ნიუვიტი ომეგა 3 #30კაფს

123865
მარაგშია
37.98 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიOleum jecoris,Omega-3(EPA)(DHA),Vit.E * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.98 

ნიუვიტი ომეგა-3

30 რბილი ჟელატინის კაფსულები

საკვები დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: ომეგა-3  უჯერი ცხიმოვანი მჟავები (18% EPA/ 12% DHA) თევზის ქონისგან 1000მგ,  ვიტამინი E 10 მგ α –TE;

შემავსებლები: ჟელატინი, გლიცეროლი, წყალი.

მოქმედება

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასარგებლო და სამკურნალო  ცხიმის სახეობაა, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენს ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) და დოკოზაჰექსაენის (DHA) მჟავა. აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს  ადამიანის  ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ომეგა-3  უჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა თევზის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზიდან მიღებული  თევზის ქონი.  თევზის ქონის შემადგენლობაში შედის  EPA და DHA  ოპტიმალური თანაფარდობით.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ბევრი თვალსაზრისით:

  • ნერვული სისტემა, კოგნიტური ფუნქცია და ხასიათი;
  • კარდიოვასკულური სისტემა და გული;
  • ქოლესტერინის დონე და საჭმლის მონელება;
  • მხედველობა, კანი და ძვლები;
  • იმუნიტეტი და ანთებითი პროცესების  შემცირება.

ომეგა-3 გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ.  ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნეირონების ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას, ამცირებს უჯრედების სიკვდილს და აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას. ნიუვიტი ომეგა-3-ს შეუძლია გაზარდოს სეროტონინის და დოფამინის დონე, შეამციროს დეპრესია და აგრესიულობა.  მეტი EPA და DHA-ს მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატებებიდან ამცირებს ტრიგლიცერიდებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოა გულისა და კარდიოვასკულური სისტემისთვის.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA  თვალის ბადურის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია. იგი ხელს უწყობს მაკულარული დეგენერაციის პრევენციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. DHA  შეადგენს თავის ტვინის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების 40% და  თვალის ბადურის 60%.

ომეგა-3-ის საკმარისი მიღება ორსულობის დროს და ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია  ბავშვის განვითარებისთვის. დანამატის მიღება ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და ამცირებს ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს. დადასტურებულია, რომ დედის რძე ბუნებრივად შიცავს DHA-ს.

ნიუვიტი ომეგა-3 მჟავების მიღება ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს (ართრიტი), აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ნიუვიტი ომეგა-3-ის მიღება ეხმარება ბაქტერიებს ნაწლავში წარმოქმნან ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

ვიტამინი E ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. იგი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, დადებითად მოქმედებს თვალებზე, ტვინის მუშაობასა და კანის მდგომარეობაზე.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზირება

1-3 რბილი ჟელატინის კაფსულა დღეში. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წარმოებული და დაფასოებულია შპს  FORTEX NUTRACEUTICALS (ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ.#10)-ის მიერ  შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები