აზიბიოტი 500მგ #3ტ

46384
მარაგშია
13.80 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმაკროლიდების ჯგუფი ჯენერიკიAzithromycinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.80 

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მოცემული ფურცელ-ჩანართის შინაარსს.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიც თქვენ.
- რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

1. რა არის აზიბიოტი და რისთვის გამოიყენება
აზიბიოტი არის მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკი. გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. აზიბიოტი განკუთვნილია რესპირატორული ტრაქტის ინფექციების (შუა ყურის, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების, ფილტვების ანთება, სინუსები), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (ერითემა მიგრანს – ლაიმის ბორელიოზის პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი კანის ჩირქოვანი ანთებები) და სქესობრივად გადამდები დაავადებების (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული ჩჰლამყდია ტრაცჰომატის ან Nეისსერია გონორრჰოეაე-თი და შანკროიდი გამოწვეული Hაემოპჰილუს დუცრეყი-ით) სამკურნალოდ.

2. აზიბიოტის მიღებამდე
არ მიიღოთ აზიბიოტი
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) აზითრომიცინის ან აზიბიოტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აზიბიოტის მიღებისას
- აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე ექიმს აცნობეთ, თუ ადრე აზითრომიცინის ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები
- ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა, თუ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული
- ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (განსაკუთრებით სოკოებით) გამოწვეული ინფექციები. აზიბიოტმა შეიძლება შეცვალოს ნაწლავური ფლორა, გამოიწვიოს ბაქტერიები, მათ შორის ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე, რომელიც იწვევს დიარეას. ცალკეულ შემთხვევებში, დიარეა შეიძლება იყოს მძიმე ფორმის და ხანგრძლივად მიმდინარე. კონსულტაციისათვიის მიმართეთ ექიმს, შეიძლება საჭირო გახდეს აზიბიოტის მიღების შეწყვეტა დიარეის გამო.
- აზიბიოტით მკურნალობის დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა.

სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს. 
ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზიბიოტის ან სხვა პრეპარატების მოქმედებების დაქვეითება ან გაძლიერება. ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს, თუ აზითრომიცინი გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- იმავდროულად კუჭის მჟავას შესამცირებელი (ანტაციდები); ამიტომ, აზიბიოტი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ანტაციდის მიღებიდან ორი საათის შემდეგ,
- ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის სამკურნალო (თეოფილინი),
- სისხლის შედედების პრევენციის (ვარფარინი),
- მიგრენის სამკურნალო (ერგოტის ალკალოიდები),
- იმუნური სისტემის სუპრესიის (ციკლოსპორინი),
- მაღალი არტერიული წნევისა და გულის სხვა დაავადებების სამკურნალო (დიგოქსინი),
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (ტერფენადინი),
- ტუბერკულოზის სამკურნალო (რიფაბუტინი).

მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა აზითრომიცინსა და შემდეგ პრეპარატებს შორის:
- ეპილეფსიური შეტევების სამკურნალო (კარბამაზეპინი),
- კუჭის მჟავას შემამცირებელი (ციმეტიდინი),
- შიდსის სამკურნალო (დიდანოზინი) და
- რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების სხვა ანთებების, აგრეთვე ასთმისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სამკურნალო (მეთილპრედნიზოლონი),

აზიბიოტთან ერთად ამ პრეპარატების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

აზიბიოტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზიბიოტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ვინაიდან ორსულობის პერიოდში აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი მიიღება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას.
აზიბიოტით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის

ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვა
აზიბიოტი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მანქანა-მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზიბიოტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. როგორ მიიღება აზიბიოტი
აზიბიოტი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სახეობის, ინფექციის კერის, პაციენტის ასაკისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვებისათვის არის 500 მგ აზითრომიცინი დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ 500 მგ აზითრომიცინი პირველ დღეს, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
ლაიმის ბორელიოზის სამკურნალოდ, პირველ დღეს ინიშნება 1 გ აზითრომიცინი, ხოლო შემდეგი 4 დღის განმავლობაში 250 მგ აზითრომიცინი.
სქესობრივად გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1 გ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზა.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის აიზბიოტს
ძალიან დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე გულისრევა, პირღებინება, დიარეა და სმენის დაკარგვა.


თუ დაგავიწყდებათ აზიბიოტის მიღებას
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მომდევნო დღეს.

თუ შეწყვეტთ აზიბიოტის მიღებას
პრეპარატი მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავი უკეთ იგრძნოთ, ინფექცია შეიძლება ძალიან მალე ხელახლა განვითარდეს, თუ შეწყვეტთ მკურნალობას.

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აზიბიოტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

 

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 მომხმარებელში)

არახშირი (ვლინდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში)

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში)

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-1ზე ნაკლებ მომხმარებელში)

ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)


დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
- ხშირი: გულისრევა, პირღებინება, დიარეა (ზოგჯერ მწვავე), ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში;
- არახშირი: მადის დაქვეითება, მეტეორიზმი;
- იშვიათი: ყაბზობა, ენის ფერის შეცვლა, ფსევდომემბრანული კოლიტი (ნაწლავების ანთების განსაკუთრებული სახეობა).

დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ:
- იშვიათი: სმენის დარღვევები, ხმაური ყურებში.
გარდამავალი ხასიათის სმენის დარღვევები და ხმაური ყურებში განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ დიდ დოზებს.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ:
- იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის ინტერსტიციალური ქსოვილის ანთება) და თირკმლის უკმარისობა.

ჰეპატობილიარული დარღვევები:
- იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ჰეპატიტი, ქოლესტატიური სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
- არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, კრუნჩხვები, გემოს დარღვევები;
- იშვიათი: ჩხვლეტის შეგრძნება.

ფსიქიატრიული დარღვევები:
- იშვიათი: აგრესიულობა, ნერვოზულობა, მოუსვენრობა, შიში.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
- არახშირი: ზომიერი და უფრო მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი;
- იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, სახსრების ტკივილი, ბრონქოსპაზმი და ანგიოშეშუპება; ზოგჯერ მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მაღალი ტემპერატურა, კანზე წითელი გამონაყარი, სახსრების ტკივილი და თვალების ანთება) და ეპიდერმული ნეკროლიზი (მაღალი ტემპერატურა და კანის აქერცვლა).

დარღვევები გულის მხრივ:
- იშვიათი: გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია (გულის რითმის დარღვევები, კერძოდ, გულისცემის გახშირება) და ტკივილი გულ-მკერდის არეში.

სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:
- იშვიათი: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია (ცვლილებები სისხლის ანალიზებში).

ზოგადი ხასიათის დარღვევები და მდგომარეობები მიღების ადგილას:
- იშვიათი: ანაფილაქსია (არტერიული წნევის დაცემა, მოუსვენრობა, სუსტი გახშირებული გულისცემა, კანის ოფლიანობა).

რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


5. როგორ ინახება აზიბიოტი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 300ჩ-მდე.

არ გამოიყენოთ აზიბიოტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში დაუშვებელია. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

6.…დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს აზიბიოტი
- აქტიური სუბსტანცია არის აზითრომიცინი.
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.
- სხვა ინგრედიენტებია პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E572) ტაბლეტის გულში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტრიაცეტინი (E1518) ტაბლეტის გარსში.

როგორ გამოიყურება აზიბიოტი და რას შეიცავს შეფუთვა
შემოგარსული ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, თეთრი ფერის, გასაყოფი ხაზით.
შეიძლება ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა.
აზიბიოტის 3 შემოგარსული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი
გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები