ვიტროლი ომეგა 3,6,9 #60კაფს

81057
-28%
მარაგშია
56.65 
40.51 
დანაზოგი: 16.14 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3,6,9,Oenothera,Linum,Vit.E გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
56.65 
40.51 
დანაზოგი: 16.14 ₾ (28%)

ვიტროლომეგა 3, 6, 9#60
რბილი კაფსულა

საკვები დანამატი

უზრუნველყოფს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.

ვიტროლი ომეგა 3,6,9-ის ინგრედიენტები უზრუნველყოფენ:

- იმუნური სისტემის,
- გულის,
- თავის ტვინის,
- თვალის,
- ძვლებისა და სახსრების,
- კანის, თმების და ფრჩხილების სიჯანსაღეს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ორგანიზმში მოხვედრისთანავე ეს ცხიმოვანი მჟავები უშუალოდ უჯრედებში გადანაცვლდებიან და ახდენენ ზემოქმედებას მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ისინი აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, აუმჯობესებენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების, ტვინის და თვალების ფუნქციებს. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, ადამიანის მეხსიერების, ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება და ორგანიზმიდან გამოდევნიან ტოქსინებსა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტებს.
ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟვების მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისებებია:

  -სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება მისი სიბლანტის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, თრომბების წარმოქმნა, ინსულტი და ინფარქტი.
- ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს და ამტანობას.
- წარმოადგენს პროსტაგლანდინების (სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების) წინამორბედს. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს.

- აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, ამაღლებს გუნება-განწყობას. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
- აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
- ენერგიის ჯანსაღი წყაროა და არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს.
- იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგისათვის.
- თრგუნავს მავნე კორტიზოლის გამოყოფას.

- აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას.

ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქოემოციური და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ექიმები. ტვინის ქსოვილის ძირითადი ნაწილი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ფუნქცია ირღვევა. მაგალითად, ტვინის უჯრედის მემბრანა უხეშდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსების გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის კავშირი შენელებულია. ამის გამო ადამიანს უჭირს მკაფიოდ აზროვნება, მეხსიერება დაბინდულია. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესიის და განგაშის მდგომარეობა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ ორგანიზმს მივაწოდებთ ომეგა-3,6,9 ცხიმოვან მჟავებს.

ვიტროლი ომეგა 3,6,9-ს  2 კაფსულისშემადგენლობა:

თევზისქონი: 332 მგ, შეიცავს 60 მგ EPA-ს და 40 მგ DHA -ს (ომეგა 3);

ენოთერასთესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს 33,2 მგGLA (გამა ლინოლენის მჟავას (ომეგა 6);

სელისთესლის ზეთი 332 მგ, შეიცავს:

  • 149,9 მგ ალფა–ლინოლენის მჟავას (ომეგა 3)
  • 36,52 მგ ოლეინის მჟავას (ომეგა 9)
  • 36,52 მგ ლინოლენის მჟავას (ომეგა 6)

ვიტამინ E –ს 3,4 მგ (დღიური ნორმის 28,33 %)

არ აქვს თევზის გემო.

გამოყენების წესი მოზრდილთათვის: 2 კაფსულა დღეში

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა. 

დამზადებულია ესპანეთში.

მწარმოებელი: Masenz danya group

Narcismonturiol 37. Barcelona, Spain

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები