რელაქსენი #30ტ

97540
-29%
მარაგშია
19.58 
13.99 
დანაზოგი: 5.59 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისედატიური პრეპარატები ჯენერიკიExtr.Valerianae,Passiflore,Humulus lupul გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
19.58 
13.99 
დანაზოგი: 5.59 ₾ (29%)

რელაქსენი #30 ტაბლეტი, საკვები დანამატი

შემადგენლობა 4 ტაბლეტში: სვია/Humulus lupulus  (მინიმუმ 4% რუტოზიდები) 600მგ, პასიფლორა/ Passiflora incarnata  600მგ, ვალერიანი/Valeriana officinalis  (შეიცავს სულ მცირე 0.6% სესქვიტერპენებს) 600მგ, ბიოტინი 100 მკგ.

კომპონენტები: Valeriana officinalis (ვალერიანი, ფესვების ექსტრაქტი, შეიცავს არანაკლებ 0.6% სესქვიტერპენები), Passiflora Incarnata (პასიფლორა), Humulus Lupulus (სვია, მშრალი ექსტრაქტი, შეიცავს სულ მცირე 4% რუტოზიდებს), D-ბიოტინი, შემავსებელი ნივთიერება მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილი, სილიკონის დიოქსიდი.

  • ვალერიანი/Valeriana officinalis  (შეიცავს სულ მცირე 0.6% სესქვიტერპენებს) 150 მგ. ვალერიანის ფესვების ექსტრაქტი ზრდის თავის ტვინში გამაამინოერბომჟავას (GABA), სეროტონინისა და დოფამინის დონეს, აქვს დოზადამოკიდებული ანქსიოლიზური (შფოთვის საწინააღმდეგო) და სედაციური მოქმედება, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ვალერიანი ამცირებს ჩაძინების დროს და გამოიყენება ძილის დარღვევების სამკურნალოდ (ევროპის წამლების სააგენტო/EMA)
  • პასიფლორა/ Passiflora incarnata  150 მგ, პასიფლორას გამოხატული აქვს შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. გამოყენების თერაპიული ჩვენებებია: ნერვული დაძაბულობა, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა ჩაძინების გაძნელებით მიმდინარე ინსომნიასთან ერთად (ევროპის წამლების სააგენტო/EMA).
  • სვია/Humulus lupulus  (მინიმუმ 4% რუტოზიდები) 150 მგ. სვია ამცირებს სტრესის გამომწვევ ფაქტორებზე რეაქციას, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებს, სვია ასევე გამოიყენება მენოპაუზასთან ასოცირებული ვაზომოტორული სიმპტომების შესამსუბუქებლად. სვიის თერაპიული ჩვენებებია: მენტალური სტრესი და ინსომნია (ევროპის წამლების სააგენტო/EMA).
  • D-ბიოტინი 25 მკგ. D-ბიოტინი არეგულირებს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას, რაც განაპირობებს მის შფოთვის შემამცირებელ მოქმედებას.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • უძილობა
  • შფოთვა (მოუსვენრობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, პერსისტიული და გადაჭარბებული წუხილი, ძილის დარღვევები)
  • სტრესით (ნერვული დაძაბულობა) გამოწვეული მენტალური და ფიზიკური სიმპტომები: ემოციური კონტროლის დაკარგვა, მოუსვენრობა, სტრესის გამომწვევ ფაქტორებზე პერსისტიული ფიქრი, გაღიზიანებადობა, სიბრაზის შეგრძნება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გასტრო-ინტესტინური პრობლემები, ძილის დარღვევები
  • დეპრესია
  • ყურადღების დეფიციტი
  • მსუბუქი ტრემორი
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • მენოპაუზასთან ასოცირებული ვაზომოტორული სიმპტომები: ალები, ღამის ოფლიანობა, გულისცემის სიხშირის მატება.

მიღების წესი: დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. საღამოს 2 ტაბლეტი ძილის წინ.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და მეძუძურებში. არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის დროს. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ü  არ შეიცავს გლუტენს

ü  გამოიყენება დიაბეტიანებში

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის  პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. წონა: 16.8გ

ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები