწილში გადასვლისას, ახალი ტუბუჰალერის გამოყენება უნდა დაიწყოთ.

შენიშვნა:

  • ტუბუჰალერის დაცლის შემთხვევაშიც დოზის ჩატვირთვის სამაჯური დატრიალდება და ,,კლიკის’’ ხმასაც გამოსცემს.
  • ტურბუჰალერის შერყევის დროს გამოცემული ხმა  წამლიდან კი არა, არამედ ტურბუჰალერის შიგნით ნესტის შემწოვი ნივთიერებიდან წინ გადმოდის. შესაბამისად, ეს ხმა თქვენ ტურბუჰალერში წამლის დარჩენილ რაოდენობას არ გიჩვენებთ.
  • თუ, ტურბუჰალერს დოზის მიღებამდე შემთხვევით რამდენჯერმე ჩატვირთავთ, მაინც ერთ დოზას მიიღებთ. მაგრამ დოზის მაჩვენებელ ფანჯარაში ყველა ჩატვირთული დოზა  ჩაინიშნება.

თუ სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას ყველაზე ხშრად  შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:კანაკლი, თავის ტკივილი ანდა გულის ცემის გახშირება.

თუ, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, საჭირო სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®   ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, ეს დოზა მიიღეთ, მაგრამ თუ ძალიან გვიან გაგახსენდებათ და თითქმის მეორე დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის, ასევე სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერში®   არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

როგორც ყველა წამალმა, ასევე სიმბიკორტ® პედიატრიულმა ტურბუჰალერმაც®   შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნული ყველასთან არ ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავდმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

  • სახეზე, განსაკუთრებით პირის ირგვლივ (ენაზე და/ანდა ხახაში) შეშუპება ანდა სუნთქვის გაძნელებასთან ერთად ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი (ანგიოედემა) და /ანდა გონების დაკარგვის შემგრძნება. ჩამოთვლილის გამოვლინება ალერგიაზე მიანიშნებს. ეს გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება და 1.000 -დან   <1 ავადმყოფთან ვლინდება.
  • წამლის ინჰალირების შემდეგ უეცარი ხიხინის გამოვლინება  ძალიან იშვიათად ხდება და 10.000  ავადმყოფიდან <1  ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია, თუ რომელიმე თქვენთან ვლინდება, შეიძლება სასწაფო სამედიცინო დახმარება  ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

სხვა გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი სიხშირის: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.

სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენებისას თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. ეს სიმპტომები შეიძლება ფილტვების ინფექციის მაჩვენებელი იყოს:

  • ცხელება ანდა კანკალი
  • ლორწოს სეკრეციის გაძლიერება, ლორწოს ფერის ცვლილება
  • ჭარბი ხველა ანდა  ჩასუნთქვის გაძნელების მატება

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

  • პალპიტაცია(გულის ცემის შეგრძნება), კანკალი ანდა რხევა. ეს ეფექტები ძირითადად მსუბუქი გევერდითი ეფექტებია და სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® მოხმარების გაგარძლებისას  ალაგდება.
  • პირის ღრუში რძიანა (სოკოვანი ანთება). ტურბუჰალერის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს წყლით გამოვლების შემთხვევაში, მისი გამოვლენის ალბათობა ნაკლებია.
  • ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა და ხმის ჩახლეჩა
  • თავის ტკივილი
  • კანკალი(ტრემორი)
  • გულის ფრიალი (პალპიტაცია)

ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

  • დაღლილობის, გაღიზიანების ანდა აღელვების შეგრძნება
  • ძილის დარღვევა
  • გაბრუების შეგრძნება
  • გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)
  • გულის ცემის გახშირება
  • კანზე დალურჯებები
  • კუნთების კრუნჩხვები
  • მხედველობის შემღვრევა

იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

  • კანის გამონაყარი, ქავილი
  • ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების კუნთების შეკუმშვის გამო ხიხინის განვითარება).თუ, ხიხინი სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენების შემდეგ განვითარდება, სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის® გამოყენება შეყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
  • სისხლში კალიუმის დონის დაცემა
  • გულის ცემის რითმის დარღვევა

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)

  • დეპრესია
  • ქცევის ცვლილებები, განსაკუთრებით ბავშვებში
  • ტკივილი მკერდში ანდა მოჭერის შეგრძნება(სტენოკარდია)
  • სისხლში შაქრის დონის (გლუკოზის) მომატება
  • პირში არასასიამოვნო გემოს შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილებები
  • სისხლის არტერიული წნევის ცვლილებები
  • გულში არანორმალური ელექტრული სიგნალების წარმოება (QT ინტერვალის გახანგრძლივება)
  • სისხლში კორტიზოლის დონის ზედმეტ მომატებასთან დაკავშირებული წონის მომატება, სახის დამრგვალება, სისხლის მაღალი არტერიული წნევის და ჭარბი თმიანობის გამომწვევი თირკმლეზედა ჯირკვლის დაავდება-კუშინგის სინდრომი
  • კატარაქტა(თვალის ბროლის შემღვრევა)
  • გლაუკომა(თვალის შიგა წნევის მომატება)

ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი მოქმედების სტეროიდების მაღალი დოზით მიღებამ, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმში სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე. 

ასეთი ზემოქმედების ეფექტებია:

  • ძვლის მინერალური ინტენსივობის ცვლილებები (ძვლების გათხელება)
  • კატარაქტა (თვალის ბროლის დანისლვა)
  • გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება)
  • ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის სიჩქარის შემცირება
  • თირკმელზედა ჯირკვლებზე ზემოქმედება

ამ გვერდითი ეფექტების გამოვლინების ალბათობა ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას უფრო დაბალია, ვიდრე ტაბლეტირებული კორტიკოსტეროიდების  მიღებისას.

თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე გართულდება ანდა ინსტრუქციაში არ აღნიშნული რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ანდა დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  1. 5.    სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერის®  შენახვა
  • სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®  ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას   შეფუთვაში შეინახეთ.
  • შეინახეთ  <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
  • როცა   სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერს®  არ იყენებთ, შეინახეთ ისე, რომ სახურავი მჭიდროდ ჰქონდე მორგებული.
  • გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
  • კოლოფზე ანდა სიმბიკორტ® პედიატრიულ ტურბუჰალერზე®  მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ სიმბიკორტი® პედიატრიული ტურბუჰალერი®    არ გამოიყენოთ.
  • გამოყენების ბოლო ვადაში თვის ბოლო რიცხვი იგულისხმება
  • წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში არ უნდა გადააგდოთ.  ის წამლები, რომელიც აღარ გჭირდებათ, გაანდგურეთ ისე, როგორც  ფარმაცევტი გირჩევთ. ეს ხელს შეუწყობს ბუნების დაცვას.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვის და ურბანული  სამინისტროს მიერ განსაზღვრულ  შემკრებ სისტემას გადაეცით.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს.ასტრაზენეკა ილაჩ სან ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. იაფი ქრედი პლაზა, ბლოკი-ბ, სართული-4

ლევენთი-სტამბული

წარმოების ადგილი:

AstraZeneca AB

SE-151 85

სოდერტალიე - შვედეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია  02/05/2019 დამოწმებულია.

 

მსგავსი პროდუქტები