ტაიდო ნაუსეა #60კაფს

129656
-28%
მარაგშია
68.20 
48.77 
დანაზოგი: 19.43 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიZingiber+Vit.B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
68.20 
48.77 
დანაზოგი: 19.43 ₾ (28%)

ტაიდო ნაუსეა #60 მცენარეული კაფსულა

TAÏDO NAUSEA

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კოჭას (ჯანჯაფილის, zingiber officinale) ფესურას ფხვნილი, ვიტამინი B6 (pyridoxine).

შემადგენლობა

3 კაფსულის აქტიური შემადგენლობა: კოჭას (ჯანჯაფილის) ფესურას ფხვნილი 750მგ, ვიტამინი B6 – 12,5მგ.

სხვა ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, მცენარეული კაფსულა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები.

გამოყენება

ტაიდო ნაუსეა ხელს უწყობს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე გულისრევის და ღებინების სიმპტომების  შემცირებას. კოჭა და ვიტამინი B6  სინერგიულად მოქმედებს და ეფექტურია ორსულთა ტოქსიკოზის დროს.

პროკინეტიკური მოქმედების შედეგად კოჭა აღადგენს საყლაპავის მოტორიკას, ამაღლებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აჩქარებს კუჭის შიგთავსის დაცლას, იწვევს პილორუსის სფინქტერის მოდუნებას, ამცირებს გასტრო-დუოდენურ რეფლუქსს, აძლიერებს თორმეტგოჯა და წვრილი ნაწლავის მოტორიკას.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია კოჭას ეფექტურობა ადრეული ტოქსიკოზის მკურნალობაში. კოჭა ხელს უწყობს კუჭის უფრო სწრაფ გათავისუფლებას საკვებისგან,  ნაღვლის ბუშტის დროულ დაცლას, გულისრევის და ღებინების შეჩერებას.

კოჭა ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და ზღვის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ გულისრევას. ღებინების გარდა, კოჭა არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას რეგულარული მიღება ამცირებს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

ვიტამინი B6 მნიშვნელოვნად აქვეითებს გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს სისუსტისა  დაღლილობის სიმპტომებს, არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობას. ვიტამინი B6   მონაწილეობს ამინომჟავების, ნახშირწლების, სეროტონინის, ჰომოცისტეინის და ლიპიდების მეტაბოლიზმში, ჰემოგლობინის სინთეზში.

ჩვენება

- ორსულთა ტოქსიკოზი;

- მგზავრობის აუტანლობა, ზღვის დაავადება;

- ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მედიკამენტური, ალიმენტური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ინფექციური დაავადებების დროს, ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული ღებინება);

- ფუნქციური დისპეფსია;

- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი.

გამოყენების და შენახვის წესები

გულისრევის ან ღებინების   ინტენსივობის მიხედვით მიიღება დღეში 3 კაფსულამდე, ერთ ჭიქა წყალთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ტაიდო ნაუსეა კაფსულების მიღება შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, როგორც ადრეული, ისე გვიანი ტოქსიკოზის დროს, მინიმუმ 15 დღის განმავლობაში, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

მგზავრობისას 1 კაფსულა ერთი საათით ადრე მგზავრობის დაწყებამდე.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ადრეული და მოგვიანებითი გულისრევის თავიდან აცილების მიზნით პრემედიკაცია სასურველია დაიწყოს 3 დღით ადრე. პაციენტს ენიშნება ტაიდო ნაუსეა 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 3 დღის განმავლობაში, ქიმიოთერაპიის დღეს კი 3 კაფსულა 20 წუთით ადრე და განმეორებით 3 კაფსულა ქიმიოთერაპიიდან 6 საათის შემდეგ. მოგვიანებითი გულისრევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1 კაფსულა 3-ჯერ ქიმიოთერაპიიდან 4-6 დღის განმავლობაში.

მოარიდეთ ბავშვებს, შეინახეთ მშრალ  სინათლისგან დაცულ ადგილას.

სიფრთხილის ზომები  

ტაიდო ნაუსეას მიღება რეკომენდებული  არ არის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

საკვები დანამატები გამოყენებული უნდა იქნას როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელი.

არ შეიცავს გლუტენს.

გამოშვების ფორმა

მცენარეული კაფსულა # 60 შიგნით მისაღებად. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

მწარმოებელი

LABORATOIRES ELERTE, საფრანგეთი.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:  შპს  ჯორჯიან რემედი ლიმიტედ.

 

მსგავსი პროდუქტები