ეუკოლინ ბეი 15მლ წვეთები

97285
-29%
მარაგშია
38.00 
27.16 
დანაზოგი: 10.84 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიMelatonin,Tulia,Anisum,Matricaria გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.00 
27.16 
დანაზოგი: 10.84 ₾ (29%)

Eucolin Bei Sogni

ეუკოლინ ბეი წვეთები 15 მლ

Eucolin Bei Sogni -  საკვები დანამატი, მიღებული ცაცხვის და იალღუნის გლიცერინის მაცერატით, კამისა და  გვირილის ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტით.

კამა და გვირილა არეგულირებს  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას და უზრუნველყოფს გაზების ფიზიოლოგიურ გამოდევნას.

მელატონინიაჩქარებს  ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცეს.  (ეფექტი მიიღება 1 მგ მელატონინის მიღებით ძილის წინ, რაც უდრის 10 წვეთს).

ცაცხვი (Tilia tomentosa Moench) ყვავილოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება ცაცხვისებრთა ოჯახს.ცაცხვის ყვავილი  მდიდარია ფლავონოიდებით და კუმარინით. ის ასევე შეიცავს ეთერზეთს,რაც აძლევს სასიამოვნო დამახასიათებელ სურნელს. შეიცავს  ფენალაციდებს: ქოლოგენურ მჟავას და კოფეინს, კუმარინს, ვიტამინ C და გარკვეულ რაოდენობა ტანინს.

დამახასიათებელი მოქმედება: აქვს მსუბუქი სედაციური და დამაშვიდებელი მოქმედება,განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით გამოწვეული შფოთვის და ჰიპერაგზნებადობის დროს. ამ მცენარეში შემავალი ფიტოკომპლექსები უკავშირდება ბენზოდიაზეპინის რეცეპტორებს, რაც განაპირობებს მის ანქსიოლიზურ  და სედაციურ ეფექტს. მისი დამამშვიდებელი მოქმედება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში.

 დადასტურებულია გვერდითი ეფექტების არარსებობა.

არ იწვევს ძილიანობას და შეჩვევას.

სპაზმოლიტიკი: ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე  ანტისპაზმური მოქმედებით, რაც გამოწვეულია კალციუმის იონების შეღწევის დაბლოკვით. ცაცხვის  შემადგენლობაში შემავალი  ლორწოვანი ნივთიერებები ხელს უწყობენ ნაწლავის  კედლის დაცვას გამღიზიანებლისგან.

 

დიდი კამა (ცერეცო ) (Foeniculum vulgare Mil) –  მრავალწლოვანი მცენარეა, მიეკუთვნება Apiaceae -ს ოჯახს. მდიდარია ეთერზეთებით , დაახლოებით 1% -2% .

დამახასიათებელი მოქმედება:

საჭლის მონელება: ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მიირთმევს ბევრს და ცხიმით მდიდარ საკვებს.

მეტეორიზმის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება გამოწვეულია მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ფერმენტაციის პროცესის ინჰიბირებით, რაც ამცირებს ბაქტერიების ზრდას მსხვილი ნაწლავის გლუვ კუნთოვან ქსოვილში.

ნაწლავის ფერმენტაციის დროს, წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ბიოგაზი,რაც იწვევს ნაწლავის შებერვას და მსხვილი ნაწლავის გლუვი კუნთების შეკუმშვის სტიმულაციას. შედეგად არის შებერვის შეგრძნება, მეტეორიზმი და ტკივილი მუცლის არეში.

კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ კამას აქვს ისეთივე სიმპტომური მოქმედება, როგორც მეტოკლოპრამიდს,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება, ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტებით.

კვლევა ჩატარდა 125 კოლიკით დავადებულ 2 -დან 12 კვირამდე ასაკის ბავშვებში.

ერთი ნაწილი იღებდა კამის თესლის ზეთს, შერეულს რძეში, ხოლო მეორე-პლაცებოს. შედეგად 65% -ით შემცირდა კოლიკა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კამის თესლის ზეთს

ხოლო 23,7% პლაცებოს ჯგუფში. ამასთან არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტი.

