ეპიგენ ინტიმ გელი 250მლ *

36087
მარაგშია
70.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგარეგანი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიGlycyrrhizinic acid * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
70.00 

ეპიგენი გელი / EPIGEN Gel


  • აღწერა: ქალის სხეულის ინტიმური ზონების ყოველდღიური მოვლა
  • მოცულობა: გელი 250მლ ფლაკონი #1
  • დანიშნულება: ინტიმური ჰიგიენა

ფარმაკოლოგიური თვისებები
გელის რბილი ნატურალური ფორმულა გამომუშავებულია სპეციალურად ქალის სხეულის ინტიმური ზონების ყოველდღიური მოვლისათვის
აქტივიზირებული გლიცირიზინის მჟავა (ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი) ახდენს კომპლექსურ მოქმედებას, ხოლო რძის მჟავა ხელს უწყობს ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას

ჩვენებები
მკურნალობა
1. ამცირებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარების საშიშროებას; 
2. ინფექციური გენეზისის ორსულობის შეწყვეტას;
3. ამცირებს ნაყოფის და ჩვილის ვირუსული განვითარების რისკს;
4. ხსნის სასქესო ორგანოების ანთებით და ალერგიულ პროცესებს.

პროფილაქტიკა
ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას სასქესო ორგანოების ვირუსული ინფექციების მიმართ ახდენს რეგენერაციულ მოქმედებას საშოს ლორწოვან გარსზე

ინტიმური ჰიგიენა
1. ხელს უწყობს ინტიმური ზონის pH ბუნებრივი ბალანსის მხარდაჭერას;
2. ასუფთავებს კანს;
3. ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ბუნებრივი მიკროფლორის შენარჩუნებას;
4. ხსნის დისკომფორტს (გაღიზიანებას, შეწითლებას) ეპილაციის, ყოველდღიური ჰიგიენური საფენების გამოყენების შემდეგ, სინთეთიკური საცვლებისა და სტრინგების გამოყენების შემთხვევაში;
5. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებისათვის (განსაკუთრებით კრიტიკულ დღეებში და ორსულობისას); სპორტის შემდეგ, საცურაო აუზში, ან ბუნებრივ წყალსაცავებში ბანაობის შემთხვევაში; ინტიმურ სიახლოვემდე და მის შემდეგ.
გელის ყოველდღიური გამოყენება ჰიგიენური პროცედურების ჩასატარებლად რეკომენდირებულია ექიმ-გინეკოლოგების მიერ

მიღების წესები და დოზები
მოათავსეთ ეპიგენ გელის მცირე რაოდენობა სხეულის ინტიმურ ნაწილებზე, ააქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ. პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეკომენდირებულია ეპიგენ ინტიმ გელის რეგულარული (ყოველდღიური) გამოყენება. გელის რბილი და ნატურალური ფორმულა საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი დღეში რამდენჯერმე. კრიტიკულ დღეებში შესაძლებელია გელის ხშირი გამოყენება - 4-5-ჯერ დღეში.
ასევე შესაძლებელია გელის გამოყენება ჰიგიენური პროცედურებისათვის მამაკაცებში!

ინტიმური ჰიგიენური პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს დელიკატურად და გარკვეული წესების დაცვით:
1. გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის მხოლოდ სპეციალური საშუალებები, მოერიდეთ ჩვეულებრივი ტუტეს საპონს;
2. თბილი წყლით, კარგად დაბანილი ხელებით, არაუმცირეს დღეში 2-ჯერ, მოძრაობებით ბოქვენიდან ყითის მიმართულებით (რათა თავი აარიდოთ ინფექციის მოხვედრას სწორი ნაწლავიდან), ღრუბლის გარეშე!
3. გელით შეიძლება დაიბანოთ მხოლოდ კანი საშოს გარშემო;
4. პირსახოცი უნდა იყოს ინდივიდუალური, სუფთა, რბილი;
5. მენსტრუაციის დროს არ უნდა მიიღოთ აბაზანა, უმჯობესია მიიღოთ შხაპი, არ ისარგებლოთ აუზით, ან სხვა წყალსაცავებით;
6. მენსტრუაციის პერიოდში სასურველია თავი აარიდოთ სქესობრივ კონტაქტებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ინტიმურ ჰიგიენას;
7. საფენები გამოიცვალეთ არაუმცირეს 4-5-ჯერ დღეში, ტამპონი არ დაიტოვოთ საშოში 4 საათზე ხანგრძლივი პერიოდით.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (+15-დან +300C გრადუსამდე) ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.