ზოვირაქსი 5% 2გ კრემი

1740
მარაგშია
12.86 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგარეგანი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიAcyclovirum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
12.86 
ზოვირაქსი
ZOVIRAX


საერთაშორისო დასახელება - aciclovir

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D06BB03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტივირუსული საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5% გარეგანი გამოყენების კრემი 2გ ტუბში

შემადგენლობა: (100გ-ში)
აქტიური ნივთიერება – აციკლოვირი 5გ
დამხმარე ნივთიერებები – პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, პოლოქსამერი 407, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიმეტიკონი, გლიცეროლ მონოსტერატი, მაკროგოლის სტეარატი, დასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:
ერთგვაროვანი კრემი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის
წამლის ფორმა:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის

ფარმაკოდინამიკა
აციკლოვირი აქტიურია Herpes simmplex 1 და 2 ტიპის, Varicella zoster ვირუსის, ეფშტეინ-ბარის ვირუსის და ციტომეგალოვირუსის მიმართ. ვირუსით ინფიცირებული უჯრედის თიმიდინკინაზა მთელი რიგი თანმიმდევრული რეაქციების შედეგად აქტიურად გარდაქმნის აციკლოვირს მონო, დი და ტრიფოსფატ აციკლოვირად. ეს უკანასკნელი ურთიერთქმედებს ვირუსის დნმ-პოლიმერაზასთან და ჩაშენდება დნმ-ში, რომელიც სინთეზირდება ახალი ვირუსებისთვის. ასე წარმოიქმნება დეფექტური ვირუსის დნმ, რაც თრგუნავს ვირუსის ახალი თაობების რეპლიკაციას.

ფარმაკოკინეტიკა

კრემის განმეორებითი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია მინიმალურია.

ჩვენებები

კანის და ლორწოვანის ინფექცია, გამოწვეული Herpes simmplex 1 და 2 ტიპით, მათ შორის ტუჩის ჰერპესი.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატი უნდა დაიტანოთ 5-ჯერ დღეში (დაახლოებით ყოველ 4 საათში) თხელ ფენად დაზიანებულ და მის მოსაზღვრე უბანზე. მკურნალობის ხანგრძლივობა არუმცირეს 4 დღისა. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შჰეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
კრემი დაიტანება ან ბამბის ტამპონით ან სუფთა ხელით, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ დამატებითი ინფიცირებისგან დაზიანებული უბნები.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს მცირე დროით შეწითლება, ქავილი, აქერცვლა, წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის დატანების ადგილას. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული დერმატიტის განვითარება, ხშირათ დაკავშირებულს დამხმარე ნივთიერებებთან. აღწერილია ერთეული შემთხვევები კვინკეს შეშუპების, აციკლოვირის პრეპარატებით ადგილობრივი გამოყენებისას.

უკუჩვენება

აციკლოვირის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური კვლევები ფეხმძიმობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია პრეპარატის გამოყენება დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (წვა, ქავილი, ჩხვლეტის და დაჭიმულობის შეგრძნება, შეწითლება)
ტუჩის ჰერპესის მკვეთრად გამოვლენისას რეკომენდაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ არის რეკომენდებული კრემის გამოყენება პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილობრივი ანთების განვითარება.
გენიტალური ჰერპესის მკურნალობისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. რეკომედირებულია სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება ან კონდომის გამოყენება, ვინაიდან აციკლოვირის გამოყენება არ იცავს პარტნიორს ვირუსის გადაცემისგან.
პაციენტებმა იმუნოდეფიციტური მდგომარეობით კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გარეგანი გამოყენებისას ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები და ვადები

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატს ნუ გაყინავთ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გლაქსო ველქომ ოპერეიშნს

დიდი ბრიტანეთი