რიბოლიზინი 10მლ თვ.წვეთები

128594
-29%
მარაგშია
42.75 
30.56 
დანაზოგი: 12.19 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიNa.hyaluron,Amino acids,Vit.B2 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
42.75 
30.56 
დანაზოგი: 12.19 ₾ (29%)

რიბოლიზინი

RIBOILISIN®

რიბოლიზინი წარმოადგენს იზოტონურ ოფთალმოლოგიურ საშუალებას ვიტ. B2-ით,

ჰიალურონის მჟავით და ამინომჟავებით. არ შეიცავს კონსერვანტებს. აღადგენს რქოვანას

და აუმჯობესებს საცრემლე გარსის მდგომარეობას.

შემადგენლობა:

ვიტამინი B2 (რიბოფლავინ ფოსფატი)        0,05გ

 L პროლინი                                           0,0752 გ

L გლიცერინი                                         0,0140 გ

L ლიზინი                                             0,0140 გ

L ლეიცინი                                            0,0108 გ

ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი     0,1500 გ

ბორის მჟავა

ნატრიუმის ტეტრაბორატი

ნატრიუმის ქლორიდი                                                

ხსნარისPH არის 7.2

 

ფარმაკოლგიური მოქმედება:

ვიტამინი B2

  • თამაშობს გადამწყვეტ როლს რქოვანას ზედაპირული სტრუქტურების ეპითელური უჯრედების და სტრომის განვითარებასა და შენარჩუნებაში.
  • მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ და ენერგეტიკულ პროცესში
  • თამაშობს კოფაქტორის როლს ფერმენტულ რეაქციებში, რომლებიც ზრდიან ამინომჯავების ათვისების ეფექტურობას
  • უზრუნველყოფს ეპითელიუმის ეფექტურ დაცვას, რომელიც მუდმივად იმყოფება სხვადასხვა სახის სტრესის ზემოქმედების ქვეშ. იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ქროს ლინქინგის ოპერაციის შემდეგ, რითაც ინარჩუნებს სტრომის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

 

 

რიბილიზინის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები:

  • წარმოადგენენ სუბსტრატს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და უჯრედგარე მატრიქსის სინთეზისისთვის.
  • აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანებების განვითარებას.
  • უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილების სტრუქტურულ მდგრადობას.
  • აუმჯობესებს თვალის ზედაპირის ტროფიკას, ეწინააღმდეგება ანთებისა და გაღიზიანების განვითარებას.

ჰიალურონის მჟავა:

  • ასტიმულირებს რეეპითელიზაციის პროცესებს რქოვანას და კონიუნქტივას, დაზიანების შემთხვევაში.
  • ზრდის უჯრედგარე მატრიქსში ენდოგენური ჰიალურონის მჟავას შემცველობას.
  • ზრდის პრეპარატის კონტაქტის დროს თვალის ქსოვილებთან.

ბორის მჟავა:

  • ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის. ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.

ნატრიუმის ტეტრაბორატი:

  • ბორის მჟავას წარმოებულია, რომელიც იგივე ანტიმიკრობული აქტივობით ხასიათდება. ასევე აქვს ბუფერული თვისებები, რაც აიოლებს კონტაქტური ლინზის ტარებას და ინარჩუნებს ბუნებრივი ცრემლის pH-ს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები:

  • პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
  • დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოერიდეთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ მჭიდროდ, არ გამოიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
  • არ გამოიყენოთ თვალის ინფექციების დროს
  • არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
  • შეინახეთ 4°C დან 25°C მდე ტემპერატურულ შუალედში.
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
  • განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის

გვერდითი ეფექტები:

რიბოლიზინის გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

დოზირება:

1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:

10 მლ თვალის წვეთი

მწარმოებელი: Fidia Farmaceutici S.p.A.- იტალია

ერთად ყიდულობენ