გრიპ სტოპი #4ტ

82105
მარაგშია
1.09 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით ჯენერიკიParacetamol+caffeine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
1.09 

გრიპ სტოპი

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს პარაცეტამოლი USP 500 მგ და კოფეინი USP 65 მგ.

 

ფარმაკოლოგია

გრიპ სტოპი წარმოადგენს პარაცეტამოლის (აცეტამინოფენის) და კოფეინის კომბინაციას. პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. კოფეინის არსებობა ზრდის პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. პარაცეტამოლი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ფართოდ გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. იგი  ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს იწვევს ტკივილის ზღურბლის მომატებისა და ჰიპოთალამუსის სითბოს რეგულირების ცენტრზე სიცხის დამწევი მოქმედების საშუალებით. კოფინი ალკალოიდია, რომელიც  თეოფილინის მსგავს ქსანტინის წარმოებულს მიეკუთვნება. პარაცეტამოლთან ინტერმოლეკულური კავშირით, კოფეინი ზრდის პარაცეტამოლის ხსნადობას და ტრანსმემბრანულ შეღწევას.  გარდა ამისა, კოფეინი ზრდის ტკივილის ზღვარს და ტკივილის გამძლეობას. კოფეინს ასევე გააჩნია შ უნარი თავის ტვინის ქალაში გაზარდოს სისხლძარღვთა ტონუსი, რაც შაკიკისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ კიდევ ერთ სარგებელს იძლევა.

 

ჩვენება

ცხელება

თავის ტკივილი

შაკიკი

კუნთების ტკივილი

ზურგის ტკივილი

კბილის ტკივილი

მენსტრუალური ტკივილი.

 

დოზა და მიღების წესი

მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში. მაქსიმალური დოზა: 8 ტაბლეტი დღე-ღამეში. 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინის ან მასში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

 

გვერდითი მოვლენა

მოცემულმა კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, ნეიტროპენია, კუჭ-ნაწლავის დარღვევები და. ა.შ. დიდი დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰეპატოტოქსიურობა.

 

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის და ლაქტაციის დროს პარაცეტამოლის გამოყენების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მტკიცებულება არსებობს, ამ პროდუქტის გამოყენებამდე გასათვალისწინებელია სამედიცინო რჩევა.

 

წამალთშორისი ურთიერთქმედება

პრეპარატი ზრდის ქლორამფენიკოლის და კუმარინის ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ალკოჰოლიკებში ან პაციენტებში, რომლებიც  ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს  ღებულობენ, შეიძლება გაიზარდოს პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობის რისკი.

 

სიფრთხილე

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
  • პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სხვა ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს.

ექიმის რჩევის გარეშე მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებას.

 

შენახვა

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას , მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

გრიპ სტოპი ტაბლეტი: თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 4 ტაბლეტი ბლისტერზე.

 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი

DRUG INTERNATIONAL LTD  

252, ტონგი I/A, გაზიპური, ბანგლადეში