დემოლანი ფორტე 30მლ გელი

80275
მარაგშია
39.33 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიMetronidazol+S+Ar.citras,Panthenol+Orova გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
39.33 

დემოლან ფორტე

სამკურნალო გელი სახისა და ქუთითოებისთვის  დემოდეკოზის და აკნეს დროს

30 მლ

აქტიური კომპონენტები:

მეტრონიდაზოლი, ორგანული გოგირდი, ვერცხლის ციტრატი, პანთენოლი, ოროვანდის ექსტრაქტი,  თუთის  ექსტრაქტი, PEG-40  ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, მორუს ნიგრას ექსტრაქტი ალფა ხილის ექსტრექტი

ჩვენება: აკნე, დემოდეკოზი, როზაცეა, პერიორალური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ვულგარული აკნე, ქრონიკული ბელფაროკონიუქტივიტი, აბსცესი თვალზე

მოქმედება: აკარიოციდული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური, აღმდგენი თვისებების მქონე, ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზს-აჩერებს პარაზიტული ტკიპას Demodex follikulorum  და აკნეს გამომწვევი Propionibacterium acnes   უკონტროლო გამრავლებას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი  მოქმედება. უზრუნველყოფს ქუთუთოების კიდეებზე არსებული ეროზიების მოშორებას დემოდეკოზური ბლეფარიტების დროს,  ხელს უშლის სახეზე და სხეულის სხვა უბნებზე ახალი გამონაყარის წარმოქმნას.

ამცირებს კერატოზს ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების და ანთებითი ელემენტების გარშემო, მათი მოცილების გამარტივების გზით ახდენს ანტიკომედონურ მოქმედებას.

აქვს ბაქტერიოსტატიკური და მატონიზირებელი თვისება.  უზრუნველყოფს კანის განახლებას სახეზე და ქუთუთოებზე, აშორებს ქავილის შეგრძნებას და შეშუპებას, ხსნის დისკომფორტის და დაღლილობის შეგრძნებას. სწრაფად ალაგებს დაავადების სიმპტომებს.

გამოყენების წესი: გელის გამოყენების წინ სახე გულმოდგინეთ დაიბანეთ Stop demodex-ის საპონით, გაიმშრალეთ, ხოლო შემდგომ დაიმუშავენთ Stop demodex-ის ლოსიონში დასველებული ბამბის დისკით. შემდეგ მცირე რაოდენობის დემოლან ფორტეს  გელი მასაჟის მაგვარი მოძრაობით წაისვით სახეზე, ქუთუთოებზე, ყურის და ცხვირის ნიჟარების შესასვლელებთან და სხვა დაავადებულ ადგილებში, მოერიდეთ გელის თვალში მოხვედრას. მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში თვალის ირგვლივ გელის ნარჩენები 30 წუთის შემდგომ მოიშორეთ ლოსიონში დასველებული ბამბის დისკით ან ხელსახოცით.

გელი მოიხმარეთ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, მინიმუმ 45 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა ლოსიონის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ყურადღება! მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის, თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ წყლით.

შენახვის წესი: შეინახეთ მწარმოებლის შფუთვაში,  +5°-დან  +25°С-მდე ტემპერატურული რეჟიმის პირობებში 24 თვე

ვარგისიანობის ვადა  და სერიის ნომერი მითითებულია ფლაკონზე.

დამზადების თარიღი:  ვარგისიანობის მითითებულ ვადამდე 24 თვით ადრე

გამოყენების ვადა: 24 თვე

მწარმოებელი: უკრაინა,  შპს «ЧП Голден-фарм», უკრაინა

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: “Ctn georgia” 0159, მარშალ გელოვანის 2

დამზადებულია ხარისხის და ნორმების  საერთაშორისო GMP სტანდარტის შესაბამისად (ISO 22716:2007)

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას