მეთლივი #30ტ

125623
-28%
მარაგშია
68.00 
48.63 
დანაზოგი: 19.37 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები ჯენერიკიCynarae,Ademetionin,Lipois ac,Cholin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
68.00 
48.63 
დანაზოგი: 19.37 ₾ (28%)

მეთლივი

(METLIVE)

აქტიური  ინგრედიენტები  ტაბლეტში: არტიშოკის (Cynara  scolymus) ექსტრაქტი სტანდარტიზებული Cynarin  5% - თვის - 200 მგ; ადემეთიონინი -100  მგ; ალფა - ლიპოის მჟავა - 100 მგ; ქოლინი - 100მგ; არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი.

არტიშოკი, ანტიოქსიდანტ  Cynarin- ის  და პრებიოტიკ  ინულინის წყაროა. ექსტრაქტი  მონაწილეობს  საჭმლის მონელების პროცესში, ფენოლის მჟავები და ფლავონოიდები ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული ეფექტით. ცინარინი ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას, მონაწილეობს ცხიმების მონელებასა და საკვებიდან  ვიტამინების ათვისებაში. ინულინი ზრდის სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობას  ნაწლავში. ადემეთიონინი მონაწილეობს ორგანიზმის ოქსიდაციური სტრესისგან ფიზიოლოგიური დაცვის მექანიზმში (ცისტეინის წინამორბედი, წარმოადგენს გლუტათიონის ერთ ამინომჟავას). ალფა-ლიპოისმჟავა (ALA) ყველა უჯრედის შემადგენელი კომპონენტია, მონაწილეობს აერობულ  მეტაბოლიზმში (ჟანგბადის გამოყენებით გლუკოზის გარდაქმნა ენერგიად). მისი ანტიოქსიდაციური მოქმედება განაპირობებს  დიაბეტის მართვას, ანთებითი პროცესის შემცირებას, ნერვული სისტემის ფუნქციის  გაუმჯობესებას. ქოლინი მონაწილეობს ლიპიდების მეტაბოლიზმში, ეხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემას მეხსიერების, განწყობის კონტროლში, უჯრედებს  მემბრანების ჩამოყალიბებასა და აღდგენაში, ლიპიდების დაშლასა და ენერგიად გარდაქმნაში.

რეკომენდებულია  საჭმლის მონელების და ნაწლავის მიკრობული ბალანსის გასაუმჯობესებლად, ანტიოქსიდაციური აქტივობისთვის, ალკოჰოლ ასოცირებული ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში ღვიძლის დასაცავად.

მიიღება: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენების, უკუჩვენებების, ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მიმართეთ  მკურნალ ექიმს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ უნდა იყოს მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი.  

შენახვისვადა: 3 წელი.

შენახვისპირობები: ინახება  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი. საკვები დანამატი

 

მწარმოებელი: Pharmex Rom Industry, Romania

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები