მელატონოქს რაპიდი#30ტ

97412
-29%
მარაგშია
26.00 
18.59 
დანაზოგი: 7.41 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაძილე პრეპარატები ჯენერიკიMelatonin,Chamomile გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
26.00 
18.59 
დანაზოგი: 7.41 ₾ (29%)

მელატონოქსი რაპიდი #30 პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი, საკვები დანამატი

შემადგენლობა 1 ტაბლეტში: მელატონინი 1.90მგ, გვირილა (0,3% აპიგენინი) 80მგ.

კომპონენტები: შემავსებელი ნივთიერებები: სორბიტოლი, ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა; Matricaria Chamomile (გვირილა, ყვავილების მშრალი ექსტრაქტი, შეიცავს სულ მცირე 0.3% აპიგენინს); სტაბილიზატორები: პოლივინილპოლიპიროლიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, სილიკონის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები. ემულსიფიკატორი პოლისორბატი 80, ანტიოქსიდანტი ელ-ასკორბინის პალმიტატი, შემასქელებელი პექტინები, მელატონინი, ელ-არგინინი, არომატი, დამატკბობელი სუკრალოზა.

მელატონოქსი რაპიდი არის სწრაფი მოქმედების საძილე საშუალება. შეიცავს მელატონინს, რომელიც არეგულირებს ძილის ციკლს, ამცირებს ჩაძინების დროს, ზრდის ძილის საერთო დროს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის განმავლობაში გაღვიძების რაოდენობას, უზრუნველყოფს ბუნებრივ და ენერგიის აღმდგენ ძილს.

მელატონოქსი რაპიდი შეიცავს გვირილას, რომელსაც ფლავონიდ ეპიგენინის შემცველობის გამო საძილე ეფექტთან ერთად გამოხატული აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • უძილობა
  • ცირკადული რითმის დარღვევა უსინათლო პირებში
  • დაგვიანებული ძილ-ღვიძილის ფაზა
  • ცირკადული რითმის დარღვევა ღამის ცვლებში მომუშავე პირებში
  • ცირკადული რითმის დარღვევა სასაათო სარტყლების გადაფრენის დროს
  • შფოთვა (გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მუდმივი და გადაჭარბებული წუხილი, ადვილად დაღლა, თანმხლები ძილის დარღვევები)

მიღების წესი: მიიღეთ 1 ტაბ. 30 წუთით ადრე ძილის წინ. ტაბლეტის მიღებამდე ხელები კარგად გაიმშრალეთ, დაიდეთ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი ენაზე და დაელოდეთ გადნობას, შემდეგ გადაყლაპეთ წყლის მიყოლების გარეშე.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და მეძუძურებში, პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს, არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის დროს. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის  პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. წონა: 12გ.

მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები