გინკგობილი #60კაფს

97420
-29%
მარაგშია
46.80 
33.46 
დანაზოგი: 13.34 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიGinkgobiloba,Phosphatidylserin,Vit.B6,B1 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
46.80 
33.46 
დანაზოგი: 13.34 ₾ (29%)

გინკგობილი #60 კაფსულა, საკვები დანამატი

შემადგენლობა 2 კაფსულაში: გინკგო ბილობა (24% ჰეტეროზიდები და 6% ტერპენ ლაქტონები) 180მგ, ფოსფატიდილსერინი 20% 100მგ, ჰუპერცია (1% ჰუპერცინი A) 15მგ, ვიტამინი B6 1.4 მგ, ვიტამინი B12 2.5 მკგ.

კომპონენტები: შემავსებელი ნივთიერება მალტოდექსტრინი, გინკგო ბილობა (ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს სულ მცირე 24% ჰეტეროზიდებსა და 6% ტერპენულ ლაქტონებს), ჟელატინი, ფოსფატიდილსერინი 20% (სოიოს ლეციტინი), Lycopodium serratum (ჰუპერცია, ექსტრაქტი შეიცავს სულ მცირე 1% ჰუპერცინ A-ს), სილიკონის დიოქსიდი, ციანკობალამინი (0,1%), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი.

გინკგო ბილობას კლინიკური კვლევებით დადასტურებული, ეფექტური ნოოტროპული ფორმა, სტანდარტიზებული ექსტრაქტი (24% ჰეტეროზიდები და 6% ტერპენ ლაქტონები). აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიაპოპტოზური, ვაზოაქტიური, ანტიაგრეგანტული, ფიბრინოლიზური თვისებები, აძლიერებს ქოლინერგულ გადაცემას და ზრდის დოფამინის, სეროტონინისა და ნორადრენალინის რაოდენობას თავის ტვინში, ზრდის NO-ს სინთეზს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, იცავს თავის ტვინს ჰიპოქსიური მდგომარეობებისგან, აინჰიბირებს β-ამილოიდით გამოწვეულ ნეიროტოქსიკურობას, შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს და იცავს ნეირონებს ოქსიდაციური დაზიანებისგან, ასაკთან დაკავშირებული აპოპტოზისგან, ცერებრული იშემიისგან და ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან, გინკგო ბილობა ამცირებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მიერ ინდუცირებულ კორტიკოსტერონის სინთეზს თირკმელზედა ჯირკვლებში.

  • აუმჯობესებს ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას
  • აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას მეხსიერების დარღვევის, კონცენტრაციის გაძნელებისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული დეპრესიის დროს
  • აუმჯობესებს მეხსიერებას და ყოველდღიურ საქმიანობას ალცჰეიმერის დაავადებისა და სისხლძარღვოვანი დემენციის დროს
  • აქვს ნეიროპროტექტორული და ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავს თავის ტვინს იშემიური დაზიანებისგან, ამცირებს კოგნიტურ და ნევროლოგიურ დარღვევებს მწვავე იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში
  • წარმოადგენს გუნება-განწყობის სტაბილიზატორს
  • აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას შფოთვის, სტრესისა და დეპრესიის დროს
  • ამცირებს ვერტიგოსა და თავბრუსხვევის სიმპტომებს
  • გამოიყენება ტინიტუსის სამკურნალოდ, რადგან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინსა და შიგნითა ყურში

ჰუპერცია (1% ჰუპერცინი A)

ჰუპერცინი A არის მცენარე ჰუპერციასგან მიღებული ნოოტროპული ალკალოიდი, რომელიც წარმოადგენს აცეტილქოლინესთერაზას შექცევად ძლიერ ინჰიბიტორს.

  • ჰუპერცინი A  ზრდის აცეტილქოლინის რაოდენობას თავის ტვინში. აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს ალცჰეიმერის დაავადების დროს.
  • ჰუპერცინი A არის ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების ეფექტური და უსაფრთხო სიმპტომური სამკურნალო საშუალება.

ფოსფატიდილსერინი არის ფოსფოლიპიდი, რომელიც უჯრედების მემბრანების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

  • ფოსფატიდილსერინი ზრდის აცეტიქოლინის რაოდენობას თავის ტვინში. გამოიყენება ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური გაუარესების სამკურნალოდ.
  • სტრესულ მდგომარეობებში ფოსფატიდილსერინი არეგულირებს კორტიზოლის გამოყოფას და ამცირებს სტრესორებით გამოწვეულ სიმპტომებს.
  • ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს.

ვიტამინი B6 ნეიროტროფული ვიტამინია და მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის, სეროტონინისა და დოფამინის სინთეზში.

ვიტამინი B12 ნეიროტროფული ვიტამინია და აუცილებელია ნერვული სისტემისთვის. ის მონაწილეობას იღებს მიელინის სინთეზში, ნერვების მეტაბოლიზმში და ნერვების რეგენერაციაში.

B6 და B12 ვიტამინები ამცირებს ოქსიდაციური სტრესის შედეგად მომატებული ჰომოცისტეინის დამაზიანებელ ნეიროტოქსიკურ ეფექტებს.

ü  არ შეიცავს გლუტენს

ü  კარგად გადაიტანება დიაბეტიანებში

გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • ალცჰეიმერის დაავადება, სენილური დემენცია
  • ცერებრო-ვასკულური უკმარისობა
  • ერექციული დისფუნქცია
  • ხანგამოშვებითი კოჭლობა
  • მაკულის დეგენერაცია
  • გლაუკომა
  • რეინოს დაავადება
  • ტინიტუსი
  • ვერტიგო და სხვა წონასწორობის დარღვევები
  • პარკინსონის დაავადება
  • ქრონიკული სტრესი, ჰიპერკორტიზოლიზმი
  • შფოთვა
  • დეპრესია

მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის წინ.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და მეძუძურებში. სიფრთხილით გამოიყენება ანტიკოაგულანტებთან და ანტიაგრეგანტებთან კომბინაციაში. სიფრთხილით გამოიყენება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად. არ გამოიყენება შემადგენელი კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის დროს. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის  პირობებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს. წონა: 30გ.

ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.

მწარმოებელი: DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ავერსი-ფარმა“

მსგავსი პროდუქტები