ანგისეპტინი 25მლ სპრეი

97217
-28%
მარაგშია
13.45 
9.62 
დანაზოგი: 3.83 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური მოქმედების და სხვა ეფექტების მქონე პრეპარატები ჯენერიკიChlorhexidine,Tetracaine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.45 
9.62 
დანაზოგი: 3.83 ₾ (28%)

 ანგისეპტინი

 სამკურნალო საშუალების დასახელება:

სავაჭრო დასახელება: ანგისეპტინი.

აღწერა: უფერო სითხე პიტნის სუნით.

შემადგენლობა:

ერთი ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი (ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 20% ხსნარის სახით) - 30,0 მგ (150,0 მგ), ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი - 15,0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ეთილის სპირტი 96%, ასპარტამი (E 951), არომატული დანამატი "პიტნა" (პროპილენგლიკოლი (E1520), პიტნის ზეთი, მენთოლი, ანისულის ზეთი, ბუნებრივი ევკალიპტოლი), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (პროპილპარაბენი), უწყლო ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხორხისა და ხახის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტისეპტიკური საშუალებები.

ათქ კოდი: R02AA20

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ქლორჰექსიდინს შეიძლება ჰქონდეს ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატური მოქმედება.

გააჩნია მოქმედების ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, აქტიურია Candida albicans–ის მიმართ. ქლორჰექსიდინი განსაკუთრებით აქტიურია Streptococcus mutans, Streptococcus salivarius, Escherichia coli და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. ნაკლებად ეფექტურია ისეთი ტიპის მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა Streptococcus spp, Proteus spp, Pseudomonas, Klebsiella spp, Veillonella spp.

ტეტრაკაინს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ტეტრაკაინი ადვილად და მთლიანად შეიწოვება ლორწოვანი გარსის საშუალებით. პლაზმის ცილებთან კავშირი ზომიერია (76%). მეტაბოლიზდება ღვიძლში  პარაამინობენზოის მჟავას ნაერთების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმლებით და ნაღველთან ერთად, ამ დროს ნაწილობრივ ექვემდებარება ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას.

ქლორჰექსიდინი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის შეზღუდულ ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა უცვლელი სახით ძირითადად ნაწლავების საშუალებით (გადაყლაპული დოზის დაახლოებით 90%).

ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბირდება კბილის მინანქარზე, დენტინზე, ლორწოვან გარსებზე და ნელი დესორბციის მქონე კბილის პროთეზებზე. ვლინდება ნერწყვში 8-12 საათში გამოყენების შემდეგ.

ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემდეგ იგი უკავშირდება ლორწოვანი გარსის ორგანულ სტრუქტურებს, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან ლოკალურ ნარჩენ ეფექტს და ზღუდავს მის შეწოვას სისტემურ მიმოქცევაში.

გამოყენების ჩვენებები:

გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, როგორც ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პირის ღრუს და ხახის არამძიმე ინფექციურ-ანთებითი პროცესების დამხმარე თერაპიის სახით (ფარინგიტი, ტონზილიტი, გინგივიტი, მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, კანდიდოზური სტომატიტი), ასევე პირის ღრუსა და ხახაში მცირე ინვაზიური ჩარევების შემდეგ.

ბაქტერიული ინფექციის დროს, თანმხლები ცხელებით და ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, აუცილებელია  სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი და დოზირება:

ადგილობრივად.

პრეპარატი იფრქვევა პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე სუნთქვის შეკავების დროს. 1 ამოფრქვევა = 0,1 მლ სამკურნალო პრეპარატს.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 2-4 შეფრქვევა 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 5 დღისა, გამოყენებებს შორის ინტერვალი - არაუმეტეს 4 საათისა.

გვერდითი მოქმედება:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე:

იმუნური სისტემის მხრივ:

-         ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ნერვულისისტემისმხრივ:

  - დისგევზია, ენის წვის შეგრძნება. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს სპრეის გამოყენების დასაწყისში, შემდგომი გამოყენებისას ისინი ჩვეულებრივ იკლებს;

  - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გარდამავალი ჰიპესთეზია: ენის დაბუჟება;

  - მოხრჩობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

  - ენის უკანა ზედაპირის ფერის გარდამავალი ცვლილება;

  - კბილების, ბჟენების და პროთეზების გარდამავალი გაუფერულება;

  - პაროტიდული სანერწყვე ჯირკვლების გარდამავალი გადიდება;

  - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დესკვამაცია.

უკუჩვენებები:

ალერგიული რეაქციები სპრეის აქტიურ ან დამხმარე კომპონენტებზე, 12 წლამდე ასაკი, ეპილეფსია, ფებრილური კრუნჩხვები ან კრუნჩხვითი სინდრომი ანამნეზში ბავშვებთან, ბრონქული ასთმა და ბრონქ-ფილტვის სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობასთან.

სიფრთხილის ზომები:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. არ  შეისუნთქოთ სპრეი.

მოერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.

მოერიდეთ თვალებში, ყურებში და ცხვირის ღრუში მოხვედრას. სპრეის შემთხვევით მოხვედრისას თვალებში, ყურებსა და ცხვირის ღრუში რეკომენდებულია მოხვედრის ადგილის საფუძვლიანი ჩამობანა წყლის უხვი რაოდენობით. სპრეის გამოყენებისას შეიძლება მოხდეს ენის, კბილების, ბჟენების ან კბილების პროთეზების ფერის შეცვლა. გაუფერულებული უბნის შეფერილობის აღდგენა ან დიდწილად თავიდან აცილება შესაძლებელია წინასწარ ჩვეულებრივი კბილის პასტით პროთეზების გაწმენდით.

ტეტრაკაინმა შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა ოროფარინგეალური არის ანესთეზიის გამო.

ლორწოვანი გარსის ტკივილის, შეშუპების ან გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ სპრეის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ქლორჰექსიდინს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. თუ აღინიშნება ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან მდგომარეობის გაუარესების ნიშნები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სამკურნალო საშუალება "ანგისეპტინი" შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს (პიტნის ზეთი, მენთოლი, ევკალიპტოლი ნატურალური (შედიან არომატული დანამატის შემადგენლობაში)), რომლებიც ამცირებენ ეპილეპტოგენურ ზღურბლს და, ჯამურადმოქმედებისას შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვები ბავშვებში კრუნჩხვითი სინდრომით ანამნეზში. ჩამოთვლილმა ნივთიერებებმა ჩასუნთქვისას შეიძლება გამოიწვიონ ლარინგო-, ბრონქოსპაზმი და აპნოე პაციენტებში სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობით.

პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ 1 დოზა (2 შეფრქვევა) შეიცავს 0,2 მგ ასპარტამს. ასპარტამი ფენილალანინის წყაროს წარმოადგენს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული) და, გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

სამკურნალო საშუალების 1 დოზა (2 შეფრქვევა) შეიცავს 0,882 მგ პროპილენგლიკოლს.

ჭარბი დოზირება:

როგორც წესი, გამოყენების რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირება არ ხდება. თუმცა ეთილის სპირტის შემცველობის გამო (80 მგ / ერთჯერადი დოზა (2 შეფრქვევა)), ბავშვების მიერ დიდი რაოდენობით შემთხვევითი მიღება მოითხოვს სათანადო ზომების მიღებას.

სიმპტომები

ქლორჰექსიდინი ცუდად შეიწოვება პერორალური მიღებისას. პაციენტთა უმეტესობას შეიძლება განუვითარდეს უპირატესად ადგილობრივი სიმპტომები, როგორიცაა წვის შეგრძნება პირის ღრუსა და ხახაში. სისტემური ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ქლორჰექსიდინის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიგასტრიული ტკივილი, დიარეა. ქლორჰექსიდინის სისტემურ მიმოქცევაში მოხვედრისას შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური ტოქსიკურობის ნიშნები.

დიდი რაოდენობით მიღებულმა ტეტრაკაინმა შეიძლება გამოიწვიოს ენის დროებითი დაბუჟება და მოხრჩობა ოროფარინგეალური არის ანესთეზიის გამო.

გადაუდებელი ზომები

- ნუ შეეცდებით კუჭის ამორეცხვას;

- რეკომენდებულია რძის, სასმელი წყლის, უმი კვერცხის, ჟელატინის შეყვანა. ეს ზომები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სასუნთქი გზები დაცულია ასპირაციისგან.

- უნდა დაინიშნოს ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის ექიმი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მითითებით, დედისა და ბავშვისთვის სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:

არ გამოიყენებეა 12 წლამდე ასაკში.

გავლენა რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის  დროს:

პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელეია, რომ 1 დოზა (2 შეფრქვევა) შეიცავს აბსოლუტური ეთანოლის 80 მგ. სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული არა უგვიანეს 30 წთ სატრანსპორტო საშუალების მართვის დაწყებამდე. ამ რეკომენდაციის დაცვისას სამკურნალო საშუალება არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია ანიონურ დეტერგენტებთან, რომლებიც ჩვეულებრივ კბილის პასტებში გვხვდება. ამიტომ კბილების გახეხვის შემდეგ საჭიროა პირის საფუძვლიანად გამოვლება წყლით.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 25 მლ პოლიეთილენის ფლაკონში, რომელიც დახურულია საცმი–გამფრქვევით სპრეისთვის, დამცავი თავსახურით მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ООО «Рубикон», РБ, 210002, г. Витебск, ул. М. Горького, 62 Б,

ტელ.:+375(212) 36-47-77, ტელ/ფაქსი:+375(212) 36-37-06, www.rubikon.by,

www.rubikon.by, e-mail: [email protected]

 

 

 

 

 

ერთად ყიდულობენ