მოქმედება კუნთებზე: ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კამის თესლის ზეთს, ქონდათ ნაწლავის გლუვი კუნთი მოდუნებული, რამაც შეამცირა ტკივილის სიმპტომი, დამახასიათებელი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის.

 

იალღუნი (Tamarix gallica):  მცენარე, მიეკუთვნება Tamaricaceae-ის ოჯახს.შეიცავს: ტანინს, გალის მჟავას,მეთილურაცილს.

აქვს დისპეპსიის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც პრევენციას ახდენს და კურნავს ადრეულ ნეონატალურ პერიოდში არსებულ პრობლემებს, დაკავშირებულს კვებასთან. როგორიცაა: მეტეორიზმი, კოლიკა და ამასთან დაკავშირებული აგზნებადობა ჩვილებში.

საჭმლის მომნელებელი მოქმედება: ამცირებს მუცლის შებერილობას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს მადას

გვირილა  (Matricaria chamomilla): მცენარე, რომელიც ეკუთვნის Asteraceae ოჯახს.  მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც მშრალი მცენარის 8% შეადგენენ და მათი უმეტესობა თეთრ ფოთლებშია. ესენცია: ალფა-ბისაბოლოლი, ქამაზულენი და მისი ოქსიდები, რომლებიც უფრო უხვადაა ყვავილის ყვითელ გულში.

ყველა კომპონეტი, მაღალ კონცენტრაციას აღწევს ყვავილობის პერიოდში.ისინი ძირითადად არის ყვავილში და ნაკლებად მცენარის სხვა ნაწილებში.

დამახასიათებელი მოქმედება: ძირითადად აქვს სედაციური ეფექტი. ცოტახნის  წინ დადგენილი იქნა, რომ ზოგიერთ ფლავანოიდს აქვს ისეთივე მოქმედება, როგორც ბენზოდიაზეპამს.

დამცავი მუცლისთვის: აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც დაკავშირებულია აზალინთან და მის წარმოებულებთან, ასევე ფლავანოიდებთან.

ბისაბოლოლი და მისი წარმოებული იცავს კუჭ-ნაწლავს წყლულის განვითარებისაგან.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს ფლავანოიდები, რომლებიც ახდენენ ანთების გამომწვევი ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას.

სპაზმოლიზური მოქმედება: მცენარე ხსნის სპაზმს გლუვ კუნთებზე, რასაც უზრუნველყოფს ფლავანოიდები და განსაკუთრებით აპეგენინა, ასევე ბისაბოლოლი.

სპაზმოლიზური მოქმედება, ანალოგიურია პაპავერინის მოქმედების. რაც გამოწვეულია კალციუმის შეღწევის შეფერხებით ნაწლავის  გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში.

მას ასევე გააჩნია ანტიალერგიული თვისებები,   შეუძლია ქსოვილების ჰისტამინის იმობილიზაცია მასტის უჯრედების მოქმედების შეჩერებით.

 მელატონინი(melatonin) ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ლოკალურად ეპიფიზისში. მისი სინთეზი ხდება სუპრაქიაზმულ ბირთვში, რომელიც აკონტროლებს ცირკადულ რითმს, პასუხისმგებელია ძილისა და გაღვიძების ციკლის წარმოქმნაზე. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მელატონინის სინთეზს ღამით და ბლოკავს დღისით. ორგანიზმის ეს უნიკალური თვისება, გარდაქმნის მელატონინს შინაგან სინქრონიზატორად, რაც ახდენს ორგანიზმის ადაპტაციას დღე- ღამის და სეზონურ ცვლილებებთან.

რეკომენდირებული დღიური დოზა:  10წვეთი დღეში , ძილის წინ, რაც შეესაბამება 1 მგ. მელატონინს.

 არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

გაფრთხილება:

 შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

შეინახეთ ბავშვებისაგან  მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვებას ვერ შეცვლის.

არ მიიღოთ პროდუქტი, რომელიმე კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში.

პროდუქტმა შეიძლება შეიცვალოს ფერი, მის შემადგენლობაში არსებული მცენარეების გამო, რაც არ ახდენს გავლენას  მის ხარისხზე.

 

Product, Trademark and Distribution:

BIOTRADING - MARSALA (ITALY)

 www.biotradingpharma.it

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები