კომფოვიტა #30კაფს

79444
მარაგშია
31.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკლიმაქსის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ჯენერიკიGlycyrrhiza,Humulus lupulus,Agnus-castus გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.00 

კომფოვიტა®

Comfovita®

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

- კუროსთავას  მშრალი ექსტრაქტი (Tribulus terrestris herba) 250 მგ,

სტანდარტიზებული 132მგ საპონინ ფუროსტანოლის  შემცველობით;

- სვიას გირჩების  მშრალი სტანდარტული(4-6:1)  ექსტრაქტი (Humulus lupulus L., strobuli) 50 მგ,

300მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით;

- ხეპილპილას მშრალი სტანდარტული (6-6,5:1)ექსტაქტი  (Vitex agnus-castus, fruits) 10მგ, 60მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით;

- ძირტკბილას მშრალი სტანდარტული (3:1) ექსტაქტი  (Glycyrrhiza glabra radix) 150მგ, 450მგ მცენარეული სუბსტანციის  შემცველობით;

დამხმარე ბივთიერებები: ცელულოზას მიკროკრისტალური შემავსებელი, სილიციუმის დიოქსიდის გამაფხვიერებელი.

გამოყენების  ჩვენებები:

კუროსთავას ექსტრაქტი(Tribulus terrestris ) ძირითადად შეიცავს ფუროსტანოლის ტიპის სტეროიდულ საპონინებს. ის ახდენს მასტიმულირებელ მოქმედება სასქესო სისტემის ზოგიერთ ფუნქციაზე და ავლენს ზოგად მატონიზირებელ მოქმედებას. კუროსთავას ექსტრაქტი ხასიათდება ჰიპოლიპიდემიური ეფექტით და ლიპიპროტეინემიან პაციენტებში აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს და საერთო ქოლესტერინის დონეს.

სვიას გირჩების (Humulus lupulus L., strobuli ) ექსტრაქტში შემავალი ფლავანოიდები, ჰორმონები და ვიტამინები განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო, კაპილარების გამამაგრებელ, ჰიპომასენსიბილირებელ და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს. სვიის გირჩის ექსტრაქტის ნეიროტროპული მოქმედება განპირობებულია მასში ლუპულინის არსებობით, რომელიც, თავის მხრივ, დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ხეპილპილას (Vitex agnus-castus, fruits) უმთავრესი მოქმედებაა - სასქესო ჰორმონების დონის ნორმალიზება. ავლენს დოფამინერგულ მოქმედებას, რაც იწვევს პროლაქტინის პროდუქციის შემცირებას, აწესრიგებს რა ჰორმონების ურთიერთფარდობას მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. პროლაქტინი ასევე ახდენს პირდაპირ მასტიმულირებელ მოქმედებას პროლიფერაციულ პროცესებზე სარძევე ჯირკვალში, აძლიერებს შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნას და იწვევს  სარძევე სადინარების გაფართოებას. პროლაქტინის შემცველობის შემცირება იწვევს პათოლოგიური პროცესების უკუგანვითარებას სარძევე ჯირკვალში და ახდენს ტკივილის სინდრომის კუპირებას.

ძირტკბილას(Glycyrrhiza glabra radix)  ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ვლინდება ჰისტამინის, სეროტონინისა და ბრადიკინინის მიერ გამოწვეული ანთებითი რეაქციების თავისებური კუპირებით. მცენარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია არა იმდენად გლიცირიზინით, არამედ გლიცირიზინის მჟავის მოქმედებით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზისას. გლიცირიზინის მჟავა ორგანიზმში განიცდის  მეტაბოლურ ცვლილებებს და ავლენს კორტიკოსტეროიდების მსგავს ეფექტებს. მცენარის სწორედ ეს ფარმაკოლოგიური თვისება მიიჩნევა მნიშვნელოვნად.

კომფოვიტა დადებითად მოქმედებს შემდეგი მდგომარეობებისას:

  • პრემენსტრუალური სიმპტომების, როგორიცაა მასტალგია, თავის ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება, ადინამია, დეპრესიული აშლილობა და სხვა, შემცირება;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას, როგორიცაა პოლიმენორეა, ოლიგომენორეა ან ამენორეა;
  • საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება სტრესისა და განწყობის ცვლილებებისას ჰორმონალური დარღვევების მქონე ქალებში.

უკუჩვენებები:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ. 

მიღების წესი და  დოზირების რეკომენდებული  რეჟიმი:

1 კაფსულა 2 ჯერ დღეში  1/2 ჭიქა წყალთან ერთად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. რეკომენდირებულ დღე-ღამურ დოზას არ გადააჭარბოთ.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია:

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე(არა უმეტეს 250C). შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, გმო-ს გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მოხმარებადი (კვებითი) და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100 გრ-ზე: ცილა- 0,8გრ, ნახშირწყლები -0,19 გრ, ცხიმი -0,15 გრ;  2,74 კკალ/11,46 კჯოული.

1 კაფსულის მასა: 647 მგ ±7,5%.

გამოშვების ფორმა:

15 კაფსულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი:

გრანდ მედიკალ პოლანდ Sp.zo.o. Michaela Faradaya 2,

03-233 ვარშავა, პოლონეთი Tel: +48 22 35 00 270, +48 22 35 00 277

გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ-სთვის, შვეიცარია.